დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის, პარლამენტის წევრისა და პარლამენტის აპარატის მოხელის საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1484 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 20/05/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 25, 02/06/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/12/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280.070.000.05.001.001.838 |
საქართველოს კანონი
„პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის, პარლამენტის წევრისა და პარლამენტის აპარატის მოხელის საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის, პარლამენტის წევრისა და პარლამენტის აპარატის მოხელის საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ. 160) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. კანონის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის, პარლამენტის წევრის, პარლამენტის აპარატისა და პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მოხელეების საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“.
2. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეს კანონი აწესრიგებს ურთიერთობებს, რომლებიც წარმოიშობა პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევასთან და პარლამენტის წევრის, პარლამენტის აპარატისა და პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მოხელეების საპენსიო უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.“.
3. III1 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს პარლამენტის აპარატისა და პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მოხელეების საპენსიო უზრუნველყოფა“.
4. 211 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 211. საქართველოს პარლამენტის აპარატისა და პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მოხელის პენსია
1. საქართველოს პარლამენტის აპარატისა და პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მოხელეების პენსია არის სახელმწიფო პენსია, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით და შემთხვევებში ენიშნება საქართველოს პარლამენტის აპარატისა და პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს როგორც ყოფილ მოხელეს, ისე იმ მოხელეს, რომელიც პენსიის დანიშვნის მომენტისათვის მუშაობს პარლამენტის აპარატში ან პარლამენტთან არსებულ აუდიტორული საქმიანობის საბჭოში და აქვს 25 წლის შრომის საერთო სტაჟი, მათ შორის, პარლამენტის აპარატში ან პარლამენტთან არსებულ აუდიტორული საქმიანობის საბჭოში მუშაობის არანაკლებ 8 წლის სტაჟი, თუ მას შეუსრულდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზღვრული საპენსიო ასაკი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი შესაბამისი საფუძვლების არსებობისას ამავე პუნქტით გათვალისწინებულ პირებს პარლამენტის აპარატისა და პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მოხელეების პენსია არ მიეცემა, თუ ისინი ეწევიან ანაზღაურებად საქმიანობას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის/მმართველობის ორგანოში.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს საქართველოს პარლამენტის აპარატისა და პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მოხელეების პენსია ენიშნება პენსიის დანიშვნის მომენტისათვის პარლამენტის აპარატის ან პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მოხელის შესაბამისი რანგის, თანამდებობისა და საკლასო ჩინის მქონე მოქმედი მოხელის საშუალო შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) სრული ოდენობით.
4. საქართველოს პარლამენტის აპარატისა და პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მოხელეების პენსია იცვლება შესაბამისი რანგის, თანამდებობისა და საკლასო ჩინის მქონე მოქმედი მოხელის საშუალო შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ოდენობის ცვლილების შესაბამისად.“.
5. 212 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ პირს წარმოეშვა როგორც საქართველოს პარლამენტის აპარატისა და პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მოხელეების პენსიის, ისე სხვა სახის სახელმწიფო პენსიის მიღების უფლება, მას სურვილისამებრ ენიშნება ერთ-ერთი პენსია.“.
6. 213 და 214 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 213. პენსიის დანიშვნის წესი
პენსიის დანიშვნის შესახებ განცხადებას დანიშვნაზე უფლებამოსილი პირი წარუდგენს შესაბამისად საქართველოს პარლამენტის აპარატს ან პარლამენტთან არსებულ აუდიტორული საქმიანობის საბჭოს, რომელიც სათანადო დოკუმენტაციის თანახმად 10 დღის ვადაში აფორმებს ბრძანებას და პენსიას ნიშნავს განცხადების რეგისტრაციის დღიდან.
მუხლი 214. პენსიით უზრუნველყოფის წყარო
საქართველოს პარლამენტის აპარატისა და პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს ყოფილი მოხელეების პენსიით უზრუნველყოფის ხარჯები გათვალისწინებული უნდა იქნეს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხარჯებში. პენსიის ოდენობის გამოანგარიშებასა და გადახდას ახორციელებს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2005 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 20 მაისი.
№1484–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები