პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ

  • Word
პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2171
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/06/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 30(37), 13/07/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 290.090.000.05.001.000.612
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2171
24/06/1999
სსმ, 30(37), 13/07/1999
290.090.000.05.001.000.612
პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (15/10/2002 - 03/12/2002)

საქართველოს კანონი

პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ

თავი I

 ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

ეს კანონი აწესრიგებს ურთიერთობებს, რომლებიც წარმოიშობა პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევასთან და საპენსიო უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

    მუხლი 2. კანონის სამართლებრივი საფუძვლები

ამ კანონის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს კანონები საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებდა დაზღვევის შესახებ“, აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

თავი II

პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევა

    მუხლი 3. დაზღვევის ობიექტი

1. დაზღვევის ობიექტია საქართველოს პარლამენტის წევრის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

2. პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევა ხორციელდება პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადით.

    მუხლი 4. დაზღვევის სუბიექტები

1. დაზღვევის სუბიექტები არიან:

) დაზღვეულისაქართველოს პარლამენტის წევრი, რომლის სასარგებლოდაც ხორციელდება დაზღვევა;

) დამზღვევისაქართველოს პარლამენტი, რომელიც თავისი ბიუჯეტიდან იხდის სადაზღვევო შესატანს დაზღვეულის სასარგებლოდ;

) მზღვეველისადაზღვევო საქმიანობის განმახორციელებელი ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაცია, რომელიც პარლამენტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევას.

2. მზღვეველი იურიდიული პირის შერჩევა წარმოებს კონკურსის საფუძველზე, რომლის პირობებს და ჩატარების წესს ადგენს საქართველოს პარლამენტის ბიურო.

    მუხლი 5. დამზღვევის უფლებები და მოვალეობები

1. დამზღვევი უფლებამოსილია:

) დადგენილი წესის საფუძველზე აირჩიოს შესაბამისი ლიცენზიის მქონე სადაზღვევო ორგანიზაცია;

) განახორციელოს კონტროლი დაზღვევის ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე.

2. დამზღვევი ვალდებულია დროულად და სრულად გადაიხადოს სადაზღვევო შესატანები დაზღვევის ხელშეკრულებით დადგენილი წესის შესაბამისად.

    მუხლი 6. მზღვეველის უფლებები და მოვალეობები

1. მზღვეველი უფლებამოსილია:

) დაზღვევის პირობების შესასრულებლად აირჩიოს შესაბამისი ლიცენზიის მქონე სამედიცინო დაწესებულება;

) შეამოწმოს სამედიცინო დაწესებულებაში დაზღვეულისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხი და მოცულობა;

) შეიტანოს სარჩელი სასამართლოში ფიზიკური ან იურიდიული პირის მიმართ, თუ მისი ქმედებით დაზღვეულს მიადგა ზიანი და მოითხოვოს ამასთან დაკავშირებული მატერიალური ზარალის ანაზღაურება;

) ისარგებლოს მზღვეველისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

2. მზღვეველი ვალდებულია დაზღვევის ხელშეკრულების ფარგლებში უზრუნველყოს დაზღვეულის სამედიცინო მომსახურება იმ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც აქვს შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია.

    მუხლი 7. დაზღვევის სახეები

ამ კანონით გათვალისწინებული დაზღვევის სახეებია:

) პარლამენტის წევრის სიცოცხლის დაზღვევა;

) პარლამენტის წევრის ჯანმრთელობის დაზღვევა.

    მუხლი 8. პარლამენტის წევრის სიცოცხლის დაზღვევა

1. პარლამენტის წევრის გარდაცვალება არის სადაზღვევო რისკი, რომლის დროსაც დგება სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის საკითხი.

2. სადაზღვევო თანხას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით, იღებენ პარლამენტის წევრის კანონიერი მემკვიდრეები.

3. სადაზღვევო შესატანის, სადაზღვევო ანაზღაურების თანხის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს პარლამენტსა და მზღვეველ იურიდიულ პირს შორის ამ კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებით.

    მუხლი 9. პარლამენტის წევრის ჯანმრთელობის დაზღვევა

1. პარლამენტის წევრის ჯანმრთელობის დაზღვევა ითვალისწინებს:

) ყოველწლიური სავალდებულო სამედიცინო გამოკვლევის ხარჯებს;

) სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარჯებს;

) სამედიცინო კონსულტაციების მიღების ხარჯებს;

) ამბულატორიული მკურნალობის (ყველა ტიპის ლაბორატორიული გამოკვლევა, ფუნქციური დიაგნოსტიკა), მკურნალი ექიმისა და სპეციალისტების ხარჯებს;

) ჰოსპიტალური მკურნალობის ხარჯებს, რომლებიც საჭიროების შე-მთხვევაში მოიცავს საოპერაციო ხარჯებსაც;

) სამედიცინო დაწესებულების რეცეპტით შეძენილი მედიკამენტების ღირებულების 80 პროცენტით დაფარვის ხარჯებს.

2. სამედიცინო მომსახურების სრული ნუსხა დგება საქართველოს პარლამენტსა და მზღვეველ იურიდიულ პირს შორის ამ კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებით.

3. პარლამენტის წევრის ჯანმრთელობის დაზღვევა არ ითვალისწინებს:

) სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამებით გათვალისწინებული ხარჯების დაფარვას;

) კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ან თვითდაშავებით მიღებული დაზიანებების მკურნალობის ხარჯების დაფარვას;

) ნარკოტიკული ან ალკოჰოლური ნივთიერებების ზემოქმედებისას მიღებული დაზიანებების მკურნალობის ხარჯების დაფარვას;

) კოსმეტიკური ან არასამედიცინო მიზნით მკურნალობის ჩატარების ხარჯების დაფარვას.

4. პარლამენტის წევრი, რომლის ჯანმრთელობა დაზღვეულია, იღებს ჯანმრთელობის დაზღვევის დამადასტურებელ დოკუმენტსჯანმრთელობის დაზღვევის პოლისს. ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისის მოქმედება განისაზღვრება პარლამენტსა და მზღვეველ იურიდიულ პირს შორის ამ კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებით.

5. მზღვეველს უფლება აქვს შესთავაზოს დამზღვევს ამ კანონით დადგენილზე უფრო ხელსაყრელი ან დამატებითი პირობები.

    მუხლი 10. პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის ხელშეკრულება

1. პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევა ხორციელდება ამ კანონით, აგრეთვე საქართველოს პარლამენტსა და მზღვეველ იურიდიულ პირს შორის დადებული დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების საფუძველზე.

2. დაზღვევის ხელშეკრულებაში განისაზღვრება:

) ხელშეკრულების მხარეების ვინაობა და მათი ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი);

) დაზღვევის ობიექტი;

) სადაზღვევო რისკი, ხოლო ჯანმრთელობის დაზღვევისას სამედიცინო მომსახურების სახეების ჩამონათვალი;

) სადაზღვევო შესატანის (პრემიის) მოცულობა, მისი გადახდის წესი და ვადა;

) სადაზღვევო თანხის ოდენობა;

) ხელშეკრულების მოქმედების ვადა;

) ხელშეკრულების შეცვლის ან მოშლის წესი;

) დაზღვევის პოლისის მოქმედების სფერო.

3. მხარეთა შეთანხმებით, ხელშეკრულებაში შეიძლება განისაზღვროს სხვა პირობებიც.

4. მზღვეველი მატერიალურად პასუხისმგებელია დამზღვევის წინაშე შესაბამისი დაზღვევის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის. მატერიალური პასუხისმგებლობის ზომა გათვალისწინებული უნდა იქნეს დაზღვევის ხელშეკრულებაში.

თავი III

 პარლამენტის წევრის საპენსიო უზრუნველყოფა

    მუხლი 11. პარლამენტის წევრის საპარლამენტო პენსია

საპარლამენტო პენსია არის სახელმწიფო პენსია, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებსაქართველოს კანონის და ამ კანონის შესაბამისად ენიშნებათ საქართველოს პარლამენტის წევრებს.

    მუხლი 12. საპარლამენტო პენსიის დანიშვნის პირობები

1. ამ კანონით გათვალისწინებული საპარლამენტო პენსიებით უზრუნველყოფა ხდება იმ პარლამენტის წევრებისა, რომლებიც არჩეულ იქნენ 1992 წლიდან , აგრეთვე უზენაესი საბჭოს წევრებისა, რომლებიც არჩეულ იქნენ 1990 წელს.

2. ამ კანონით დადგენილი წესით საპენსიო უზრუნველყოფას ექვემდებარება:

) პირი, რომელიც სრული საპარლამენტო ვადის არანაკლებ 6 თვე იყო პარლამენტის წევრი და მისი უფლებამოსილება ვადამდე არ შეწყვეტილა საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებსაქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით;

) პირი, რომელიც დაინვალიდდა პარლამენტის წევრად ყოფნის პერიოდში;

) დაღუპული (გარდაცვლილი) პარლამენტის წევრის ოჯახის არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო წევრები.

საქართველოს 2001 წლის 27 აპრილ ის კანონი № 870 - სსმ I,  № 13 , 15 . 05 .200 1 წ., მუხ. 46

საქართველოს 2001 წლის 18 დეკემბრ ის კანონი № 1198 - სსმ I,  № 36 , 31 . 12 .200 1 წ., მუხ. 142

    მუხლი 13. საპარლამენტო პენსიის სახეები

საპარლამენტო პენსიის სახეებია:

) სამსახურებრივი;

) ინვალიდობის;

) მარჩენალის დაკარგვის.

    მუხლი 14. პენსიის სახეობის არჩევის უფლება

1. პარლამენტის წევრს სხვა სახელმწიფო პენსია აუნაზღაურდება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ყოფილ პარლამენტის წევრს, რომელსაც აქვს ერთდროულად რამდენიმე სახის სახელმწიფო პენსიის მიღების უფლება, მისი სურვილისამებრ ენიშნება ერთი სახეობის პენსია.

    მუხლი 15. პარლამენტის წევრის სამსახურებრივი პენსია

1. პარლამენტის წევრის სამსახურებრივი პენსია ენიშნება ყოფილ პარლამენტის წევრს, რომელიც სრული საპარლამენტო ვადის არანაკლებ 6 თვე იყო პარლამენტის წევრი და მისი უფლებამოსილება ვადამდე არ შეწყვეტილა საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებსაქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პარლამენტის წევრის სამსახურებრივი პენსია ყოფილ პარლამენტის წევრს ენიშნება, თუ:

) შეუსრულდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საპენსიო ასაკი;

) აქვს 25 წლის შრომის საერთო სტაჟი.

3. შრომითი სტაჟის გამოთვლა წარმოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4. პირს, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრი იყო არა უმეტეს ერთი წლისა, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი სამსახურებრივი პენსია მიეცემა მოქმედი პარლამენტის წევრის ხელფასის 50 პროცენტის ოდენობით.

5. პირს, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრი იყო ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი სამსახურებრივი პენსია მიეცემა მოქმედი პარლამენტის წევრის ხელფასის სრული ოდენობით.

6. ყოფილ პარლამენტის წევრს, თუ იგი ანაზღაურებად საქმიანობას ეწევა ან გააჩნია სხვა შემოსავალი, სამსახურებრივი პენსია მიეცემა მისი საშუალო თვიური ანაზღაურების ან შემოსავლის დანიშნულ პენსიამდე შევსების ოდენობით.

7. სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში პარლამენტის წევრს სამსახურებრივი პენსია არ მიეცემა.

    მუხლი 16. პარლამენტის წევრის ინვალიდობის პენსია

1. პარლამენტის წევრს ინვალიდობის პენსია ენიშნება სადეპუტატო უფლებამოსილების პერიოდში შრომისუნარიანობის სრული ან ნაწილობრივი დაკარგვის შემთხვევაში.

2. დაინვალიდების დრო და ინვალიდობის ჯგუფი განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. პარლამენტის წევრის ინვალიდობის პენსიის გაანგარიშება ხდება პენსიის დანიშვნის მომენტისათვის დეპუტატის ხელფასის სრული ოდენობიდან შემდეგი წესით:

) I ჯგუფის ინვალიდისათვისპარლამენტის წევრის ხელფასის 70 პროცენტი;

) II ჯგუფის ინვალიდისათვისპარლამენტის წევრის ხელფასის 50 პროცენტი;

) III ჯგუფის ინვალიდისათვისპარლამენტის წევრის ხელფასის 30 პროცენტი.

    მუხლი 17. მარჩენალის დაკარგვის პენსია

მარჩენალის დაკარგვის პენსია ენიშნება დაღუპული (გარდაცვლილი) პარლამენტის წევრის ოჯახის არასრულწლოვან ან შრომისუუნარო წევრებს პარლამენტის წევრის ხელფასის სრული ოდენობით, თითოეულს თანაბარი პროპორციით.

    მუხლი 18. პარლამენტის წევრის სხვა სოციალური დაცვის გარანტიები

1. ყოფილ პარლამენტის წევრს, რომელიც სრული საპარლამენტო ვადის არანაკლებ 6 თვე იყო პარლამენტის წევრი და მისი უფლებამოსილება ვადამდე არ შეწყვეტილა «საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებსაქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობებით და არ გააჩნია სხვა სახის შემოსავალი, უფლებამოსილების ვადის გასვლის დღიდან 6 თვის განმავლობაში ეძლევა ყოველთვიური სადეპუტატო კომპენსაცია პარლამენტის წევრის ხელფასის სრული ოდენობით და უნარჩუნდება შრომითი სტაჟი.

2. თუ ყოფილი პარლამენტის წევრი ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას ან გააჩნია სხვა შემოსავალი, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სადეპუტატო კომპენსაცია ეძლევა მისი საშუალო თვიური ანაზღაურების ან შემოსავლის აღნიშნულ კომპენსაციამდე შევსების ოდენობით.

    მუხლი 19. საპარლამენტო პენსიითა და სადეპუტატო კომპენსაციით უზრუნველყოფის წყარო

პარლამენტის წევრის საპარლამენტო პენსიითა და სადეპუტატო კომპენსაციით უზრუნველყოფის ხარჯები გათვალისწინებული უნდა იქნეს საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხარჯებში.

საქართველოს 200 2 წლის 18 იანვრ ის კანონი № 1253 - სსმ I,  № 2 , 04 . 02 .200 2 წ., მუხ. 11

    მუხლი 20. საპარლამენტო პენსიისა და სადეპუტატო კომპენსაციის ოდენობის შეცვლა

ამ კანონით განსაზღვრული საპარლამენტო პენსიისა და სადეპუტატო კომპენსაციის ოდენობა შეიცვლება საქართველოს პარლამენტის წევრის ხელფასის ცვლილების შესაბამისად.

    მუხლი 21. საპარლამენტო პენსიისა და სადეპუტატო კომპენსაციის დანიშვნის წესი

1. განცხადება საპარლამენტო პენსიისა და სადეპუტატო კომპენსაციის დანიშვნის, აგრეთვე ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ერთი სახის პენსიის არჩევის შესახებ წარედგინება საქართველოს პარლამენტის აპარატს, რომელიც 15 დღის განმავლობაში აფორმებს დოკუმენტებს და ნიშნავს შესაბამის პენსიას.

2. საპარლამენტო პენსიისა და სადეპუტატო კომპენსაციის დარიცხვას, გადაანგარიშებასა და გადახდას აწარმოებს საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდი.

საქართველოს 200 2 წლის 18 იანვრ ის კანონი № 1253 - სსმ I,  № 2 , 04 . 02 .200 2 წ., მუხ. 11

თავი IV

გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

საქართველოს 1999 წლის 10 დეკემბრ ის კანონი № 74 - სსმ I,  № 49(56) , 21 . 12 . 1999 წ., მუხ. 247

     მუხლი 22. გარდამავალი დებულებანი

1. ამ კანონის მე-15 და მე-18 მუხლები ამოქმედდეს 2002 წლის 1 იანვრიდან, მე-16 მუხლის მოქმედება შეჩერდეს 2002 წლის 1 იანვრამდე, ხოლო მე-17 მუხლით განსაზღვრული პირების საპენსიო უზრუნველყოფა განხორციელდეს საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სახსრებიდან.

2. (ამოღებულია).

    3. (ამოღებულია).

    4. 1990 წელს არჩეულ უზენაეს საბჭოს წევრთა საპარლამენტო პენსიით უზრუნველყოფა განხორციელდეს 2003 წლის 1 იანვრიდან. (ძალადაკარგულია) [საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2002 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება №1/2/174,199 - სსმ IV, 2002 წ., №15, გვ. 2]

საქართველოს 1999 წლის 10 დეკემბრის კანონი №74 - სსმ I,  №49(56), 21.12.1999 წ., მუხ.247

საქართველოს 2000 წლის 13 დეკემბრის კანონი №691 - სსმ I,  №50, 27.12.2000 წ., მუხ.147

საქართველოს 2001 წლის 16 თებერვლის კანონი №734 - სსმ I,  №5, 02.03.2001 წ., მუხ.5

საქართველოს 2001 წლის 27 აპრილის კანონი №870 - სსმ I,  №13, 15.05.2001 წ., მუხ.46

საქართველოს 2001 წლის 18 დეკემბრის კანონი №1198 - სსმ I,  №36, 31.12.2001 წ., მუხ.142

საქართველოს 2002 წლის 18 იანვრის კანონი №1253 - სსმ I,  №2, 04.02.2002 წ., მუხ.11

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2002 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება №1/2/174,199 - სსმ IV, 2002 წ., №15, გვ. 2

    მუხლი 23. დასკვნითი დებულება

ეს კანონი ამოქმდეეს 2000 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს 1999 წლის 10 დეკემბრ ის კანონი № 74 - სსმ I,  № 49(56) , 21 . 12 . 1999 წ., მუხ. 247

საქართველოს პრეზიდენტი        ედუარდ შევარდნაძე .

თბილისი ,

1999 წლის 24 ივნისი .

№2171 II

შეტანილი ცვლილებები:

      1. საქართველოს 1999 წლის 10 დეკემბრის კანონი №74 - სსმ I,  №49(56), 21.12.1999 წ., მუხ.247

      2. საქართველოს 2000 წლის 13 დეკემბრის კანონი №691 - სსმ I,  №50, 27.12.2000 წ., მუხ.147

      3. საქართველოს 2001 წლის 16 თებერვლის კანონი №734 - სსმ I,  №5, 02.03.2001 წ., მუხ.5

      4. საქართველოს 2001 წლის 27 აპრილის კანონი №870 - სსმ I,  №13, 15.05.2001 წ., მუხ.46

      5. საქართველოს 2001 წლის 18 დეკემბრის კანონი №1198 - სსმ I,  №36, 31.12.2001 წ., მუხ.142

      6. საქართველოს 2002 წლის 18 იანვრის კანონი №1253 - სსმ I,  №2, 04.02.2002 წ., მუხ.11

      7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2002 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება №1/2/174,199 - სსმ IV, 2002 წ., №15, გვ. 2

 

 

 

17. 06/12/2018 - საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი - 3875-რს - ვებგვერდი, 14/12/2018 16. 29/06/2007 - საქართველოს კანონი - 5130 - სსმ, 27, 17/07/2007 15. 23/12/2005 - საქართველოს კანონი - 2444 - სსმ, 56, 28/12/2005 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 14. 20/05/2005 - საქართველოს კანონი - 1484 - სსმ, 25, 02/06/2005 13. 29/12/2004 - საქართველოს კანონი - 903 - სსმ, 42, 31/12/2004 12. 04/06/2004 - საქართველოს კანონი - 111 - სსმ, 15, 23/06/2004 11. 22/07/2003 - საქართველოს კანონი - 2543 - სსმ, 24, 20/08/2003 10. 08/05/2003 - საქართველოს კანონი - 2244 - სსმ, 13, 02/06/2003 9. 25/12/2002 - საქართველოს კანონი - 1868 - სსმ, 2, 09/01/2003 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 8. 03/12/2002 - საქართველოს კანონი - 1817 - სსმ, 32, 20/12/2002 7. 15/10/2002 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/2/174,199 - სსმ, 15, 18/10/2002 6. 18/01/2002 - საქართველოს კანონი - 1253 - სსმ, 2, 04/02/2002 5. 18/12/2001 - საქართველოს კანონი - 1198 - სსმ, 36, 31/12/2001 4. 27/04/2001 - საქართველოს კანონი - 870 - სსმ, 13, 15/05/2001 3. 16/02/2001 - საქართველოს კანონი - 734 - სსმ, 5, 02/03/2001 2. 13/12/2000 - საქართველოს კანონი - 691 - სსმ, 50, 27/12/2000 1. 10/12/1999 - საქართველოს კანონი - 74 - სსმ, 49(56), 21/12/1999