დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №507 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 684 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/12/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2019 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 170050000.10.003.021706 |
|
„სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №507 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №507 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2011, 170050000.10.003.016667) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. 2022 წლის 1 იანვრამდე საზღაურის გადახდისგან თავისუფლდება „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში და მიზნებისათვის განსახორციელებელი შემდეგი სანოტარო მოქმედებები: ა) ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება; ბ) სანოტარო შეთანხმების გაფორმება მედიაციის განხორციელების თაობაზე; გ) სანოტარო მედიაციის პროცესი; დ) მორიგების აქტი; ე) მედიატორის ოქმზე მხარეებისა და მედიატორის ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურება; ვ) სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ გეოგრაფიულ არეალებში მდებარე უძრავ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა.“. 2. 39-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ელექტრონულ სანოტარო რეესტრში სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის (გარდა დოკუმენტის ასლის დედანთან სისწორის დამოწმების რეგისტრაციისა) საფასურია 2.0 ლარი (დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით). 2022 წლის 1 იანვრამდე საფასურის გადახდისგან თავისუფლდება „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში და მიზნებისათვის განსახორციელებელი ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული სანოტარო მოქმედებების რეგისტრაცია.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები