დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 155/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 07/08/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/08/2012 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 08/12/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.016421 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №1 55/ნ
2012 წლის 7 აგვისტო
ქ. თბილისი
„საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებით (ვებგვერდი, 110725032, 28.07.2011, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016164) დამტკიცებულ „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„3. საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 1 (ერთი) დღის ვადაში ასახოს ნებისმიერი ინფორმაცია, რაც იწვევს რეესტრში ცვლილებების განხორციელებას, მათ შორის საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი პერსონალისა და საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა სტატუსთან (შეჩერება/შეწყვეტა) დაკავშირებულ მონაცემებში ცვლილებები.“.
ბ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„1. საგანმანათლებლო დაწესებულებას პასუხისმგებლობა ეკისრება მის მიერ რეესტრში ინფორმაციის სრულ და სწორ შეტანაზე, ასევე რეესტრში რეგისტრირებულ ინფორმაციაში შეცდომების დროულად გამოვლენასა და რეესტრის ინფორმაციის დროულად შევსებაზე. კანონმდებლობით დადგენილ ვადაში რეესტრში ინფორმაციის შეუტანლობით, ასევე არსებული ინფორმაციის შეცვლამდე, გამოწვეულ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც დადგა საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ რეესტრში მოქმედების განხორციელებამდე პასუხისმგებლობა ეკისრება საგანმანათლებლო დაწესებულებას. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ რეესტრში ინფორმაციის დროულად შეუტანლობა შეიძლება გახდეს ცენტრის მხრიდან რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით განსახორციელებელი შესაბამისი მოქმედების შეჩერების ან მოქმედების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძველი.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ. დეკანოიძე
დოკუმენტის კომენტარები