„პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 870
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/04/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 13, 15/05/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 280.070.000.05.001.000.918
  • Word
870
27/04/2001
სსმ, 13, 15/05/2001
280.070.000.05.001.000.918
„პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

    მუხლი 1

პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებსაქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30 (37), 1999 წელი, მუხ. 160) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-12 მუხლის ტექსტი ჩაითვალოს მე-2 პუნქტად და მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის პირველი პუნქტი:

„1. ამ კანონით გათვალისწინებული საპარლამენტო პენსიებით უზრუნველყოფა ხდება იმ პარლამენტის წევრებისა, რომლებიც არჩეულ იქნენ 1992 წლიდან.“.

2. 22- მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის მე-15 და მე-18 მუხლები ამოქმედდეს 2002 წლის 1 იანვრიდან, მე-16 მუხლის მოქმედება შეჩერდეს 2002 წლის 1 იანვრამდე, ხოლო მე-17 მუხლით განსაზღვრული პირების საპენსიო უზრუნველყოფა განხორციელდეს საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სახსრებიდან.“

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2001 წლის 1 მაისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი        ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2001 წლის 27 აპრილი.

№870-II