„სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №507 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 373
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 170050000.10.003.019431
373
28/07/2016
ვებგვერდი, 29/07/2016
170050000.10.003.019431
„სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №507 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №373

2016 წლის 28 ივლისი

   ქ. თბილისი

„სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №507 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2016 წლის 3 ივნისის №5158-რს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტ­კიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №507 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2011, 170050000.10.­003.01­6667) შეტანილ იქნეს  ცვლილება და:  

1.   პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. მოქმედების სფერო

სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობები, მათი გადახდევინების წესი და მომსახურების ვადები (შემდგომში – წესი) ადგენს სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის, აგრეთვე ამ მოქმედებასთან დაკავშირებული სამართლებრივი კონსულტაციისა და ტექნიკური მომსახურებისათვის განკუთვნილი საზღაურის ოდენობას, მომსახურების ვადებს, საზღაურის გადახდისაგან გათავისუფლებისა და საზღაურის გადახდევინების წესს, აგრეთვე საქართველოს ნოტარიუსთა პალატისათვის განკუთვნილი საფასურის ოდენობას, მომსახურების ვადებს და საფასურის გადახდევინების წესს.“.

2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. საზღაურის გადახდისგან თავისუფლდება „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში და მიზნებისათვის განსახორციელებელი შემდეგი სანოტარო მოქმედებები:

ა) ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება;

ბ) სანოტარო შეთანხმების გაფორმება მედიაციის განხორციელების თაობაზე;

გ) სანოტარო მედიაციის პროცესი;

დ) მორიგების აქტი; 

ე) მედიაციის შეთანხმებასა და მედიატორის ოქმზე მხარეებისა და მედიატორის ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურება.“.

3. 39-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ელექტრონულ სანოტარო რეესტრში სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის (გარდა დოკუმენტის ასლის დედანთან სისწორის და­მოწ­მე­ბის რეგისტრაციისა) საფასურია 2.0 ლარი (დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით). საფასურის გადახდისგან თავისუფლდება „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში და მიზნებისათვის განსახორციელებელი ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით  გათვალისწინებული სანოტარო მოქმედებების რეგისტრაცია.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს  2016 წლის  31 ივლისიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი