დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №507 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 272 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 30/05/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/05/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 170050000.10.003.023483 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №507 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2011, 170050000.10.003.016667) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების“:
1. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-18 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სამკვიდრო ქონების აღწერასთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულებისათვის საზღაური გამოიანგარიშება აღწერილი სამკვიდრო ქონების ღირებულებიდან. 6. სამკვიდროს მმართველის დანიშვნის მოწმობის გაცემისათვის, სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის თაობაზე მოწმობის გაცემისათვის, სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების/სამკვიდრო მოწმობის გაუქმებისათვის საზღაური განისაზღვრება 18 ლარის ოდენობით.“. 3. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 20. საზღაური არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, პარტიის შექმნასთან ან რეორგანიზაციასთან დაკავშირებული სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებისათვის 1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შექმნასთან ან რეორგანიზაციასთან ან/და სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებული სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებისათვის საზღაური 50 ლარია. 2. პარტიის შექმნასთან ან რეორგანიზაციასთან ან/და წესდებაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებული დოკუმენტების დამოწმებისათვის საზღაური 50 ლარია.“. 4. 29-ე მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა;“; ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სამკვიდრო ქონების აღწერასთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულება.“. 5. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 30. საზღაური გარიგების პროექტის შედგენისათვის იმ გარიგების პროექტის შედგენისათვის, რომელსაც არ მოჰყვა საჯარო აქტით დამოწმება, საზღაური გადაიხდევინება ასეთი გარიგებისათვის ამ წესის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი განაკვეთის ნახევარი ოდენობით.“. 6. 31-ე და 32-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 31. საზღაურის მყარი განაკვეთებით ანაზღაურებადი სანოტარო მოქმედებები საზღაურის მყარი განაკვეთებით ანაზღაურდება შემდეგი სანოტარო მოქმედებები:
მუხლი 32. პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით მიღებული განცხადების დადასტურებისათვის საზღაურის ოდენობა პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით მიღებული განცხადების, მინდობილობის/რწმუნებულების დადასტურებისათვის (ცვლილება/გაუქმება (მოშლა)) საზღაურის ოდენობა ფიზიკური პირის მონაწილეობით 60 ლარია, იურიდიული პირის (ასევე ინდივიდუალური მეწარმის) მონაწილეობით − 90 ლარი.“. 7. 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თუ სანოტარო მოქმედება შესრულებულია სანოტარო ბიუროს გარეთ, საზღაურს ემატება ნოტარიუსსა და დაინტერესებულ პირს შორის შეთანხმებით განსაზღვრული თანხა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 35 ლარს.“. 8. 39-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ელექტრონულ სანოტარო რეესტრში სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის (გარდა დოკუმენტის ასლის დედანთან სისწორის დამოწმების რეგისტრაციისა) საფასურია 5 ლარი. 2025 წლის 1 იანვრამდე საფასურის გადახდისგან თავისუფლდება „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში და მიზნებისათვის განსახორციელებელი ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული სანოტარო მოქმედებების რეგისტრაცია.“. |
მუხლი 2 |
დადგენილების გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში სსიპ − საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ უზრუნველყოს ამ დადგენილების ამოქმედებისათვის საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების, მათ შორის, ელექტრონულ სანოტარო რეესტრში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება. |
მუხლი 3 |
1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. დადგენილების პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს. |
|
დოკუმენტის კომენტარები