დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №507 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 158 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/05/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 170050000.10.003.016831 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №158
2012 წლის 30 აპრილი
ქ. თბილისი
„ სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №507 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №507 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2011, 170050000.10. 003.016667) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართის:
1. 41-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„მუხლი 41. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული ვადები და საფასურის ოდენობები
1. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებულია შემდეგი ვადები და განსაზღვრულია საფასურის შემდეგი ოდენობები:
ა) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული სანოტარო დოკუმენტების დამოწმებული ასლების გაცემა 4 სამუშაო დღის ვადაში – 15 ლარი;
ბ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული დოკუმენტებისა და მათი შინაარსის შესახებ ინფორმაციის/ცნობის ან დოკუმენტების არარსებობის, სანოტარო მოქმედების შეუსრულებლობის თაობაზე ინფორმაციის/ცნობის გაცემა 4 სამუშაო დღის ვადაში – 10 ლარი. ამასთანავე, თუ ინფორმაცია/ცნობა შეიცავს რამდენიმე ნოტარიუსის არქივში დაცული დოკუმენტების შესახებ ინფორმაციას, საფასურის ოდენობა იზრდება შესაბამისი ჯერადობით.
2. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა დაჩქარებულ მომსახურებას ახორციელებს შემდეგ ვადებში და შემდეგი ოდენობის საფასურით:
ა) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული სანოტარო დოკუმენტების დამოწმებული ასლების გაცემა: განცხადების შეტანის დღეს (სამუშაო დღის ვადაში) – 35 ლარი, განცხადების შეტანიდან ერთ სამუშაო დღეში – 25 ლარი;
ბ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული დოკუმენტებისა და მათი შინაარსის შესახებ ინფორმაციის/ცნობის გაცემა: განცხადების შეტანის დღეს (სამუშაო დღის ვადაში) – 30 ლარი, განცხადების შეტანიდან ერთ სამუშაო დღეში – 20 ლარი.
3. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია საბიუჯეტო დაწესებულებებისათვის გაწეული მომსახურება, აგრეთვე ნოტარიუსის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია/ცნობა, დოკუმენტის ასლის დამოწმება.“.
2. 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები