„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის N1–1/1527 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1-1/398
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 21/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.024.016389
1-1/398
21/09/2015
ვებგვერდი, 22/09/2015
010240070.22.024.016389
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის N1–1/1527 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/398

2015 წლის 21 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის №1–1/1527 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1.  
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის №1–1/1527 ბრძანებით (სსმ , ვებგვერდი, 24.07.2012, 010240070.22.024.016191) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) აკრედიტებული საინსპექციო ორგანოების შექმნამდე პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება შემდეგ საზედამხედველო ობიექტებზე: ჟანგბადის წარმოება და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესი, თხევადი ჟანგბადის წარმოება, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნა, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარი, ნავთობბაზა, მაგისტრალური ნავთობსადენი, მაგისტრალური გაზსადენი, ავტოგასამართი სადგური და ავტოგასამართი კომპლექსი (ავტოგასამართი, აირგასამართი და აირსავსები სადგურები). ავტოგასამართ სადგურის ინსპექტირება დასაშვებია მხოლოდ „ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №60 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟებისა და ფუნქციონირების მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით“.

მუხლი 2
ეს  ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი