„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის N1–1/1527 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1-1/471
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 07/11/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.024.016773
1-1/471
07/11/2022
ვებგვერდი, 09/11/2022
010240070.22.024.016773
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის N1–1/1527 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/471

2022 წლის 7 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის №1–1/1527 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის №1–1/1527 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 24.07.2012, 010240070.22.024.016191) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დებულებაში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად უფლებამოსილია შექმნას კომისიები, საბჭოები და სხვა სათათბირო ორგანოები, განსაზღვროს მათი უფლებამოსილება და საქმიანობის წესი“.

2. მე-5 მუხლის:

ა) მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ2“ ქვეპუნქტი:

„ბ2) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოებისას, ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების საკითხებთან დაკავშირებით, არსებობის შემთხვევაში, შესაბამის საბჭოზე წარსადგენად დოკუმენტაციის მომზადება და წარდგენა“.

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. სააგენტოში განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, შესაძლებელია შექმნას კომისიები, საბჭოები და სხვა სათათბირო ორგანოები, რომლებშიც შესაძლებელია მოწვეულ იქნენ სპეციალისტები ან/და დამოუკიდებელი ექსპერტები.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრილევან დავითაშვილი