დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №507 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 120 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 170050000.10.003.017739 |
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (www.matsne.gov.ge, 30/12/2013, 040000000. 05.001.017304) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №507 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 30/12/2011, 170050000.10.003.016667) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობებს, მათი გადახდევინების წესსა და მომსახურების ვადებს“ დაემატოს შემდეგი შინაარსის 231 მუხლი:
„მუხლი 231. საზღაური საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველსაყოფად დადებული იპოთეკის ხელშეკრულების დამოწმებისათვის 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველსაყოფად დადებული იპოთეკის ხელშეკრულების დამოწმებისათვის საზღაურის განაკვეთებია:
2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული იპოთეკის ხელშეკრულება უზრუნველყოფს სამეწარმეო იურიდიული პირის სასესხო ვალდებულებიდან გამომდინარე მოთხოვნას და გარიგების ღირებულება აღემატება 1 000 000 ლარს, იპოთეკის ხელშეკრულების დამოწმებისათვის საზღაურის განაკვეთებია:
3. ამ მუხლით დადგენილი საზღაურის განაკვეთები არ ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლის 13 ნაწილით განსაზღვრული სუბიექტების მოთხოვნების უზრუნველსაყოფად დადებულ იპოთეკის ხელშეკრულებებზე, რომლებზეც საზღაურის განაკვეთი გამოითვლება ამ წესის 23-ე მუხლის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები