სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ

  • Word
სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 507
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2011
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 170050000.10.003.016667
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
507
29/12/2011
ვებგვერდი, 30/12/2011
170050000.10.003.016667
სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/12/2011 - 30/04/2012)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 507

2011 წლის 29 დეკემბერი

. თბილისი

სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ

 მუხლი 1. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხ­ლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ სანო­ ტა­ რო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნო­­ ტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობები, მათი გა­ დახდევინების წესი და მომსახურების ვადები“.

  მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ‑მინისტრი      . გილაური

 

სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობები, მათი გადახდევინების წესი და მომსახურების ვადები

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. მოქმედების სფერო

სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და სა­ქარ­თველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდ­ენ­ო­ბ­ები, მათი გადახდევინების წესი და მომსახურების ვადები (შემდგომში – წესი) ადგენს სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის, აგრეთვე ამ მოქ­მედებასთან დაკავშირებული სამართლებრივი კონსულტაციისა და ტექ­­ნიკური მომსახურებისათვის განკუთვნილი საზღაურის ოდენობას, მომ­­სახურების ვადებს და საზღაურის გადახდევინების წესს, აგრეთვე სა­ქარ­­თველოს ნოტარიუსთა პალატისათვის განკუთვნილი საფასურის ოდ­ე­­ნ­ო­ბას, მომსახურების ვადებს და საფასურის გადახდევინების წესს.

    მუხლი 2. სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის განკუთვნილი საზღაურის ცნება

სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის განკუთვნილი საზ­ღა­უ­რი (შემდგომში – საზღაური) არის სანოტარო მოქმედების შესრულებ­ისა­თვის, აგრეთვე სამართლებრივი კონსულტაციისა და ტექნიკური მომსა­ხუ­რებისათვის გადახდილი ანაზღაურება, რომელშიც არ შედის დამატე­ბუ­ლი ღირებულების გადასახადი.

    მუხლი 3. საზღაურის ოდენობა

1. იმ გარიგების დამოწმებისათვის, რომლის ნამდვილობისთვის კა­­­ნო­ნით სავალდებულოა სანოტარო ფორმის დაცვა, საზღაური შეიძლება და­დ­გინდეს მხოლოდ ამ წესით.

2. იმ გარიგების დამოწმებისათვის, რომლის ნამდვილობისთვის კა­ნო­ნით სავალდებულო არ არის სანოტარო ფორმის დაცვა, აგრეთვე ნო­ტა­რიუსის სხვა მომსახურებისათვის საზღაურის ოდენობა შეიძლება და­წეს­დეს ამ წესით ან განისაზღვროს ნოტარიუსსა და დაინტერესებულ პირს შორის შეთანხმებით.

3. საზღაურის ოდენობა დგინდება გარიგების საგნის (ნივთის ან უფ­ლების) ღირებულების საფუძველზე ან გარიგების ღირებულებისგან და­მოუკიდებლად განსაზღვრული განაკვეთებით.

4. საზღაურის ოდენობის დადგენისას, კერძოდ, მინიმალური და მაქ­სიმალური ზღვრების დაწესებისას, მხედველობაში მიიღება სანოტარო მოქ­მედების სირთულე, გაწეული სამართლებრივი კონსულტაცია, შეს­რუ­ლებული ტექნიკური სამუშაო და დახარჯული დრო.

5. იმ სანოტარო მოქმედებისათვის, რომლის შესრულებისთვისაც ამ წესით დადგენილია საზღაური, ნოტარიუსი ვალდებულია გადაახ­დე­ვი­ნოს საზღაური მხოლოდ ამ წესით დაწესებული ოდენობით. ნოტა­რ­იუსს უფლება აქვს დაინტერესებულ პირს შეუთანხმდეს საზღაურის ოდ­ენობაზე იმ მომსახურებისათვის, რომლისთვისაც ამ წესით არ არის დად­გენილი საზღაური.

    მუხლი 4. სანოტარო მოქმედებათა ანაზღაურების წესი

1. ამ წესის შესაბამისად ანაზღაურებას ექვემდებარება შემდე­გი მომ­სახურება:

ა) სანოტარო მოქმედების შესრულება;

ბ) დოკუმენტის პროექტის შედგენა;

გ) დოკუმენტის ასლების გაცემა და ტექნიკური სამუშაოს შესრუ­ლე­ბა;

დ) სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა.

2. საზღაური გადაიხდევინება კანონმდებლობით დადგენილი წე­ს­ით.

    მუხლი 5. საზღაურის გადახდევინების ვადა

1. საზღაური გადაიხდევინება შესაბამისი მომსახურების გაწევის­თა­ნავე.

2. ნოტარიუსი უფლებამოსილია არ გასცეს მასთან სანოტარო მოქ­მე­დების შესასრულებლად წარდგენილი დოკუმენტები შესაბამისი მოქ­მე­დ­ებისათვის საზღაურის გადახდამდე და გაწეული ხარჯების ანაზღა­უ­რე­ბამდე.

3. ნოტარიუსი ვალდებულია:

ა) დაინტერესებულ მხარეს გააცნოს სანოტარო და სხვა მოქმე­დე­ბა­თა შესრულებისათვის განკუთვნილი საზღაურის განაკვეთები;

ბ) სანოტარო წესით დამოწმებულ ყველა დოკუმენტზე მიუთითოს გა­და­ხ­დილი საზღაურის ოდენობა.

4. ნოტარიუსი მოვალეა გადახდისათვის ვალდებულ პირს საზ­ღა­უ­რის მიღებისას წარუდგინოს ანგარიში და მიუთითოს შემდეგი რეკვი­ზი­ტები:

ა) ნოტარიუსის სახელი, გვარი და სანოტარო ბიუროს მისამართი;

ბ) ანგარიშის ნომერი და გაცემის თარიღი;

გ) გადახდისათვის ვალდებული პირის სახელი, გვარი და მისამარ­თი;

დ) სანოტარო მოქმედებისათვის ელექტრონულ სანოტარო რეესტ­რ­ში მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი;

ე) გარიგების ღირებულება და გადახდევინებული საზღაურის ოდ­ე­ნობა;

ვ) ამ წესის ის მუხლები, რომელთა შესაბამისადაც მოხდა საზ­ღ­ა­უ­რის გადახდევინება.

5. ანგარიშის ერთი პირი რჩება ნოტარიუსს და თან ერთვის სანო­ტა­რო საქმის წარმოებას.

6. ნოტარიუსი ვალდებულია ინფორმაცია ამ წესით განსაზღვ­რუ­ლი საზღაურის განაკვეთების თაობაზე განათავსოს თვალსაჩინო ადგი­ლას.

თავი II

გარიგების ღირებულება

    მუხლი 6. გარიგების ღირებულების განსაზღვრის საფუძველი

1. გარიგების ღირებულების განსაზღვრის საფუძველია სანოტარო მოქ­ მედების შესრულებისას გარიგების საგნის (ნივთის ან უფლების) ღი­ რე­ ბულება.

2. სანოტარო მოქმედების შესრულებისას გარიგების ღირებულებაა გარიგების საგნის (ნივთის ან უფლების) მხარეთა მიერ გაცხადებული ღი­ რე­ ბუ­­­ ბა.

3. გარიგების ან სამკვიდროს ღირებულების უცხოური ვალუტით გა­ მოხატვის შემთხვევაში საზღაური გამოიანგარიშება გადახდევინების დღი­ სათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის კურ­ სით უცხოური ვალუტის მიმართ.

4. მხარეთა მიერ საგნის (ნივთის ან უფლების) აშკარად შეუსაბამო ღი­ რებულების გაცხადების შემთხვევაში გარიგების ღირებულების განსა­ ზღ­ ვრის საფუძველია საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალი­­ წი­ ნებული საგნის (ნივთის ან უფლების) საბაზრო ღირებულება.

5. ნოტარიუსს უფლება არა აქვს მოსთხოვოს სანოტარო მოქ­ მე­ დე­ ბის შესრულების მთხოვნელ პირს გარიგების საგნის (ნივთის ან უფ­ ლე­ ბის) ღირებულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, კანონმდებ­­­ ბით განსაზღვრული შემთხვევების გარდა.

    მუხლი 7. რამდენიმე გარიგების შემცველი დოკუმენტი

თუ დოკუმენტი რამდენიმე გარიგებას შეიცავს, გარიგების ღირე­ბუ­ლ­ებაა მათი ჯამური ღირებულება.

    მუხლი 8. გარიგების შეცვლა ან ვალდებულებაში პირთა შეცვლა

1. იმ გარიგების დამოწმებისას, რომელშიც ცვლილების შეტანას მოჰ­ყვება გარიგების საგნის (ნივთის ან უფლების) ღირებულების ზრდა/შე­მ­­ცი­რე­ბა, გარიგების ღირებულებაა ის თანხა, რომლითაც გაი­ზარ­და/შემ­ცირ­და გარიგების საგნის (ნივთის ან უფლების) ღირებულება.

2. ვალდებულებაში პირის შეცვლისას გარიგების ღირებულებაა ვალ­დებულების ღირებულების ნახევარი.

3. მრავალპირიან ვალდებულებაში გარიგების ღირებულებაა ვალ­დე­ბულების თავდაპირველი ღირებულების ნახევრის ის ნაწილი, რომ­ე­ლიც შეესაბამება გარიგებაში შესაცვლელი პირის ვალდებულებით განსა­ზღ­ვრულ წილს.

4. თუ ამ წესით სხვა რამ არ არის დადგენილი, გარიგებაში ისეთი ცვლი­ლების შეტანისას, რომელიც არ არის დაკავშირებული გარიგების ღი­რებულებასთან ან პირთა შეცვლასთან, ცვლილების დადასტურებისა­თვის საზღაური 25 ლარია.

    მუხლი 9. გარიგების ღირებულება უძრავი ნივთის გაყოფის,  მისი ნაწილების შეერთების და უძრავი  ნივთების გაერთიანებისას

1. უძრავი ნივთის გაყოფისას გარიგების ღირებულებაა გასაყოფი ნივ­თის ღირებულება.

2. უძრავი ნივთის ნაწილების შეერთებისას მეორე უძრავ ნივთთან გა­­რიგების ღირებულებაა შესაერთებელი ნაწილის ღირებულება.

­3. უძრავი ნივთების შეერთების საფუძველზე, ერთი უძრავი ნივ­თის წარმოქმნისას გარიგების ღირებულებაა უფრო მეტი ღირებულების შე­საერთებელი ნივთის ღირებულება.

    მუხლი 10. ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად დადებული გარიგების ღირებულება

1. მოთხოვნის უზრუნველსაყოფად დადებული გარიგების ღირე­ბუ­ლებაა მოთხოვნის ღირებულება.

2. იპოთეკის გარიგების ღირებულებაა იპოთეკის თანხა.

3. იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტში აისახება თვით გარიგება და გა­რიგება მისი შესრულების უზრუნველყოფის შესახებ, გარიგების ღირე­ბუ­ლებაა უფრო მეტი ღირებულების გარიგების ღირებულება.

4. საჯარო რეესტრში გირავნობის უფლებისათვის მინიჭებული რი­­გითობის შეცვლისას გარიგების ღირებულებაა რიგითობის შემცვლე­ლი იმ უფლების ღირებულება, რომელსაც უფრო ნაკლები ღირებულება აქვს.

    მუხლი 11. სერვიტუტთან დაკავშირებული  გარიგების ღირებულება

სერვიტუტთან დაკავშირებული გარიგების ღირებულებაა ძი­რი­თ­ა­­დი უძრავი ნივთის სერვიტუტით დატვირთვის შედეგად გაზრდილი ღი­რებულება. თუ მხარეთა მიერ განსაზღვრულია სერვიტუტის გადასა­ხა­დის წლიური ღირებულება, გარიგების ღირებულებაა სერვიტუტის გა­და­სახადის წლიური ღირებულების თანხა, რომელიც არ უნდა იყოს 5 წელ­ზე გაანგარიშებულ ღირებულებაზე მეტი. გარიგების წლიური ღირე­ბუ­ლება არ უნდა იყოს 10 ლარზე ნაკლები.

    მუხლი 12. სარგებლობისა და ფლობის უფლებებთან დაკავშირებული გარიგების ღირებულება

1. განსაზღვრული ვადით სარგებლობისა და ფლობის უფ­ლებ­ებ­თან (მათ შორის, იჯარის, ქირავნობის, თხოვების უფლებებთან) დაკავ­ში­რე­ბ­ული გარიგებების ღირებულება გამოიანგარიშება ხელშეკრულების მოქ­მედების სრული პერიოდის ღირებულებიდან, რომელიც არ უნდა იყ­ოს 5 წელზე გაანგარიშებულ ღირებულებაზე მეტი.

2. უვადო სარგებლობისა და ფლობის უფლებებთან დაკავშირებ­უ­ლი გარიგების ღირებულებაა ამ უფლებების წლიური ღირებულების სამ­მა­გი ოდენობა.

3. მიბარების გარიგების ღირებულება გამოიანგარიშება ხელშეკ­რ­უ­ლების საგნის (ნივთის ან უფლების) ღირებულებიდან ხელშეკრ­უ­ლე­ბის მოქმედების სრული პერიოდისათვის, მაგრამ არა უმეტეს 2 წლისა.

4. თუ სარგებლობის უფლება თავისი შინაარსით შეესაბამება რო­მე­ლიმე სერვიტუტს, გარიგების ღირებულება განისაზღვრება ამ წესის მე-11 მუხლის შესაბამისად.

    მუხლი 13. აღნაგობის უფლებასთან დაკავშირებული  გარიგების ღირებულება

აღნაგობის უფლებასთან დაკავშირებული გარიგების ღირებულ­ე­ბაა აღნაგობის უფლებისათვის გადახდილი წლიური ღირებულების თან­ხა, რომელიც არ უნდა იყოს 5 წელზე გაანგარიშებულ ღირებულებაზე მე­ტი.

    მუხლი 14. უპირატესი შესყიდვის უფლებასთან დაკავშირებული გარიგების ღირებულება

უპირატესი შესყიდვის უფლებასთან დაკავშირებული გარიგების ღი­რე­ბულებაა გარიგების საგნის (ნივთის ან უფლების) ღირებულების 20%.

    მუხლი 15. მოთხოვნათა დათმობის შესახებ  გარიგების ღირებულება

1. მოთხოვნათა დათმობის ან ვალის გადაკისრების გარიგების და­მოწ­მებისას, ან თავდაპირველ გარიგებაში თანხის გაზრდისას/შემცი­რე­ბ­ი­სას გარიგების ღირებულებაა განუხორციელებელი უფლების და შეუ­ს­რულ­ებელი ვალდებულების ღირებულება ან ის თანხა, რომლითაც გაი­ზარ­და/შემცირდა თავდაპირველი გარიგება.

2. თავდაპირველ გარიგებაში ვადის გაგრძელების შემთხვევაში სა­ზ­ღაურია ამ გარიგებისათვის გადახდილი საზღაურის 20%.

    მუხლი 16. გაცვლის ხელშეკრულების ღირებულება

გაცვლის ხელშეკრულების ღირებულება გამოიანგარიშება უფრო მე­ტი ღირებულების საგნის (ნივთის ან უფლების) ღირებულებიდან.

    მუხლი 17. საერთო საკუთრებასთან დაკავშირებული  გარიგების ღირებულება

1. წილობრივ საკუთრებაში არსებული ქონების გაყოფის ან განსა­ზღვ­რული წესით ამ ქონებით სარგებლობის შესახებ გარიგების ღი­რე­ბუ­ლ­ე­ბაა იმ ქონების ფასი, რომელიც ექვემდებარება გაყოფას ან რომლის მი­მარ­თაც განისაზღვრება სარგებლობის წესი.

2. საქორწინო ხელშეკრულების ღირებულებაა იმ ქონების ფასი, რო­მელიც ამ ხელშეკრულების საგანია. მხედველობაში მიიღება უკვე არ­სე­ბული ქონება. საქორწინო ხელშეკრულების ღირებულება არ უნდა იყ­ოს 60 ლარზე ნაკლები.

3. საკუთრების უფლების შესახებ მოწმობის გაცემისათვის საზღა­უ­რი გამოიანგარიშება მოწმობაში მითითებული ქონების ფასის 20%-დ­ან.

    მუხლი 18. საზღაური სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებული მოქმედებებისათვის

1. სამკვიდრო მოწმობის გაცემისათვის საზღაური გამოიანგა­რი­შე­ბა სამკვიდროს ღირებულებიდან.

2. რამდენიმე მემკვიდრის არსებობის შემთხვევაში საზღაური გა­მ­ო­ია­ნგარიშება თითოეული მემკვიდრის წილის პროპორციულად.

3. მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილ და ერთ-ერთი მე­უღლის გარდაცვალების შემდეგ დარჩენილ ქონებაზე სამკვიდრო მოწ­მო­ბის გაცემისათვის საზღაური გამოიანგარიშება მხოლოდ ქონების იმ ნა­წილის ღირებულებიდან, რომელზეც გაიცემა სამკვიდრო მოწმობა (ღი­რე­ბულება დგინდება საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით).

4. ფასიან ქაღალდებზე (ობლიგაცია, თამასუქი, ჩეკი, აქცია) სამ­კ­ვიდ­რო მოწმობათა გაცემისა და მათთან დაკავშირებულ გარიგებათა და­მოწ­მებისათვის საზღაური გამოიანგარიშება ფასიანი ქაღალდების ღირე­ბუ­ლ­ებიდან. თუ ფასიანი ქაღალდების საბაზრო ფასის დადგენა შეუძ­ლე­ბე­ლია, მხედველობაში მიიღება მათი ნომინალური ღირებულება.

5. სამკვიდრო ქონების დაცვასთან დაკავშირებული მოქმედებების შეს­რულებისათვის საზღაური გამოიანგარიშება დაცული სამკვიდრო ქო­ნ­ების ღირებულების 15%-იდან.

6. სამკვიდროს მმართველის დანიშვნის მოწმობის გაცემისათვის, სამ­კვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის თაობაზე მოწ­მო­ბის გაცემისათვის, სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების/სამკვიდრო მოწ­მო­ბის გაუქმებისათვის საზღაური განისაზღვრება 10 ლარის ოდენობით.

    მუხლი 19. სამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირის სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებისათვის  საზღაურის ოდენობა

1. სამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირის შექმნასთან ან რე­­ორ­განიზაციასთან დაკავშირებული გარიგებების, სადამფუძნებლო დო­­კუ­მენ­ტებისა და მათში ცვლილებების, აგრეთვე იმ გარიგების დამო­წ­მე­ბისათვის, რომლის საფუძველზედაც ხდება სამეწარმეო (კომერციული) იურ­იდიული პირის წილის გასხვისება, საზღაურის ოდენობა განისაზღ­ვ­რე­ბა ნოტარიუსსა და დაინტერესებულ პირს შორის შეთანხმებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საზღაურის ოდ­ენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 000 ლარს. 

    მუხლი 20. საზღაური არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, პარტიის შექმნასთან ან რეორგანიზაციასთან დაკავშირებული სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებისათვის

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შექ­მნა­ს­თან ან რეორგანიზაციასთან, ანდა სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლი­ლებების შეტანასთან დაკავშირებული სადამფუძნებლო დოკუ­მენ­ტე­ბის დამოწმებისათვის საზღაური 18 ლარია.

2. პარტიის შექმნასთან ან რეორგანიზაციასთან, ანდა წესდებაში ცვლი­ლებების შეტანასთან დაკავშირებული სადამფუძნებლო დოკუ­მენ­ტების დამოწმებისათვის საზღაური 18 ლარია.

    მუხლი 21. სამეწარმეო იურიდიული პირის მართვის ორგანოს კრების ოქმის შედგენისათვის საზღაურის ოდენობა

1. სამეწარმეო იურიდიული პირის მართვის ორგანოს კრების (სხდო­­მის) მიმდინარეობისა (მათ შორის, პირდაპირი ელექტრონული კო­მუ­­ნიკაციის საშუალებებით) და გადაწყვეტილებების შესახებ ოქმის შედ­გე­ნისათვის საზღაურის ოდენობა განისაზღვრება ნოტარიუსსა და დაინ­ტე­რესებულ პირს შორის შეთანხმებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საზღაურის ოდ­ენობა არ უნდა აღემატებოდეს 500 ლარს.

    მუხლი 22. საზღაური ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების ოქმის შედგენისათვის

1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების ოქმის შედგე­ნი­სა­თვის საზღაური 100 ლარია.

2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების ჩაშლის შესახებ მოწ­მობის გაცემისათვის საზღაური 50 ლარია.

თავი III

გარიგების ღირებულების საფუძველზე დადგენილი საზღაურის გამოანგარიშების წესი

    მუხლი 23. გარიგების ღირებულების საფუძველზე დადგენილი საზღაურის განაკვეთები

1. ორმხრივი და მრავალმხრივი გარიგების ღირებულების საფუძ­ვე­ლზე დადგენილი საზღაურის განაკვეთებია:

 

როცა გარიგების ღირებულებაა

საზღაურის ოდენობა ლარებით არის გარიგების ღირებულების

1

 

500 ლარის ჩათვლით

3%

2

 

501 ლარიდან 1000 ლარის ჩათვლით

15 ლარი + 500 ლარის ზევით თანხის 2,5%

3

1001 ლარიდან 2000 ლარის ჩათვლით

27,5 ლარი + 1000 ლარის ზევით

თანხის 1,5%

4

 

2001 ლარიდან 3000 ლარის ჩათვლით

42,5 ლარი + 2000 ლარის ზევით

თანხის 1%

5

 

3001 ლარიდან 5000 ლარის ჩათვლით

52,5 ლარი + 3000 ლარის ზევით

თანხის 0,5%

6

 

5001 ლარიდან 20000 ლარის ჩათვლით

62,5 ლარი + 5000 ლარის ზევით თანხის 0,4 %

7

20001 ლარიდან 100000 ლარის ჩათვლით

122,5 ლარი + 20000 ლარის ზევით

თანხის 0,3%

8

100001 ლარიდან 500000 ლარის ჩათვლით

362,5 ლარი + 100000 ლარის ზევით

თანხის 0,2%

9

500001 ლარიდან 1000000 ლარის ჩათვლით

1162,5 ლარი + 500000 ლარის ზევით თანხის 0,1%

10

1000000 ლარის ზევით

1662,5 ლარი + 1000000 ლარის ზევით თანხის 0,05 %.

 

2. თუ ამ წესიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ცალმხრივ გა­რი­გებ­­ათა დამოწმებისათვის საზღაურია ამ მუხლის პირველი პუნქტით გან­სა­ზღვრული განაკვეთების ნახევარი ოდენობა.

3. ამ მუხლით განსაზღვრული საზღაური არ უნდა იყოს 10 000 ლარ­ზე მეტი.

4. თუ გარიგების დამოწმებაში საქართველოს კანონმდებლობით და­დ­გენილი წესით მონაწილეობს ორი ან ორზე მეტი ნოტარიუსი, ამ მუხ­ლით განსაზღვრული საზღაური თანაბრად გაიყოფა ყველა ნოტა­რიუ­­სზე, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალის­წი­ნე­ბუ­ლი.

    მუხლი 24. საზღაური ქონების გაყოფის ან ქონებით სარგებლობის წესის დასადგენად დადებული გარიგების დამოწმებისათვის

წილობრივ საკუთრებაში არსებული ქონების გაყოფის ან ამ ქო­ნე­ბით სარგებლობის წესის დადგენის შესახებ გარიგების დამოწმებისათვის სა­ზღაურია გარიგების ღირებულების მიხედვით დადგენილი განაკვეთის ნა­ხევარი.

    მუხლი 25. საზღაური სანივთო უფლების შესახებ  გარიგების დამოწმებისათვის

სანივთო უფლების შეძენის და წინასწარი დაპირების შესახებ გა­რი­გების დამოწმებისათვის საზღაური 10 ლარია.

    მუხლი 26. საზღაური სახელმწიფო ქონების პრივატიზების ხელშეკრულების დამოწმებისათვის

1. სახელმწიფო ქონების პრივატიზების ხელშეკრულების დამო­წ­მე­ბი­სათვის საზღაურია ამ ქონების შეძენის ფასის 0,2%, რომელიც არ უნ­და იყოს 200 ლარზე მეტი.

2. ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების დამოწმებისათვის სა­ზღა­ური 1 ლარია.

    მუხლი 27. სახელმწიფოს მიერ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის ძირითადი ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულების დამოწმების საზღაური

სახელმწიფოს მიერ ადგილობრივი თვითმმართველი ერ­თეუ­ლი­სა­თვის ძირითადი ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულების და­­­მ­ო­წ­მე­ბის საზღაურია 1 ლარი.

    მუხლი 28. საზღაური გარიგების გაუქმების  (მოშლის) დამოწმებისათვის

1. ორმხრივი ან მრავალმხრივი გარიგების გაუქმების (მოშლის) და­მო­წმებისათვის საზღაური 15 ლარია.

2. მინდობის ხელშეკრულების გაუქმების (მოშლის) და­მოწ­მე­ბი­სა­თვის საზღაურია ამ ხელშეკრულების დამოწმებისათვის განკუთვნილი სა­ზღაურის ნახევარი.

3. თუ, ამ წესის 32-ე მუხლის თანახმად, დადასტურებული გან­­ცხა­დების ან მინდობილობის/რწმუნებულების გაუქმების (მოშლის) და­­მოწ­მება ან ცვლილების დადასტურება არ მოხდა პირდაპირი ელექტ­რო­­ნუ­ლი კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით, შესრულებული სა­ნო­­ტა­რო მოქმედებისათვის საზღაურის ოდენობაა ამ წესის 32-ე მუხ­ლ­ით გათვა­ლ­ის­წინებული საზღაურის ნახევარი.

    მუხლი 29. საზღაური სხვა სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის

1. საზღაური ამ წესის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გან­სა­ზღ­ვ­რული განაკვეთების ნახევარი ოდენობით გადაიხდევინება შემდეგი მოქ­მედებების შესრულებისათვის:

ა) საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა, მაგრამ არა უმეტეს 10 ლა­რისა;

ბ) სამკვიდრო მოწმობის გაცემა;

გ) სამკვიდრო ქონების დაცვასთან დაკავშირებული მოქმედებების შეს­რულება, მაგრამ არანაკლებ 10 ლარისა.

2. საზღაური ამ წესის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გან­სა­ზღ­ვრული განაკვეთების მეოთხედი ოდენობით გადაიხდევინება შემდე­გი მოქმედებების შესრულებისათვის:

ა) ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ფასეულობების დეპო­ზი­ტ­ზე მიღება, მაგრამ ყოველი თვისათვის არანაკლებ 4 ლარისა;

ბ) საჯარო რეესტრში გირავნობის უფლებისათვის მინიჭებული რი­გითობის შეცვლასთან დაკავშირებული გარიგების დამოწმება, მაგრამ არ­ანაკლებ 5 ლარისა;

გ) საჯარო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ განცხადების დამ­­ოწმება, მაგრამ არანაკლებ 4 ლარისა.

3. ფულის დეპოზიტზე მიღების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნ­ქ­ტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი საზღაურის გარდა, ნოტარიუსის სა­ზღ­აურია ასევე დეპოზიტზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის მთლი­ანი ოდენობა.

    მუხლი 30. საზღაური გარიგების პროექტის შედგენისათვის

იმ გარიგების პროექტის შედგენისათვის, რომელსაც არ მოჰყვა სა­ნო­ტარო მოქმედების შესრულება, საზღაური გადაიხდევინება ასეთი გა­რი­გებისათვის ამ წესის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით დად­გე­ნი­ლი გა­ნაკ­ვეთის ნახევარი ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2 ლარისა.

თავი IV

გარიგების ღირებულებისგან დამოუკიდებლად განსაზღვრული საზღაურის განაკვეთები

    მუხლი 31. საზღაურის მყარი განაკვეთებით ანაზღაურებადი  სანოტარო მოქმედებები

საზღაურის მყარი განაკვეთებით ანაზღაურდება შემდეგი სა­ნო­ტა­რო მოქმედებები:

 

1

ანდერძის დადასტურება

9 ლარი

2

ანდერძის გახსნის შესახებ ოქმის შედგენა

5 ლარი

3

ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება

2 ლარი

4

დოკუმენტის თარგმანის სისწორის დამოწმება

თითოეული გვერდისთვის

1 ლარი

5

დოკუმენტის ასლისა და დოკუმენტიდან ამონაწერის სისწორის დამოწმება

თითოეული გვერდისთვის

0.5 ლარი

6

იმ დოკუმენტის ასლის გაცემა, რომელიც ინახება სანოტარო ბი­უროში

3 ლარი

7

მინდობილობის/რწმუნებულების დადასტურება

10 ლარი

8

საზღვაო პროტესტის შესრულება

300 ლარი

9

მოქალაქის ცოცხლად ყოფნის ფაქტის დადასტურება

2 ლარი

10

მოქალაქის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტის დადასტურება

2 ლარი

11

დოკუმენტის წარდგენის დროის დადასტურება

2 ლარი

12

მოქალაქის ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან იგივეობის ფაქ­ტის დადასტურება

2 ლარი

13

ნოტარიუსის მიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა გან­ცხა­დე­ბების გადაცემა სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირ­თა­თვის

3 ლარი

14

განცხადების პროექტის შედგენა

1 ლარი

15

განცხადების ან უწყების ფიზიკური ან იურიდიული პი­რი­სა­თვის გადაცემის ან გადაცემის შეუძლებლობის შესახებ მოწ­მო­ბის გაცემა

2 ლარი

16

ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა ქონების შეფასების გა­რე­შე

20 ლარი

17

სააღსრულებო ფურცლის გაცემა

100 ლარი.

    მუხლი 32. პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით მიღებული განცხადების  დადასტურებისათვის საზღაურის ოდენობა

პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით მიღ­ე­ბუ­ლი განცხადების, მინდობილობის/რწმუნებულების დადასტურები­სა­თვის (ცვლილება/გაუქმება (მოშლა) საზღაურის ოდენობა 50 ლარია.

    მუხლი 33. საზღაური სამართლებრივი კონსულტაციისათვის

საზღაური სამართლებრივი კონსულტაციისათვის, რომელიც არ არ­ის დაკავშირებული სანოტარო მოქმედების შესრულებასთან, განისა­ზ­ღ­ვრება ნოტარიუსსა და დაინტერესებულ პირს შორის შეთანხმებით.

თავი V

სანოტარო მოქმედებასთან დაკავშირებული ტექნიკური სამუშაოსა და სხვა ხარჯების ანაზღაურების წესი

    მუხლი 34. სანოტარო მოქმედებათა შესასრულებლად გაწეული ხარჯების ანაზღაურება

1. პირი, რომლის თხოვნითაც სრულდება სანოტარო მოქმედება, ვალ­დებულია აანაზღაუროს სანოტარო მომსახურებასთან დაკავში­რე­ბუ­ლი საერთაშორისო სატელეფონო კავშირის, ფაქსის, ტელეფაქსის, საფოს­ტო გზავნილების, სატრანსპორტო, სანოტარო მოქმედების შესასრუ­ლებ­ლად აუცილებელი დოკუმენტებისა და ინფორმაციის გამოთხოვის, აგ­რე­თვე სანოტარო მომსახურების შედეგად დამოწმებული დოკუმენტის ან/და უფლების რეგისტრაციის ხარჯები. ეს მომსახურება გაიწევა პირთან წი­ნასწარი შეთანხმების საფუძველზე.

2. თუ სანოტარო მოქმედება შესრულებულია სანოტარო ბიუროს გა­რეთ, საზღაურს ემატება ნოტარიუსსა და დაინტერესებულ პირს შორის შე­თანხმებით განსაზღვრული თანხა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 20 ლარს.

3. თუ დამკვეთის მოთხოვნით გაწეული მომსახურებისათვის ან­ა­ზ­ღაურება ხდება დახარჯული დროის შესაბამისად, ნახევარ საათამდე და­ხარჯული დრო მრგვალდება ნახევარ საათად, ხოლო ნახევრიდან ერთ სა­ათამდე დახარჯული დრო – ერთ საათად.

4. ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება სამეწარმეო იური­დი­უ­ლი პირის მართვის ორგანოს კრების ოქმის შედგენაზე.

    მუხლი 35. საზღაური ასლის დამზადებისათვის

1. ასლის დამზადებისათვის საზღაურია მისი გადაღების საბაზრო ფა­სი.

2. იმ დოკუმენტის ასლის დამზადებისათვის, რომელიც დაკავში­რე­ბულია სანოტარო მოქმედების შესრულებასთან და საქმის წარმოებაში რჩე­ბა, საზღაური არ გადაიხდევინება.

თავი VI

სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის გადახდევინებული საზღაურის გასაჩივრების წესი

    მუხლი 36. გასაჩივრება

პირს, რომელსაც სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის და სხვა სახის მომსახურების გაწევისათვის გადახდევინებული საზღაური არ­ა­სწორად მიაჩნია, უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით მი­მართოს სასამართლოს.

    მუხლი 37. ნოტარიუსის მიერ გადახდევინებული საზღაურის დაბრუნების წესი და მისი პასუხისმგებლობა

სასამართლოს მიერ საზღაურის უკანონო გადახდევინების ფაქტის და­დგენისას ნოტარიუსი აბრუნებს საზღაურს და პასუხს აგებს საქარ­თვე­ლოს კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი VII

საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობა, მომსახურების ვადები და საფასურის გადახდევინების წესი

    მუხლი 38. საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის განკუთვნილი საფასური

საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის განკუთვნილი სა­ფა­სუ­რი არის სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის საფასური, საქართველოს ნო­ტარიუსთა პალატის მიერ გაწეული მომსახურებისა და საქარ­თვე­ლოს ნო­ტარიუსთა პალატასთან არსებულ სასწავლო ცენტრში სტაჟი­რე­ბის გავ­ლი­სთვის გადასახდელი საფასურის ოდენობა.

    მუხლი 39. სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის საფასური

1. ელექტრონულ სანოტარო რეესტრში სანოტარო მოქმედების რე­გის­ტრაციის (გარდა დოკუმენტის ასლის დედანთან სისწორის და­მოწ­მე­ბის რეგისტრაციისა) საფასურია 2.0 ლარი (დამატებული ღირებულების გა­დასახადის ჩათვლით).

2. სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის საფასური გა­და­იხ­დე­ვი­ნე­ბა ნოტარიუსთან, რომელიც უზრუნველყოფს მის შეტანას საქართვე­ლოს ნოტარიუსთა პალატის ანგარიშზე.

    მუხლი 40. საქართველოს ნოტარიუსთა პალატასთან  არსებულ სასწავლო ცენტრში სტაჟირების გავლისთვის განკუთვნილი საფასურის ოდენობა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატასთან არსებულ სასწავლო ცენ­ტ­რში სტაჟირების ორივე ეტაპის გასავლელად საქართველოს ნოტარი­უს­თა პალატისათვის გადასახდელი საფასურის ოდენობაა 600 ლარი.

    მუხლი 41. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ  გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული ვადები და საფასურის ოდენობები

1. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაწეული მომსახუ­რე­ბი­სათვის დაწესებულია შემდეგი ვადები და განსაზღვრულია სა­ფა­სუ­რის შემდეგი ოდენობები:

ა) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული სა­ნო­ტა­რო დოკუმენტების დამოწმებული ასლების გაცემა 4 სამუშაო დღის ვა­და­ში – 10 ლარი;

ბ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული დო­კუ­მენ­ტებისა და მათი შინაარსის შესახებ ინფორმაციის/ცნობის ან დოკუმენ­ტე­ბის არარსებობის, სანოტარო მოქმედების შეუსრულებლობის თაობაზე ინ­ფორმაციის/ცნობის გაცემა 4 სამუშაო დღის ვადაში – 10 ლარი; ამას­თა­ნა­ვე, თუ ინფორმაცია/ცნობა შეიცავს რამდენიმე ნოტარიუსის არქივში და­ცუ­ლი დოკუმენტების შესახებ ინფორმაციას, საფასურის ოდენობა იზ­რ­დება შესაბამისი ჯერადობით;

გ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული დოკუ­მენ­ტების ასლების დამზადება 4 სამუშაო დღის ვადაში – 0,5 ლარი თი­თო­ეული გვერდისათვის.

2. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა დაჩქარებულ მომსა­ხუ­რე­ბას ახორციელებს შემდეგ ვადებში და შემდეგი ოდენობის საფასურით:

ა) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული სანო­ტა­რო დოკუმენტების დამოწმებული ასლების გაცემა: განცხადების შეტანის დღეს (სამუშაო დღის ვადაში) – 30 ლარი, განცხადების შეტანიდან ერთ სა­მუშაო დღეში – 20 ლარი;

ბ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული დო­კუ­მენ­ტებისა და მათი შინაარსის შესახებ ინფორმაციის/ცნობის გაცემა: გან­ცხა­დების შეტანის დღეს (სამუშაო დღის ვადაში) – 30 ლარი, განცხადების შე­ტანიდან ერთ სამუშაო დღეში – 20 ლარი;

გ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული დო­კუ­მენ­ტების ასლების დამზადება განცხადების შეტანის დღეს (სამუშაო დღის ვადაში) – 5 ლარს დამატებული 0.5 ლარი თითოეული გვერ­დი­სა­თვის.

3. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია საბიუჯეტო და­წ­ესე­ბულებებისათვის გაწეული მომსახურება, აგრეთვე ნოტარიუსის მი­ერ გამოთხოვილი ინფორმაცია/ცნობა, დოკუმენტის ასლის დამოწმება.

    მუხლი 42. საქართველოს ნოტარიუსთა პალატისათვის გადახდილი საფასურის დაბრუნება

1. საქართველოს ნოტარიუსთა პალატისათვის გადახდილი საფა­ს­უ­­რი განმცხადებელს უბრუნდება, თუ:

ა) განმცხადებელმა განაცხადის შეტანამდე მოითხოვა გადახდი­ლი თანხის დაბრუნება;

ბ) საფასური გადახდილია ამ წესით განსაზღვრულ განაკვეთზე მე­ტი ოდენობით. ამ შემთხვევაში ბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და ამ წესით განსაზღვრულ განაკვეთს შორის;

გ) საფასური გადაიხადა ამ წესის შესაბამისად საფასურის გა­და­ხ­დი­საგან გათავისუფლებულმა სუბიექტმა;

დ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში არ აღმოჩნდა დო­კუმენტი, რომლის ასლის დამზადებისათვის ან/და დამოწმებისათვის იქ­ნა გადახდილი საფასური;

ე) დაჩქარებული მომსახურება არ განხორციელდა დაინტერე­სე­ბუ­ლი პირისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით. ამ შემთხვევაში ბრუნდება სხვა­ობა დაჩქარებული მომსახურებისა და დაჩქარების გარეშე მომსა­ხუ­რ­ე­ბის დადგენილ საფასურებს შორის.

2. საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის მოთხოვნიდან 10 სა­მუშაო დღის ვადაში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასუ­რის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებ­ო­ბ­ის დასაბუთებას. მოთხოვნა წარდგენილ უნდა იქნეს საფასურის გად­ა­ხ­დიდან 30 დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი სა­ფა­სუ­რი არ ბრუნდება. ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა და­უ­შ­ვ­ებელია.