„პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5130
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/06/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 27, 17/07/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 290.110.020.05.001.002.940
  • Word
5130
29/06/2007
სსმ, 27, 17/07/2007
290.110.020.05.001.002.940
„პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის შესახებსაქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ. 160) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. დაზღვევის სუბიექტები

1. დაზღვევის სუბიექტები არიან:

) დაზღვეულისაქართველოს პარლამენტის წევრი, რომლის სასარგებლოდაც ხორციელდება დაზღვევა;

) დამზღვევიპირი, რომელმაც დადო დაზღვევის ხელშეკრულება მზღვეველთან. დამზღვევი იმავდროულად არის დაზღვეული;

) მზღვეველისადაზღვევო საქმიანობის განმახორციელებელი, შესაბამისი ლიცენზიის მქონე სადაზღვევო ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევას.

2. საქართველოს პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევა ხორციელდება ვაუჩერის საშუალებით.

3. მზღვეველის შერჩევას ახორციელებს დაზღვეული ვაუჩერის პირობების თანახმად.“.

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-9 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:

     „მუხლი 91. ვაუჩერის პირობების განსაზღვრა

ვაუჩერის პირობები (მათ შორის, ვაუჩერის მიმღები ორგანიზაციების ნების გამოხატვის, ვაუჩერის გაცემის წესები, სამედიცინო მომსახურებათა ნუსხა, ვაუჩერის ღირებულება, აგრეთვე ვაუჩერის გამოყენებასთან და ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები და სხვა) განისაზღვრებაჯანმრთელობის დაცვის შესახებსაქართველოს კანონით, ამ კანონითა და საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ.“.

6. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევა ხორციელდება ამ კანონით, საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ დადგენილი წესითა და დაზღვეულსა და მზღვეველს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების საფუძველზე საქართველოს პარლამენტისათვის შესაბამისი წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი . სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 29 ივნისი

№5130–რს