დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2171 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 24/06/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 30(37), 13/07/1999 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/12/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 290.090.000.05.001.000.612 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
კონსოლიდირებული ვერსია (04/06/2004 - 29/12/2004)
საქართველოს კანონი
პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის, პარლამენტის წევრისა და პარლამენტის აპარატის მოხელის საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ
საქართველოს 2003 წლის 8 მაის ის კანონი № 2244 - სსმ I, № 13 , 0 2 .0 6 .2003 წ., მუხ.77
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
1. ეს კანონი აწესრიგებს ურთიერთობებს, რომლებიც წარმოიშობა პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევასთან, პარლამენტის წევრისა და პარლამენტის აპარატის მოხელის საპენსიო უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.
2. ამ კანონით აგრეთვე წესრიგდება 1990 წელს არჩეული ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრის საპარლამენტო პენსიით უზრუნველყოფის საკითხები.
საქართველოს 200 2 წლის 25 დეკემბრ ის კანონი № 18 68 - სსმ I, № 2 , 09.01.2003 წ., მუხ.8
საქართველოს 2003 წლის 8 მაის ის კანონი № 2244 - სსმ I, № 13 , 0 2 .0 6 .2003 წ., მუხ.77
მუხლი 2. კანონის სამართლებრივი საფუძვლები
ამ კანონის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს კანონები „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ და „დაზღვევის შესახებ“, აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
თავი II
პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევა
მუხლი 3. დაზღვევის ობიექტი
1. დაზღვევის ობიექტია საქართველოს პარლამენტის წევრის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
2. პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევა ხორციელდება პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადით.
მუხლი 4. დაზღვევის სუბიექტები
1. დაზღვევის სუბიექტები არიან:
ა) დაზღვეული – საქართველოს პარლამენტის წევრი, რომლის სასარგებლოდაც ხორციელდება დაზღვევა;
ბ) დამზღვევი – საქართველოს პარლამენტი, რომელიც თავისი ბიუჯეტიდან იხდის სადაზღვევო შესატანს დაზღვეულის სასარგებლოდ;
გ) მზღვეველი – სადაზღვევო საქმიანობის განმახორციელებელი ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაცია, რომელიც პარლამენტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევას.
2. მზღვეველი იურიდიული პირის შერჩევა წარმოებს კონკურსის საფუძველზე, რომლის პირობებს და ჩატარების წესს ადგენს საქართველოს პარლამენტის ბიურო.
მუხლი 5. დამზღვევის უფლებები და მოვალეობები
1. დამზღვევი უფლებამოსილია:
ა) დადგენილი წესის საფუძველზე აირჩიოს შესაბამისი ლიცენზიის მქონე სადაზღვევო ორგანიზაცია;
ბ) განახორციელოს კონტროლი დაზღვევის ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე.
2. დამზღვევი ვალდებულია დროულად და სრულად გადაიხადოს სადაზღვევო შესატანები დაზღვევის ხელშეკრულებით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 6. მზღვეველის უფლებები და მოვალეობები
1. მზღვეველი უფლებამოსილია:
ა) დაზღვევის პირობების შესასრულებლად აირჩიოს შესაბამისი ლიცენზიის მქონე სამედიცინო დაწესებულება;
ბ) შეამოწმოს სამედიცინო დაწესებულებაში დაზღვეულისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხი და მოცულობა;
გ) შეიტანოს სარჩელი სასამართლოში ფიზიკური ან იურიდიული პირის მიმართ, თუ მისი ქმედებით დაზღვეულს მიადგა ზიანი და მოითხოვოს ამასთან დაკავშირებული მატერიალური ზარალის ანაზღაურება;
დ) ისარგებლოს მზღვეველისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
2. მზღვეველი ვალდებულია დაზღვევის ხელშეკრულების ფარგლებში უზრუნველყოს დაზღვეულის სამედიცინო მომსახურება იმ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც აქვს შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია.
მუხლი 7. დაზღვევის სახეები
ამ კანონით გათვალისწინებული დაზღვევის სახეებია:
ა) პარლამენტის წევრის სიცოცხლის დაზღვევა;
ბ) პარლამენტის წევრის ჯანმრთელობის დაზღვევა.
მუხლი 8. პარლამენტის წევრის სიცოცხლის დაზღვევა
1. პარლამენტის წევრის გარდაცვალება არის სადაზღვევო რისკი, რომლის დროსაც დგება სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის საკითხი.
2. სადაზღვევო თანხას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით, იღებენ პარლამენტის წევრის კანონიერი მემკვიდრეები.
3. სადაზღვევო შესატანის, სადაზღვევო ანაზღაურების თანხის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს პარლამენტსა და მზღვეველ იურიდიულ პირს შორის ამ კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებით.
მუხლი 9. პარლამენტის წევრის ჯანმრთელობის დაზღვევა
1. პარლამენტის წევრის ჯანმრთელობის დაზღვევა ითვალისწინებს:
ა) ყოველწლიური სავალდებულო სამედიცინო გამოკვლევის ხარჯებს;
ბ) სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარჯებს;
გ) სამედიცინო კონსულტაციების მიღების ხარჯებს;
დ) ამბულატორიული მკურნალობის (ყველა ტიპის ლაბორატორიული გამოკვლევა, ფუნქციური დიაგნოსტიკა), მკურნალი ექიმისა და სპეციალისტების ხარჯებს;
ე) ჰოსპიტალური მკურნალობის ხარჯებს, რომლებიც საჭიროების შე-მთხვევაში მოიცავს საოპერაციო ხარჯებსაც;
ვ) სამედიცინო დაწესებულების რეცეპტით შეძენილი მედიკამენტების ღირებულების 80 პროცენტით დაფარვის ხარჯებს.
2. სამედიცინო მომსახურების სრული ნუსხა დგება საქართველოს პარლამენტსა და მზღვეველ იურიდიულ პირს შორის ამ კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებით.
3. პარლამენტის წევრის ჯანმრთელობის დაზღვევა არ ითვალისწინებს:
ა) სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამებით გათვალისწინებული ხარჯების დაფარვას;
ბ) კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ან თვითდაშავებით მიღებული დაზიანებების მკურნალობის ხარჯების დაფარვას;
გ) ნარკოტიკული ან ალკოჰოლური ნივთიერებების ზემოქმედებისას მიღებული დაზიანებების მკურნალობის ხარჯების დაფარვას;
დ) კოსმეტიკური ან არასამედიცინო მიზნით მკურნალობის ჩატარების ხარჯების დაფარვას.
4. პარლამენტის წევრი, რომლის ჯანმრთელობა დაზღვეულია, იღებს ჯანმრთელობის დაზღვევის დამადასტურებელ დოკუმენტს – ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისს. ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისის მოქმედება განისაზღვრება პარლამენტსა და მზღვეველ იურიდიულ პირს შორის ამ კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებით.
5. მზღვეველს უფლება აქვს შესთავაზოს დამზღვევს ამ კანონით დადგენილზე უფრო ხელსაყრელი ან დამატებითი პირობები.
მუხლი 10. პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის ხელშეკრულება
1. პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევა ხორციელდება ამ კანონით, აგრეთვე საქართველოს პარლამენტსა და მზღვეველ იურიდიულ პირს შორის დადებული დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების საფუძველზე.
2. დაზღვევის ხელშეკრულებაში განისაზღვრება:
ა) ხელშეკრულების მხარეების ვინაობა და მათი ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი);
ბ) დაზღვევის ობიექტი;
გ) სადაზღვევო რისკი, ხოლო ჯანმრთელობის დაზღვევისას – სამედიცინო მომსახურების სახეების ჩამონათვალი;
დ) სადაზღვევო შესატანის (პრემიის) მოცულობა, მისი გადახდის წესი და ვადა;
ე) სადაზღვევო თანხის ოდენობა;
ვ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა;
ზ) ხელშეკრულების შეცვლის ან მოშლის წესი;
თ) დაზღვევის პოლისის მოქმედების სფერო.
3. მხარეთა შეთანხმებით, ხელშეკრულებაში შეიძლება განისაზღვროს სხვა პირობებიც.
4. მზღვეველი მატერიალურად პასუხისმგებელია დამზღვევის წინაშე შესაბამისი დაზღვევის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის. მატერიალური პასუხისმგებლობის ზომა გათვალისწინებული უნდა იქნეს დაზღვევის ხელშეკრულებაში.
თავი III
პარლამენტის წევრის საპენსიო უზრუნველყოფა
მუხლი 11. პარლამენტის წევრის საპარლამენტო პენსია
საპარლამენტო პენსია არის სახელმწიფო პენსია, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით და შემთხვევებში ენიშნება:
ა) პარლამენტის წევრს „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად;
ბ) 1990 წელს არჩეულ ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრს – ამ კანონის შესაბამისად;
გ) ყოფილი პარლამენტის წევრს;
დ) დაღუპული (გარდაცვლილი) პარლამენტის წევრის, ყოფილი პარლამენტის წევრის, ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრის არასრულწლოვან შვილს (შვილებს) და კმაყოფაზე მყოფ ან შრომისუუნარო მეუღლეს.
საქართველოს 200 2 წლის 25 დეკემბრ ის კანონი № 18 68 - სსმ I, № 2 , 09.01.2003 წ., მუხ.8
მუხლი 12. საპარლამენტო პენსიის დანიშვნის პირობები
1. ამ კანონით გათვალისწინებული საპარლამენტო პენსიებით უზრუნველყოფა ხდება იმ პარლამენტის წევრებისა, რომლებიც არჩეულ იქნენ 1992 წლიდან , აგრეთვე უზენაესი საბჭოს წევრებისა, რომლებიც არჩეულ იქნენ 1990 წელს.
2. ამ კანონით დადგენილი წესით საპენსიო უზრუნველყოფას ექვემდებარება:
ა) პირი, რომელიც სრული საპარლამენტო ვადის არანაკლებ 6 თვისა იყო პარლამენტის წევრი და მისი უფლებამოსილება ვადამდე არ შეწყვეტილა „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება პარლამენტის წევრზე, რომელსაც ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების გამო, თუ ამ თანამდებობაზე იგი აირჩია, დანიშნა ან დაამტკიცა პარლამენტმა ან დაინიშნა პარლამენტის თანხმობით, ასევე პარლამენტის წევრზე, რომელმაც უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პირადი განცხადება დაწერა ავადმყოფობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო;
ბ) პირი, რომელიც შეზღუდული ქმედობაუნარიანობის მქონედ აღიარებულ იქნა პარლამენტის წევრად არჩევამდე, პირი, რომელიც შეზღუდული ქმედობაუნარიანობის მქონედ აღიარებულ იქნა პარლამენტის წევრად ყოფნის პერიოდში, და პირი, რომელიც შეზღუდული ქმედობაუნარიანობის მქონედ აღიარებულ იქნა პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ;
გ) დაღუპული (გარდაცვლილი) პარლამენტის წევრის ან ყოფილი პარლამენტის წევრის არასრულწლოვანი შვილი (შვილები) და კმაყოფაზე მყოფი ან შრომისუუნარო მეუღლე.
3. ამ კანონით პარლამენტის წევრისათვის დადგენილი წესითა და ოდენობით საპარლამენტო პენსია ენიშნება 1990 წელს არჩეულ ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრს ან მის არასრულწლოვან შვილს (შვილებს) და კმაყოფაზე მყოფ ან შრომისუუნარო მეუღლეს.
საქართველოს 2001 წლის 27 აპრილ ის კანონი № 870 - სსმ I, № 13 , 15 . 05 .200 1 წ., მუხ. 46
საქართველოს 2001 წლის 18 დეკემბრ ის კანონი № 1198 - სსმ I, № 36 , 31 . 12 .200 1 წ., მუხ. 142
საქართველოს 200 2 წლის 25 დეკემბრ ის კანონი № 18 68 - სსმ I, № 2 , 09.01.2003 წ., მუხ.8
საქართველოს 2003 წლის 8 მაის ის კანონი № 2244 - სსმ I, № 13 , 0 2 .0 6 .2003 წ., მუხ.77
საქართველოს 2003 წლის 22 ივლის ის კანონი № 2543 - სსმ I, № 24 , 20 .0 8 .2003 წ., მუხ. 180
საქართველოს 2004 წლის 4 ივნის ის კანონი № 111 - სსმ I, № 15 , 23 .0 6 .200 4 წ., მუხ. 51
მუხლი 13. საპარლამენტო პენსიის სახეები
საპარლამენტო პენსიის სახეებია:
ა) სამსახურებრივი;
ბ) ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის;
გ) მარჩენალის დაკარგვის.
საქართველოს 2004 წლის 4 ივნის ის კანონი № 111 - სსმ I, № 15 , 23 .0 6 .200 4 წ., მუხ. 51
მუხლი 14. პენსიის სახეობის არჩევის უფლება
1. პარლამენტის წევრს სხვა სახელმწიფო პენსია აუნაზღაურდება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ყოფილ პარლამენტის წევრს, რომელსაც აქვს ერთდროულად რამდენიმე სახის სახელმწიფო პენსიის მიღების უფლება, მისი სურვილისამებრ ენიშნება ერთი სახეობის პენსია.
მუხლი 15. პარლამენტის წევრის სამსახურებრივი პენსია
1. პარლამენტის წევრის სამსახურებრივი პენსია ენიშნება ყოფილ პარლამენტის წევრს, რომელიც სრული საპარლამენტო ვადის არანაკლებ 6 თვისა იყო პარლამენტის წევრი და მისი უფლებამოსილება ვადამდე არ შეწყვეტილა „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება პარლამენტის წევრზე, რომელსაც ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების გამო, თუ ამ თანამდებობაზე იგი აირჩია, დანიშნა ან დაამტკიცა პარლამენტმა ან დაინიშნა პარლამენტის თანხმობით, ასევე პარლამენტის წევრზე, რომელმაც უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პირადი განცხადება დაწერა ავადმყოფობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.
2. ყოფილ პარლამენტის წევრს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პარლამენტის წევრის სამსახურებრივი პენსია ენიშნება, თუ მას შეუსრულდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზღვრული საპენსიო ასაკი ან აქვს 25 წლის შრომის საერთო სტაჟი.
3. შრომითი სტაჟის გამოთვლა წარმოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4. პარლამენტის წევრის სამსახურებრივი პენსია ყოფილ პარლამენტის წევრს მიეცემა მოქმედი პარლამენტის წევრის ხელფასის (თანამდებობრივი განაკვეთის) სრული ოდენობით.
5. (ამოღებულია).
6. ყოფილ პარლამენტის წევრს, თუ იგი ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას, რომელიც ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პარლამენტის წევრის სამსახურებრივი პენსია მიეცემა მისი საშუალო თვიური ანაზღაურების ზემოაღნიშნულ პენსიამდე შევსების ოდენობით. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ყოფილ პარლამენტის წევრზე, რომელიც ეწევა სამეცნიერო ან პედაგოგიურ ანაზღაურებად საქმიანობას.
7. სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში პარლამენტის წევრს სამსახურებრივი პენსია არ მიეცემა.
საქართველოს 2003 წლის 8 მაის ის კანონი № 2244 - სსმ I, № 13 , 0 2 .0 6 .2003 წ., მუხ.77
საქართველოს 2003 წლის 22 ივლის ის კანონი № 2543 - სსმ I, № 24 , 20 .0 8 .2003 წ., მუხ. 180
საქართველოს 2004 წლის 4 ივნის ის კანონი № 111 - სსმ I, № 15 , 23 .0 6 .200 4 წ., მუხ. 51
მუხლი 16. პარლამენტის წევრის ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის პენსია
1. პარლამენტის წევრს, ყოფილ პარლამენტის წევრს, აგრეთვე პირს, რომელსაც ქმედობაუნარიანობა შეეზღუდა პარლამენტის წევრად არჩევამდე, ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის პენსია ენიშნებათ შრომისუნარიანობის სრული ან ნაწილობრივი დაკარგვის შემთხვევაში.
2. ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის დრო და ხარისხი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის პენსიის ოდენობა გამოიანგარიშება მოქმედი პარლამენტის წევრის ხელფასის (თანამდებობრივი განაკვეთის) სრული ოდენობიდან და შეადგენს:
ა) ქმედობაუნარიანობის მკვეთრად გამოხატული შეზღუდვისათვის – პარლამენტის წევრის ხელფასის (თანამდებობრივი განაკვეთის) 100 პროცენტს;
ბ) ქმედობაუნარიანობის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდვისათვის – პარლამენტის წევრის ხელფასის (თანამდებობრივი განაკვეთის) 30 პროცენტს;
გ) ქმედობაუნარიანობის ზომიერად გამოხატული შეზღუდვისათვის – პარლამენტის წევრის ხელფასის (თანამდებობრივი განაკვეთის) 10 პროცენტს.
საქართველოს 2003 წლის 8 მაის ის კანონი № 2244 - სსმ I, № 13 , 0 2 .0 6 .2003 წ., მუხ.77
საქართველოს 2004 წლის 4 ივნის ის კანონი № 111 - სსმ I, № 15 , 23 .0 6 .200 4 წ., მუხ. 51
მუხლი 17. მარჩენალის დაკარგვის პენსია
მარჩენალის დაკარგვის პენსია ენიშნება დაღუპული (გარდაცვლილი) პარლამენტის წევრის, ყოფილი პარლამენტის წევრის, აგრეთვე ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრის არასრულწლოვან შვილს (შვილებს) და კმაყოფაზე მყოფ ან შრომისუუნარო მეუღლეს, თითოეულს – თანაბარი პროპორციით. პენსიის ოდენობა პარლამენტის წევრის დაღუპვის (გარდაცვალების) შემთხვევაში განისაზღვრება მოქმედი პარლამენტის წევრის ხელფასის (თანამდებობრივი განაკვეთის) სრული ოდენობით, ხოლო ყოფილი პარლამენტის წევრის ან ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრის დაღუპვის (გარდაცვალების) შემთხვევაში – მისი საპარლამენტო პენსიის (ან იმ პენსიის, რომელიც მას დაენიშნებოდა, თუ ამ დროისათვის პენსია ჯერ არ ჰქონდა დანიშნული) სრული ოდენობით.
საქართველოს 200 2 წლის 25 დეკემბრ ის კანონი № 18 68 - სსმ I, № 2 , 09.01.2003 წ., მუხ.8
საქართველოს 2003 წლის 8 მაის ის კანონი № 2244 - სსმ I, № 13 , 0 2 .0 6 .2003 წ., მუხ.77
საქართველოს 2004 წლის 4 ივნის ის კანონი № 111 - სსმ I, № 15 , 23 .0 6 .200 4 წ., მუხ. 51
მუხლი 18. პარლამენტის წევრის სხვა სოციალური დაცვის გარანტიები
1. ყოფილ პარლამენტის წევრს, რომელიც სრული საპარლამენტო ვადის არანაკლებ 6 თვისა იყო პარლამენტის წევრი და მისი უფლებამოსილება ვადამდე არ შეწყვეტილა „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით და რომელიც არ ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას და ჯერ არა აქვს საპარლამენტო პენსიის მიღების უფლება, უფლებამოსილების ვადის გასვლის დღიდან ანაზღაურებადი საქმიანობის დაწყებამდე ან საპარლამენტო პენსიის დანიშვნამდე, მაგრამ არა უმეტეს 6 თვის განმავლობაში, ეძლევა ყოველთვიური სადეპუტატო კომპენსაცია პარლამენტის წევრის ხელფასის სრული ოდენობით და უნარჩუნდება შრომითი სტაჟი.
2. ყოფილ პარლამენტის წევრს, რომელიც ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სადეპუტატო კომპენსაცია მიეცემა მისი საშუალო თვიური ანაზღაურების ზემოაღნიშნულ კომპენსაციამდე შევსების ოდენობით. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ყოფილ პარლამენტის წევრზე, რომელიც ეწევა სამეცნიერო ან პედაგოგიურ ანაზღაურებად საქმიანობას.
საქართველოს 2003 წლის 8 მაის ის კანონი № 2244 - სსმ I, № 13 , 0 2 .0 6 .2003 წ., მუხ.77
საქართველოს 2003 წლის 22 ივლის ის კანონი № 2543 - სსმ I, № 24 , 20 .0 8 .2003 წ., მუხ. 180
მუხლი 19. საპარლამენტო პენსიითა და სადეპუტატო კომპენსაციით უზრუნველყოფის წყარო
პარლამენტის წევრის საპარლამენტო პენსიითა და სადეპუტატო კომპენსაციით უზრუნველყოფის ხარჯები გათვალისწინებული უნდა იქნეს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხარჯებში.
საქართველოს 200 2 წლის 18 იანვრ ის კანონი № 1253 - სსმ I, № 2 , 04 . 02 .200 2 წ., მუხ. 11
საქართველოს 200 2 წლის 3 დეკემბრ ის კანონი № 1817 - სსმ I, № 32 , 20 . 12 .200 2 წ., მუხ. 157
მუხლი 20. საპარლამენტო პენსიისა და სადეპუტატო კომპენსაციის ოდენობის შეცვლა
ამ კანონით განსაზღვრული საპარლამენტო პენსიისა და სადეპუტატო კომპენსაციის ოდენობა შეიცვლება მოქმედი პარლამენტის წევრის ხელფასის (თანამდებობრივი განაკვეთის) ცვლილების შესაბამისად.
საქართველოს 2003 წლის 8 მაის ის კანონი № 2244 - სსმ I, № 13 , 0 2 .0 6 .2003 წ., მუხ.77
საქართველოს 2004 წლის 4 ივნის ის კანონი № 111 - სსმ I, № 15 , 23 .0 6 .200 4 წ., მუხ. 51
მუხლი 21. საპარლამენტო პენსიისა და სადეპუტატო კომპენსაციის დანიშვნის წესი
1. განცხადება პარლამენტის წევრის პენსიის ან სადეპუტატო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე, აგრეთვე ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ერთი სახის პენსიის არჩევის შესახებ წარედგინება საქართველოს პარლამენტის აპარატს, რომელიც 15 დღის განმავლობაში აფორმებს დოკუმენტებს და ნიშნავს შესაბამის პენსიას. საპარლამენტო პენსია ან სადეპუტატო კომპენსაცია პარლამენტის ყოფილ წევრს ენიშნება განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან.
2. საპარლამენტო პენსიისა და სადეპუტატო კომპენსაციის დარიცხვას, გადაანგარიშებასა და გადახდას აწარმოებს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი .
საქართველოს 200 2 წლის 18 იანვრ ის კანონი № 1253 - სსმ I, № 2 , 04 . 02 .200 2 წ., მუხ. 11
საქართველოს 200 2 წლის 3 დეკემბრ ის კანონი № 1817 - სსმ I, № 32 , 20 . 12 .200 2 წ., მუხ. 157
საქართველოს 2003 წლის 22 ივლის ის კანონი № 2543 - სსმ I, № 24 , 20 .0 8 .2003 წ., მუხ. 180
თავი III1
საქართველოს პარლამენტის აპარატის მოხელის საპენსიო უზრუნველყოფა
საქართველოს 2003 წლის 8 მაის ის კანონი № 2244 - სსმ I, № 13 , 0 2 .0 6 .2003 წ ., მუხ .7 7
მუხლი 211. საქართველოს პარლამენტის აპარატის მოხელის პენსია
1. საქართველოს პარლამენტის აპარატის მოხელის პენსია არის სახელმწიფო პენსია, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესითა და დადგენილ შემთხვევებში ენიშნება საქართველოს პარლამენტის აპარატის როგორც ყოფილ მოხელეს, ისე იმ მოხელეს, რომელიც პენსიის დანიშვნის მომენტისათვის მუშაობს პარლამენტის აპარატში და აქვს 25 წლის შრომის საერთო სტაჟი, მათ შორის, პარლამენტის აპარატში მუშაობის არანაკლებ 8 წლის სტაჟი, თუ მას შეუსრულდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზღვრული საპენსიო ასაკი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი შესაბამისი საფუძვლების არსებობისას პირებს საქართველოს პარლამენტის აპარატის მოხელის პენსია არ მიეცემა, თუ ისინი ეწევიან ანაზღაურებად საქმიანობას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს საქართველოს პარლამენტის აპარატის მოხელის პენსია ენიშნება პენსიის დანიშვნის მომენტისათვის პარლამენტის აპარატის შესაბამისი რანგის, თანამდებობისა და საკლასო ჩინის მქონე მოქმედი მოხელის საშუალო შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) სრული ოდენობით.
4. საქართველოს პარლამენტის აპარატის მოხელის პენსია იცვლება შესაბამისი რანგის, თანამდებობისა და საკლასო ჩინის მქონე მოქმედი მოხელის საშუალო შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ოდენობის ცვლილების შესაბამისად.
საქართველოს 2003 წლის 8 მაის ის კანონი № 2244 - სსმ I, № 13 , 0 2 .0 6 .2003 წ., მუხ.77
მუხლი 212. პენსიის სახეობის არჩევის უფლება
1. ამ კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს სხვა სახის სახელმწიფო პენსია, მათ შორის, ინვალიდობისა და მარჩენალის დაკარგვის გამო, აუნაზღაურდება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. თუ პირს წარმოეშვა როგორც საქართველოს პარლამენტის აპარატის მოხელის პენსიის, ისე სხვა სახის სახელმწიფო პენსიის მიღების უფლება, მას სურვილისამებრ ენიშნება ერთი სახეობის პენსია.
საქართველოს 2003 წლის 8 მაის ის კანონი № 2244 - სსმ I, № 13 , 0 2 .0 6 .2003 წ., მუხ.77
მუხლი 213. პენსიის დანიშვნის წესი
პენსიის დანიშვნის შესახებ განცხადებას პენსიის დანიშვნაზე უფლებამოსილი პირი წარუდგენს საქართველოს პარლამენტის აპარატს, რომელიც სათანადო დოკუმენტაციის შესაბამისად 10 დღის ვადაში აფორმებს ბრძანებას და ნიშნავს პენსიას განცხადების რეგისტრაციის დღიდან.
საქართველოს 2003 წლის 8 მაის ის კანონი № 2244 - სსმ I, № 13 , 0 2 .0 6 .2003 წ., მუხ.77
მუხლი 214. პენსიით უზრუნველყოფის წყარო
საქართველოს პარლამენტის აპარატის ყოფილი მოხელის პენსიით უზრუნველყოფის ხარჯები გათვალისწინებული უნდა იქნეს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხარჯებში. პენსიის ოდენობის გამოანგარიშებას და გადახდას აწარმოებს საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდი.
საქართველოს 2003 წლის 8 მაის ის კანონი № 2244 - სსმ I, № 13 , 0 2 .0 6 .2003 წ., მუხ.77
თავი IV
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
საქართველოს 1999 წლის 10 დეკემბრ ის კანონი № 74 - სსმ I, № 49(56) , 21 . 12 . 1999 წ., მუხ. 247
მუხლი 22. გარდამავალი დებულებანი
1. (ამოღებულია).
2. (ამოღებულია).
3. (ამოღებულია).
4. 1990 წელს არჩეულ უზენაეს საბჭოს წევრთა საპარლამენტო პენსიით უზრუნველყოფა განხორციელდეს 2003 წლის 1 იანვრიდან.(ძალადაკარგულია) [საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2002 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება №1/2/174,199 - სსმ IV, 2002 წ., №15, გვ. 2]
5. 1990 წელს კომუნისტური პარტიიდან მაჟორიტარული ან პროპორციული წესით არჩეულ ყოფილ უზენაესი საბჭოს წევრს, რომელსაც სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა კომუნისტური პარტიის აკრძალვის გამო ან კანონის დარღვევით დეპუტატის სტატუსთან მისი საქმიანობის შეუთავსებლობის მოტივით, საპარლამენტო პენსია მიეცემა ამ კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოქმედი პარლამენტის წევრის ხელფასის (თანამდებობრივი განაკვეთის) სრული ოდენობით.
51. 1990 წელს არჩეულ ყოფილ უზენაესი საბჭოს წევრებს (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პირებისა), მიუხედავად მათ მიერ განხორციელებული სადეპუტატო უფლებამოსილების ვადისა, პარლამენტის წევრის სამსახურებრივი პენსია მიეცემათ ამ კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოქმედი პარლამენტის წევრის ხელფასის (თანამდებობრივი განაკვეთის) სრული ოდენობით.
6. (ამოღებულია).
7. ამ კანონის III1 თავი ამოქმედდეს 2004 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს 1999 წლის 10 დეკემბრ ის კანონი № 74 - სსმ I, № 49(56) , 21 . 12 . 1999 წ., მუხ. 247
საქართველოს 2000 წლის 13 დეკემბრ ის კანონი №691 - სსმ I, №50, 27. 12 .2000 წ., მუხ.147
საქართველოს 2001 წლის 16 თებერვლ ის კანონი № 734 - სსმ I, №5, 02 . 03 .200 1 წ., მუხ. 5
საქართველოს 2001 წლის 27 აპრილ ის კანონი № 870 - სსმ I, № 13 , 15 . 05 .200 1 წ., მუხ. 46
საქართველოს 2001 წლის 18 დეკემბრ ის კანონი № 1198 - სსმ I, № 36 , 31 . 12 .200 1 წ., მუხ. 142
საქართველოს 200 2 წლის 18 იანვრ ის კანონი № 1253 - სსმ I, № 2 , 04 . 02 .200 2 წ., მუხ. 11
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2002 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება №1/2/174,199 - სსმ IV, 2002 წ., №15, გვ. 2
საქართველოს 200 2 წლის 3 დეკემბრ ის კანონი № 1817 - სსმ I, № 32 , 20 . 12 .200 2 წ., მუხ. 157
საქართველოს 200 2 წლის 25 დეკემბრ ის კანონი № 18 68 - სსმ I, № 2 , 09.01.2003 წ., მუხ.8
საქართველოს 2003 წლის 8 მაის ის კანონი № 2244 - სსმ I, № 13 , 0 2 .0 6 .2003 წ., მუხ.77
საქართველოს 2003 წლის 22 ივლის ის კანონი № 2543 - სსმ I, № 24 , 20 .0 8 .2003 წ., მუხ. 180
საქართველოს 2004 წლის 4 ივნის ის კანონი № 111 - სსმ I, № 15 , 23 .0 6 .200 4 წ., მუხ. 51
მუხლი 23. დასკვნითი დებულება
ეს კანონი ამოქმდეეს 2000 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს 1999 წლის 10 დეკემბრ ის კანონი № 74 - სსმ I, № 49(56) , 21 . 12 . 1999 წ., მუხ. 247
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე .
თბილისი ,
1999 წლის 24 ივნისი .
№2171 –II ს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 1999 წლის 10 დეკემბრის კანონი №74 - სსმ I, №49(56), 21.12.1999 წ., მუხ.247
2. საქართველოს 2000 წლის 13 დეკემბრის კანონი №691 - სსმ I, №50, 27.12.2000 წ., მუხ.147
3. საქართველოს 2001 წლის 16 თებერვლის კანონი №734 - სსმ I, №5, 02.03.2001 წ., მუხ.5
4. საქართველოს 2001 წლის 27 აპრილის კანონი №870 - სსმ I, №13, 15.05.2001 წ., მუხ.46
5. საქართველოს 2001 წლის 18 დეკემბრის კანონი №1198 - სსმ I, №36, 31.12.2001 წ., მუხ.142
6. საქართველოს 2002 წლის 18 იანვრის კანონი №1253 - სსმ I, №2, 04.02.2002 წ., მუხ.11
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2002 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება №1/2/174,199 - სსმ IV, 2002 წ., №15, გვ. 2
8. საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის კანონი №1817 - სსმ I, №32, 20.12.2002 წ., მუხ.157
9. საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1868 - სსმ I, №2, 09.01.2003 წ., მუხ.8
10. საქართველოს 2003 წლის 8 მაისის კანონი №2244 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.77
11. საქართველოს 2003 წლის 22 ივლისის კანონი №2543 - სსმ I, №24, 20.08.2003 წ., მუხ.180
12. საქართველოს 2004 წლის 4 ივნისის კანონი №111 - სსმ I, №15, 23.06.2004 წ., მუხ.51
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები