„საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 17/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 21/08/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/08/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 08/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017574
17/ნ
21/08/2018
ვებგვერდი, 22/08/2018
430210000.22.022.017574
„საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №17/ნ

2018 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 110725032, 28/07/2011, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016164) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის“:

1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

„5. რეესტრი წარმოადგენს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სერვერზე განთავსებულ ბაზას, რომელიც აერთიანებს ამ წესით გათვალისწინებულ ინფორმაციას და მასში ინფორმაციის შეტანის/დამუშავების/ამოღების მიზნით ავტორიზებული მომხმარებლები იყენებენ სპეციალურად შექმნილ აპლიკაციებს (გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა).

6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში შესატანი მე-3 მუხლის 11 პუნქტითა და  მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები განთავსებულია ავტორიზაციის პროცესის განსახორციელებლად შექმნილ ხარისხის მართვის ელექტრონულ სისტემაში, რომლის მართვისა და გამოყენების წესი მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

2. მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს მასში დასაქმებულ პირებთან დაკავშირებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ამ წესის მე-3 მუხლის 11 პუნქტითა და  მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ე“, „ზ“ და თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციაზე  სრული ხედვა.“.

3. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამ მუხლის პირველი პუნქტითა და ამ წესის მე-9 მუხლით გათვალისწინებული პერსონალის გარდა დაწესებულებაში დასაქმებული სხვა პირების შესახებ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრი მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:

ა) სახელი  და გვარი (ქართულად/ინგლისურად), პირადი ნომერი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში პასპორტის ნომერი), დაბადების თარიღი, სქესი, მოქალაქეობა, მისამართი (იურიდიული/ფაქტობრივი), საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი/მობილური/ელექტრონული ფოსტის მისამართი/ფაქსი/ვებგვერდი);

ბ) დაკავებული თანამდებობა, თანამდებობის დაკავების ან შრომითი ურთიერთობის წარმოშობის თარიღისა და დასრულების თარიღის მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) ინფორმაცია სამუშაო დატვირთვის შესახებ;

დ) ინფორმაცია განათლების/აკადემიური ხარისხის შესახებ;

ე) არსებობის შემთხვევაში: კონფერენციები (კონფერენციის სახელწოდება, ადგილი, თარიღი, როლი, თემა/მოხსენება), პუბლიკაციები (ნაშრომის სათაური, გამომცემლობა, გამოცემის დასახელება, ტიპი, თანაავტორი, თარიღი), პროფესიული განვითარება (აქტივობა, დაწესებულება, თარიღები), პრაქტიკული გამოცდილება (ორგანიზაცია, თანამდებობა, ფუნქციები, თარიღები), პროექტები (პროექტის სახელწოდება, პროექტის მოკლე აღწერა, განხორციელების ადგილი, თარიღები);

ვ) ტრანსფერული უნარები (უნარის ტიპი (უცხო ენა, კომპიუტერული უნარი და სხვა), დონე);

ზ) დამატებითი ინფორმაცია დაწესებულების შეხედულებისამებრ;

თ) სხვა ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა განისაზღვროს ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში დაწესებულების მიერ შეიტანება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“-„ი“ და „ნ“ ქვეპუნქტებითა და ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები შესაბამისი აქტის ძალაში შესვლიდან, ხოლო თუ ინფორმაციის არსებობა არ უკავშირდება აქტის გამოცემას    შესაბამისი გარემოების დადგომიდან არაუგვიანეს 5 დღის ვადაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ საკითხის მომწესრიგებელი სპეციალური სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულია კონკრეტული ინფორმაციის რეესტრში ასახვის განსხვავებული ვადები).“.

4. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში საგანმანათლებლო პროგრამების   განმახორციელებელი   პერსონალის   შესახებ   შესატანი   ინფორმაცია

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრი მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი პერსონალის შესახებ შემდეგ ინფორმაციას:

ა) სახელი და გვარი (ქართულად/ინგლისურად), პირადი ნომერი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში პასპორტის ნომერი), დაბადების თარიღი, სქესი, მოქალაქეობა, მისამართი (იურიდიული/ფაქტობრივი), საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი/მობილური/ელექტრონული ფოსტის მისამართი/ფაქსი/ვებგვერდი);

ბ) დაკავებული თანამდებობა, თანამდებობის დაკავების ან შრომითი ურთიერთობის წარმოშობის თარიღისა და დასრულების თარიღის მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) ინფორმაცია აფილირების შესახებ, აფილირების წარმოშობის თარიღისა და დასრულების თარიღის მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) ინფორმაცია სამუშაო დატვირთვის შესახებ;

ე) ინფორმაცია განათლების/აკადემიური ხარისხის შესახებ;

ვ) საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები (პროგრამის დასახელება, სწავლების საფეხური, სასწავლო კურსი/საგანი, სფერო/დარგი, სასწავლო წელი, სემესტრი), რომლის/რომელთა განხორციელებაშიც მონაწილეობს პირი;

ზ) კონფერენციები (კონფერენციის სახელწოდება, ადგილი, თარიღი, როლი, თემა/მოხსენება), პუბლიკაციები (ნაშრომის სათაური, გამომცემლობა, გამოცემის დასახელება, ტიპი, თანაავტორი, თარიღი), პროფესიული განვითარება (აქტივობა, დაწესებულება, თარიღები), პრაქტიკული გამოცდილება (ორგანიზაცია, თანამდებობა, ფუნქციები, თარიღები), პროექტები (პროექტის სახელწოდება, პროექტის მოკლე აღწერა, განხორციელების ადგილი, თარიღები);

თ) ტრანსფერული უნარები (უნარის ტიპი (უცხო ენა, კომპიუტერული უნარი და სხვა), დონე);

ი) დამატებითი ინფორმაცია დაწესებულების შეხედულებისამებრ;

კ) სხვა ინფორმაცია, რომელიც განისაზღვრება ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში დაწესებულებების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია შეიტანება შესაბამისი აქტის ძალაში შესვლიდან, ხოლო თუ ინფორმაციის არსებობა არ უკავშირდება აქტის გამოცემას – შესაბამისი გარემოების დადგომიდან არაუგვიანეს 5 დღის ვადაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ საკითხის მომწესრიგებელი სპეციალური სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულია კონკრეტული ინფორმაციის ასახვის განსხვავებული ვადები).“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი