დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1817 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 03/12/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 32, 20/12/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/12/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280.070.000.05.001.001.166 |
საქართველოს კანონი
„პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ. 160) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-19 მუხლში და 22-ე მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები „სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის“ შეიცვალოს სიტყვებით „სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის“.
2. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდი“ შეიცვალოს სიტყვებით „სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2003 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2002 წლის 3 დეკემბერი.
№1817–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები