საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 127/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 22/07/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110725032, 28/07/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 08/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016164
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
127/ნ
22/07/2011
ვებგვერდი, 110725032, 28/07/2011
430210000.22.022.016164
საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/07/2011 - 26/01/2012)

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №127/ნ

2011 წლის 22 ივლისი

ქ. თბილისი

საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ

     საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტისა და ,, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის 37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე , ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესი დანართის შესაბამისად.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,, აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 15 ოქტომბრის №860 ბრძანება.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. შაშკინი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი

საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს წესი ადგენს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში (შემდგომში რეესტრი) საგანმანათლებლო პროგრამების, მათ შორის, პროგრამის განმახორციელებელი პერსონალისა და პროგრამაზე ჩარიცხული პირების შესახებ ამ წესით განსაზღვრული ინფორმაციის შეტანის, მასშ ი ცვლილებების განხორციელების ან/და რეგისტრირებული ინფორმაციის რეესტრიდან ამოღების წესს.

2. რეესტრის წარმოების მიზანია საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების, მათ შორის, პროგრამის განმახორციელებელი პერსონალისა და პროგრამაზე ჩარიცხული პირების შესახებ ინფორმაციის სისტემატიზაცია.

    მუხლი 2. რეესტრის ადმინისტრირება და რეესტრით სარგებლობა

1. რეესტრს აწარმოებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში ცენტრი).

2. საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ რეესტრში ამ წესით გათვალისწინებული ინფორმაციის შეტანისა და ცვლილებების განხორციელების მიზნით, ასევე რეესტრის წარმოების პროგრამული უზრუნველყოფისთვის ცენტრი ქმნის მონაცემთა ინტერაქტიულ ბაზას.

3. რეესტრის მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის შეტანისათვის საგანმანათლებლო დაწესებულებებს გადაეცემათ ადმინისტრირების მოდული, რომელშიც ხდება შიდა მომხმარებლების შექმნა, უფლებების განსაზღვრა და დაწესებულების მიერ პაროლის შექმნა/შეცვლა.

    მუხლი 3. საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ რეესტრში შესატანი ინფორმაცია

1. საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ცენტრის მიერ რეესტრში შეიტანება შემდეგი ინფორმაცია:

ა) საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდება ქართულ და ინგლისურ ენებზე;

ბ) დამფუძნებ (ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, სახელმწიფო) და მისი საიდენტიფიკაციო კოდი ან პირადი ნომერი (არსებობის შემთხვევაში);

გ) სამართლებრივი ფორმა, საიდენტიფიკაციო კოდი, სახელმწიფო რეგისტრაციისა და გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი, საგანმანათლებლო დაწესებულების ფუნქციონირების დაწყების/დაფუძნების თარიღი, ინფორმაცია საგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაციისა და სახელწოდების ცვლილების შესახებ შესაბამისი აქტების მითითებით (აქტის ნომერი, მისი მიღებისა და ძალაში შესვლის თარიღებ);

დ) საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპი და სახე;

ე) ცენტრის მიერ მინიჭებული ხუთნიშნა უნიკალური კოდი;

ვ) ინფორმაცია საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილების ნომრის, თარიღისა და მათი მოქმედების ვადის მითითებით;

ზ) საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი და მისანიჭებელი კვალიფიკაცია.

2. საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ რეესტრში შეიტანება შემდეგი ინფორმაცია:

ა) საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი ქართულ და ინგლისურ ენებზე, ხელმოწერების დასკანერებული ვერსია, პირადი ნომერი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, უფლებამოსილების მინიჭებისა და შეწყვეტის თარიღი შესაბამისი აქტების მითითებით;

ბ) საგანმანათლებლო დაწესებულების იურიდიული მისამართი, ფაქტობრივი მისამართ(ებ)ი, საფოსტო კოდი, ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტისა და ვებგვერდის მისამართი;

გ) ინფორმაცია საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულების შესახებ პერიოდის მითითებით, შესაბამისი აქტის დასახელება, ნომერი და მიღების თარიღი;

დ) საგანმანათლებლო დაწესებულების ფუნქციონირების პერიოდში არსებული საგანმანათლებლო დოკუმენტების ფორმების დასკანერებული ნიმუშები მათი მოქმედების ვადის მითითებით;

ე) საგანმანათლებლო დაწესებულებაში საკონტაქტო პირ(ებ)ის შესახებ ინფორმაცია (სახელი, გვარი, თანამდებობა, ტელეფონის ნომერი);

ვ) საგანმანათლებლო დაწესებულების ბეჭდის, შტამპის და სატიტულო ფურცლის დასკანარებული ნიმუშები დამტკიცების/გაუქმების თარიღების მითითებით.

    მუხლი 4. საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი პერსონალის შესახებ რეესტრში შესატანი ინფორმაცია

საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი პერსონალის შესახებ საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ რეესტრში შეიტანება შემდეგი ინფორმაცია:

ა) სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი, მოქალაქეობა, მისამართი (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით), ტელეფონი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;

ბ) დაკავებული თანამდებობა, თანამდებობის დაკავების ან შრომითი ურთიერთობის წარმოშობის თარიღისა და ვადის მითითებით. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში ასოცირება ავტორიზაციის მიზნით;

გ) განათლება, ინფორმაცია აკადემიური ხარისხის შესახებ, საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, რომელშიც/რომლებშიც მონაწილეობს პირი, პუბლიკაციები;

დ) დამატებითი ინფორმაცია დაწესებულების შეხედულებისამებრ.

    მუხლი 5. საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა შესახებ რეესტრში შესატანი ინფორმაცია

1. საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა შესახებ რეესტრში საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შეიტანება შემდეგი ინფორმაცია:

ა) სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი, მოქალაქეობა;

ბ) ჩარიცხვის ფორმა, სწავლების საფასური, სახელმწიფო დაფინანსების ოდენობა ; ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდების შემთხვევაში – სსიპ – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი, საკონკურსო ქულა ;

გ) საფეხური, საგანმანათლებლო ერთეული, რომელზეც მოხდა ჩარიცხვა (არსებობის შემთხვევაში), საგანმანათლებლო პროგრამა, მისანიჭებელი კვალიფიკაცია, ჩარიცხვის ბრძანება და თარიღი, მოსწავლის/პროფესიული სტუდენტის/სტუდენტის სტატუსის შეჩერება/შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია;

დ) საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის დამთავრების საფუძველზეც პირი ჩაირიცხა შესაბამის საფეხურზე, დამთავრების წელი, ატესტატის/პროფესიული დიპლომის/დიპლომის ნომერი და ატესტატის/პროფესიული დიპლომის/დიპლომის გაცემის თარიღი;

ე) მოსწავლის/პროფესიული სტუდენტის/სტუდენტის მისამართი (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით).

2. საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ რეესტრში შეიტანება მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და გაცემის თარიღი.

    მუხლი 6. რეესტრში რეგისტრირებულ ინფორმაციაში ცვლილებების განხორციელება და რეესტრიდან ინფორმაციის ამოღება

1. იმ გარემოებათა შეცვლისას, რაც საფუძვლად დაედო რეესტრში ინფორმაციის შეტანას, უნდა განხორციელდეს რეესტრში შესაბამისი ცვლილებები.

2. რეესტრში შეტანილი ინფორმაციის ცვლილებას ახორციელებს ცენტრი ან საგანმანათლებლო დაწესებულება, ამ წესით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად, გარდა ამ დანართის მე-4 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემებისა, რომელთა შეცვლას ახორციელებს ცენტრი ან სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

3. საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია იმ ფაქტის დადგომიდან, რაც იწვევს რეესტრში ცვლილებების განხორციელებას, ერთი თვის ვადაში ასახოს აღნიშნული ცვლილებები, ხოლო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა და პროგრამის განმახორციელებელი პერსონალის სტატუსთან დაკავშირებულ მონაცემებში ცვლილებები უნდა აისახოს ორი კვირის ვადაში.

4. რეესტრში ტექნიკური ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, ან/და საგანმანათლებლო დაწესებულების მომართვის საფუძველზე ცენტრი უფლებამოსილია მოახდინოს რეესტრიდან შესაბამისი ჩანაწერის ამოღება.

    მუხლი 7. პასუხისმგებლობა რეესტრში შეტანილი ინფორმაციის სისწორეზე და რეესტრის მონაცემების სისწორის პრეზუმფცია

1. საგანმანათლებლო დაწესებულებას პასუხისმგებლობა ეკისრება მის მიერ რეესტრში ინფორმაციის სრულ და სწორ შეტანაზე, ასევე რეესტრში რეგისტრირებულ ინფორმაციაში შეცდომების დროულად გამოვლენასა და რეესტრის ინფორმაციის დროულად შევსებაზე. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ რეესტრში ინფორმაციის დროულად შეუტანლობა შეიძლება გახდეს ცენტრის მხრიდან რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით განსახორციელებელი შესაბამისი მოქმედების შეჩერების ან მოქმედების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძველი.

2. ცენტრი უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ რეესტრში შეტანილი ინფორმაციის გადამოწმებას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გადამოწმების დროს აღმოჩენილი დარღვევის შემთხვევაში ცენტრი მიმართავს კანონმდებლობით დადგენილ ზომებს.

4. საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლებრივ აქტებში ასახულ ინფორმაციასა და რეესტრში რეგისტრირებულ შესაბამის ინფორმაციას შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში მხედველობაში მიიღება რეესტრის მონაცემები.

    მუხლი 8. დაწესებულებისთვის კოდის მინიჭება

1. თითოეულ საგანმანათლებლო დაწესებულებას იდენტიფიცირებისთვის ენიჭება ინდივიდუალური ხუთნიშნა კოდი. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აღრიცხვა იწყება ინდექსით – ,,1“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ინდექსით – ,,2“, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კი ინდექსით – ,,3“.

2. საგანმანათლებლო დაწესებულებებს ინდივიდუალური კოდი ენიჭებათ უწყვეტობის პრინციპის შესაბამისად, დაწესებულების ტიპის გათვალისწინებით.

3. საგანმანათლებლო დაწესებულებების რიგითობა განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ ავტორიზაციის მინიჭების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თანმიმდევრობის მიხედვით.

     მუხლი 9. გარდამავალი დებულებები

 ამ წესის ძალაში შესვლამდე არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების იდენტიფიცირება ხდება მე-8 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული წესის შესაბამისად. კოდის მინიჭებისას მხედველობაში არ მიიღება რაიმე კონკრეტული გარემოება.

11. 07/12/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 99/ნ - ვებგვერდი, 08/12/2021 10. 12/07/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 145/ნ - ვებგვერდი, 15/07/2019 9. 21/08/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 17/ნ - ვებგვერდი, 22/08/2018 8. 24/04/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 52/ნ - ვებგვერდი, 24/04/2018 7. 28/02/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 19/ნ - ვებგვერდი, 28/02/2018 6. 28/06/2017 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 110/ნ - ვებგვერდი, 29/06/2017 5. 31/08/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 105/ნ - ვებგვერდი, 01/09/2016 4. 30/01/2015 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 06/ნ - ვებგვერდი, 30/01/2015 3. 15/11/2013 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 177/ნ - ვებგვერდი, 19/11/2013 2. 07/08/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 155/ნ - ვებგვერდი, 10/08/2012 1. 26/01/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 15/ნ - ვებგვერდი, 27/01/2012