დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 110/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 28/06/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/06/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 08/12/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.017364 |
|
„საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 110725032, 28/07/2011, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016164) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
|
მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესი მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი განსაზღვრავს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის (შემდგომში – რეესტრი) წარმოების პირობებს, რეესტრში ინფორმაციის შეტანისათვის პასუხისმგებელ სუბიექტებს, რეესტრში ინფორმაციის შეტანის, რეგისტრირებულ ინფორმაციაში ცვლილების განხორციელებისა და რეესტრიდან ინფორმაციის ამოღების წესებს. 2. რეესტრში აისახება ინფორმაცია საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების, მათ შორის, პროგრამის განმახორციელებელი პერსონალისა და პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მქონე/ჩარიცხული პირების მითითებით. 3. რეესტრს აწარმოებს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი). 4. რეესტრი შედგება: ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრისაგან; ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრისაგან; გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრისაგან. მუხლი 2. რეესტრის ადმინისტრირება და სარგებლობა 1. ცენტრი უფლებამოსილია, რეესტრის წარმოების მიზნით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს რეესტრის წარმოების მექანიზმები, მათ შორის, რეესტრზე წვდომის/დაშვების, რეესტრში ინფორმაციის შეტანისა და ინფორმაციის დამუშავების წესები და პირობები. 2. რეესტრის წარმოების მიზნით, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან (შემდგომში – მართვის სისტემა) ურთიერთშეთანხმებით, ცენტრი უფლებამოსილია მოახდინოს მართვის სისტემაზე ფუნქციათა დელეგირება, რაც გულისხმობს რეესტრის წარმოებისათვის მართვის სისტემის ნდობითა და უფლებამოსილებით აღჭურვასა და ამ უფლებამოსილებებთან დაკავშირებით მის ანგარიშვალდებულებასა და პასუხისმგებლობას. 3. ელექტრონული მონაცემების შეგროვებისა და დამუშავებისათვის მართვის სისტემა და ცენტრი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილნი არიან მიიღონ და გამოიყენონ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცული პერსონალური მონაცემები. 4. ამ წესით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტითა და მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (შესაბამისი დელეგირების შემთხვევაში) შესაძლებელია განისაზღვროს რეესტრში სხვა ინფორმაციის ასახვის აუცილებლობაც, რაც განპირობებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების ეფექტიანად შესრულებისა და ინფორმაციის სისტემატიზაციის ინტერესებით. 5. გარდა ამ წესის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტისა და აბსოლუტური ქულებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტისა, ელექტრონული მონაცემების შეგროვებისა და დამუშავებისათვის მართვის სისტემა და ცენტრი, უფლებამოსილნი არიან მიიღონ და გამოიყენონ ასევე სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში დაცული სხვა პერსონალური მონაცემებიც. 6. რეესტრით სარგებლობის უფლება აქვთ მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს. მუხლი 3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ შესატანი ინფორმაცია 1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრი მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: ა) საგანმანათლებლო დაწესებულების სრული სახელწოდება ქართულ და ინგლისურ ენებზე (შესაბამისი სამართლებრივი ფორმის მითითებით); ბ) საგანმანათლებლო დაწესებულების იურიდიული მისამართი, ფაქტობრივი მისამართ(ებ)ი, საფოსტო კოდი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტისა და ვებგვერდის მისამართი; გ) დამფუძნებელი (ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, სახელმწიფო) და მისი საიდენტიფიკაციო კოდი ან პირადი ნომერი (არსებობის შემთხვევაში); დ) სამართლებრივი ფორმა, საიდენტიფიკაციო კოდი, სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი, ინფორმაცია საგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაციისა და სახელწოდების ცვლილების შესახებ შესაბამისი აქტების მითითებით (აქტის ნომერი, მისი მიღებისა და ძალაში შესვლის თარიღები); ე) საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი ქართულ და ინგლისურ ენებზე, ხელმოწერების დასკანერებული ვერსია, პირადი ნომერი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, უფლებამოსილების მინიჭებისა და შეწყვეტის თარიღი შესაბამისი აქტების მითითებით; ვ) ინფორმაცია საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულების შესახებ პერიოდის მითითებით, შესაბამისი აქტის დასახელება, ნომერი და მიღების თარიღი; ზ) საგანმანათლებლო დაწესებულების ფუნქციონირების პერიოდში არსებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების და მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის ფორმების დასკანერებული ნიმუშები, მათი მოქმედების ვადის მითითებით; თ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში საკონტაქტო პირ(ებ)ის შესახებ ინფორმაცია (სახელი, გვარი, თანამდებობა, ტელეფონის ნომერი); ი) საგანმანათლებლო დაწესებულების ბეჭდის, შტამპის და სატიტულო ფურცლის დასკანერებული ნიმუშები, მათი დამტკიცების/გაუქმების თარიღების მითითებით; კ) ინფორმაცია საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების ნომრის, თარიღის, მათი მოქმედების ვადისა და შესაბამისი საფეხურების მითითებით, რომელზეც განხორციელდა დაწესებულებისათვის ავტორიზაციის მინიჭება; ლ) საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპი და სახე; მ) სტუდენტთა ზღვრული რაოდენობა; ნ) სხვა ინფორმაცია, რომელიც განისაზღვრება ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით. 2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში დაწესებულების მიერ შეიტანება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“-„ი“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები შესაბამისი აქტის ძალაში შესვლიდან, ხოლო თუ ინფორმაციის არსებობა არ უკავშირდება აქტის გამოცემას – შესაბამისი გარემოების დადგომიდან არაუგვიანეს 5 დღის ვადაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ საკითხის მომწესრიგებელი სპეციალური სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულია კონკრეტული ინფორმაციის რეესტრში ასახვის განსხვავებული ვადები). მუხლი 4. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ შესატანი ინფორმაცია 1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ რეესტრი მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: ა) დაწესებულების სრული დასახელება ქართულ და ინგლისურ ენებზე (შესაბამისი სამართლებრივი ფორმის მითითებით); ბ) დაწესებულების საიდენტიფიკაციო კოდი; გ) დაწესებულების ტიპი; დ) ავტორიზაციის მინიჭების თარიღი და ვადა; ე) პროფესულ სტუდენტთა ზღვრული ოდენობა (პროგრამაზე/მოდულზე); ვ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება ქართულ და ინგლისურ ენებზე; ზ) საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი; თ) საკონტაქტო ინფორმაცია (ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონი, ვებგვერდი, ფაქტობრივი და იურიდიული მისამართ(ებ)ი); ი) საბანკო რეკვიზიტები; კ) ინფორმაცია ინფრასტრუქტურის შესახებ (გათბობა/სიგნალიზაცია/საკუთრების ფორმა/ შენობის ზოგადი მდგომარეობა/ ბოლო რეაბილიტაციის წელი/ შენობის აშენების წელი/ რომელი ობიექტი საჭიროებს განახლებას); ლ) დაწესებულების ობიექტები (სასწავლო ოთახების რაოდენობა/სასწავლო სახელოსნოების რაოდენობა/კომპიუტერული ლაბორატორიების რაოდენობა/სტუდენტთა ადგილების რაოდენობა კომპიუტერულ ლაბორატორიაში/პერსონალის ოთახის რაოდენობა/ადმინისტრაციული ოთახების რაოდენობა/საკონფერენციო დარბაზების რაოდენობა/პანდუსების რაოდენობა/სველი წერტილების რაოდენობა/ ადაპტირებული სველი წერტილების რაოდენობა/ინტერნეტის ხელმისაწვდომობა/ ლიფტი/ ბიბლიოთეკა/ კაფეტერია/სპორტული კომპლექსი/ დამატებითი სპორტული მოედნები/პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი/ ადაპტირებული ხელსაწყოები/ადაპტირებული ავეჯი/ ადაპტირებული ეზო); მ) დაწესებულების საერთო საცხოვრებელი (ოთახების რაოდენობა/აბაზანების რაოდენობა /სამზარეულოს რაოდენობა/პანდუსების რაოდენობა/ადაპტირებული სველი წერტილის რაოდენობა/ლიფტი/ადაპტირებული ავეჯი); ნ) აღჭურვილობა (პერსონალისთვის და სტუდენტებისთვის კომპიუტერების რაოდენობა/ ტელეფონების/პრინტერის/სკანერის/ქსეროქსების/პროექტორის რაოდენობა /სკამების და მაგიდების რაოდენობა ადმინისტრაციისათვის/სკამების და მაგიდების რაოდენობა სტუდენტებისათვის და სხვ.); ო) რა სახის აღჭურვილობა ესაჭიროება კოლეჯს გადაუდებლად; პ) სხვა შენობა-ნაგებობა/მიწის ნაკვეთი (ობიექტის ტიპი, მისამართი, აშენების წელი, არის თუ არა რეაბილიტირებული, ბოლო რეაბილიტაციის წელი, ფართობი); ჟ) სხვა ინფორმაცია, რომელიც განისაზღვრება ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით. 2. პროფესიული საგანმანთლებლო დაწესებულებების რეესტრში დაწესებულებების მიერ შეიტანება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ-ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები შესაბამისი აქტის ძალაში შესვლიდან, ხოლო თუ ინფორმაციის არსებობა არ უკავშირდება აქტის გამოცემას – შესაბამისი გარემოების დადგომიდან არაუგვიანეს 5 დღის ვადაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ საკითხის მომწესრიგებელი სპეციალური სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულია კონკრეტული ინფორმაციის რეესტრში ასახვის განსხვავებული ვადები). მუხლი 5. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ შესატანი ინფორმაცია 1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრი მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: ა) დაწესებულების სრული დასახელება ქართულ და ინგლისურ ენებზე (შესაბამისი სამართლებრივი ფორმის მითითებით); ბ) საიდენტიფიკაციო კოდი; გ) მისამართი (რეგიონის და თვითმმართველი ქალაქის/მუნიციპალიტეტის მითითებით); დ) საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ.ფოსტა, სკოლის ვებგვერდი); ე) მინიჭებული ავტორიზაციის მინიჭების თარიღი და ვადა; ვ) საფეხური, რაზეც მინიჭებული აქვს ავტორიზაცია; ზ) მოსწავლეთა ზღვრული ოდენობა; თ) საბანკო რეკვიზიტები; ი) ინფორმაცია რომელ შენობაში მიმდინარეობს სასწავლო პროცესი; კ) შენობების რაოდენობა (ძირითადი/დამატებითი); ლ) რეორგანიზაციის შედეგად გადაცემული შენობა (რეორგანიზაციისა და შენობის გადაცემის აქტის დასახელება); მ) ბალანსზე რიცხული შენობები; ნ) სხვა ინფორმაცია, რომელიც განისაზღვრება ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით. 2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში დაწესებულებების მიერ შეიტანება ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ-ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები შესაბამისი აქტის ძალაში შესვლიდან, ხოლო თუ ინფორმაციის არსებობა არ უკავშირდება აქტის გამოცემას – შესაბამისი გარემოების დადგომიდან არაუგვიანეს 5 დღის ვადაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ საკითხის მომწესრიგებელი სპეციალური სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულია კონკრეტული ინფორმაციის რეესტრში ასახვის განსხვავებული ვადები). მუხლი 6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ შესატანი ინფორმაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრი მოიცავს საბაკალავრო, ერთსაფეხურიანი სამედიცინო, სამაგისტრო, სადოქტორო, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ქართულ ენაში მომზადებისა და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ შემდეგ ინფორმაციას: ა) საგანმანათლებლო პროგრამების სახელწოდება და მისანიჭებელი კვალიფიკაცია; ბ) ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამების ავტორიზებულ რეჟიმში მოქმედების თაობაზე ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების ნომრის, თარიღისა და მათი მოქმედების ვადის მითითებით; გ) ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილების ნომრის, თარიღისა და მათი მოქმედების ვადის მითითებით; დ) საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ენა; ე) საგანმანათლებლო პროგრამის საფეხური; ვ) სხვა ინფორმაცია, რომელიც განისაზღვრება ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით. მუხლი 7. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებების რეესტრში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ შესატანი ინფორმაცია 1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებების რეესტრი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: ა) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება ქართულ და ინგლისურ ენებზე, პროგრამის განხორციელების მისამართის მითითებით; ბ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ტიპი: ბ.ა) პროფესიული სტანდარტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა (საგნობრივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა); ბ.ბ) ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა (მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა); ბ.გ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში (დუალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა); გ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის საფეხური; დ) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა/წინმსწრები განათლება და ასაკი; ე) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩოდოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში: ე.ა) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი მოდული; ე.ბ) მისაღწევი სწავლის შედეგები; ვ) პროფესიული სპეციალიზაცია/კვალიფიკაციის დასახელება; ზ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოდულის ხანგრძლივობა (თვეების/ დღეების მიხედვით), დაწყებისა და დასრულების თარიღები; თ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოდულის კრედიტების რაოდენობა; ი) თითოეულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე/პროფესიულ მოდულზე სტუდენტთა რაოდენობა; კ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოდულის საფასურის მაქსიმალური ოდენობა; ლ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულების მიერ დადგენილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოდულის სწავლის საფასურის ოდენობა; მ) სხვა ინფორმაცია, რომელიც განისაზღვრება ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით. 2. პროფესიული საგანმანთლებლო დაწესებულებების რეესტრში დაწესებულებების მიერ შეიტანება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-ი“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები შესაბამისი აქტის ძალაში შესვლიდან, ხოლო თუ ინფორმაციის არსებობა არ უკავშირდება აქტის გამოცემას – შესაბამისი გარემოების დადგომიდან არაუგვიანეს 5 დღის ვადაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ საკითხის მომწესრიგებელი სპეციალური სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულია კონკრეტული ინფორმაციის რეესტრში ასახვის განსხვავებული ვადები). მუხლი 8. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ შესატანი ინფორმაცია 1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამების შესახებ მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: ა) ზოგადი განათლების საფეხური; ბ) ზოგადი განათლების საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ენა; გ) საგნების ჩამონათვალი; დ) კლასების ჩამონათვალი; ე) საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ არჩეული სახელმძღვანელოები კლასების და სექტორების მიხედვით; ვ) სხვა ინფორმაცია, რომელიც განისაზღვრება ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით. 2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში დაწესებულებების მიერ შეიტანება ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“-„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები შესაბამისი აქტის ძალაში შესვლიდან, ხოლო თუ ინფორმაციის არსებობა არ უკავშირდება აქტის გამოცემას - შესაბამისი გარემოების დადგომიდან არაუგვიანეს 5 დღის ვადაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ საკითხის მომწესრიგებელი სპეციალური სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულია კონკრეტული ინფორმაციის რეესტრში ასახვის განსხვავებული ვადები). მუხლი 9. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი პერსონალის შესახებ შესატანი ინფორმაცია 1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრი მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი პერსონალის შესახებ შემდეგ ინფორმაციას: ა) სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი, მოქალაქეობა, მისამართი (იურიდიული/ფაქტობრივი), ტელეფონი, ელექტრონული ფოსტის მისამართი; ბ) დაკავებული თანამდებობა, თანამდებობის დაკავების ან შრომითი ურთიერთობის წარმოშობის თარიღისა და დასრულების თარიღის მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) განათლება, ინფორმაცია აკადემიური ხარისხის შესახებ, პუბლიკაციები; დ) საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, რომლის/რომლების განხორციელებაშიც მონაწილეობს პირი; ე) დამატებითი ინფორმაცია დაწესებულების შეხედულებისამებრ; ვ) სხვა ინფორმაცია, რომელიც განისაზღვრება ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით. 2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში დაწესებულებების მიერ შეიტანება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია შესაბამისი აქტის ძალაში შესვლიდან, ხოლო თუ ინფორმაციის არსებობა არ უკავშირდება აქტის გამოცემას – შესაბამისი გარემოების დადგომიდან არაუგვიანეს 5 დღის ვადაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ საკითხის მომწესრიგებელი სპეციალური სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულია კონკრეტული ინფორმაციის რეესტრში ასახვის განსხვავებული ვადები). მუხლი 10. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებების რეესტრში საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი პერსონალის შესახებ შესატანი ინფორმაცია 1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებების რეესტრი მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი პერსონალის შესახებ შემდეგ ინფორმაციას: ა) პერსონალის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი, მოქალაქეობა, მისამართი (ფაქტობრივი/იურიდიული), ტელეფონი, ელექტრონული ფოსტის მისამართი; ბ) პერსონალის დაკავებული თანამდებობა, თანამდებობის დაკავების ან შრომითი ურთიერთობის წარმოშობის თარიღი, გათავისუფლების თარიღი; გ) სოციალურად დაუცველი პირის სტატუსი, ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის და თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსი; დ) პერსონალის განათლება (დაწყება/დასრულების თარიღი), ინფორმაცია აკადემიური ხარისხის შესახებ, კვალიფიკაცია, სამუშაო გამოცდილება; ე) რომელი საგნის/მოდულის პედაგოგია. 2. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებების რეესტრში დაწესებულებების მიერ შეიტანება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები შესაბამისი აქტის ძალაში შესვლიდან, ხოლო თუ ინფორმაციის არსებობა არ უკავშირდება აქტის გამოცემას – შესაბამისი გარემოების დადგომიდან არაუგვიანეს 5 დღის ვადაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ საკითხის მომწესრიგებელი სპეციალური სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულია კონკრეტული ინფორმაციის რეესტრში ასახვის განსხვავებული ვადები).
მუხლი 11. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი პერსონალის შესახებ შესატანი ინფორმაცია 1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრი მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი პერსონალის შესახებ შემდეგ ინფორმაციას: ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი; ბ) დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის სახელი, გვარი პირადი ნომერი; გ) სამეურვეო საბჭოს წევრთა სახელი, გვარი, პირადი ნომერი და სტატუსი; დ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი, მოქალაქეობა, მისამართი (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით), ტელეფონი, ელექტრონული ფოსტის მისამართი; ე) პერსონალის დაკავებული თანამდებობა, თანამდებობის დაკავების ან შრომითი ურთიერთობის წარმოშობის თარიღი; ვ) პერსონალის განათლება, ინფორმაცია აკადემიური ხარისხის შესახებ, კვალიფიკაცია, სტაჟი; ზ) პედაგოგის საათობრივი დატვირთვა (მოიცავს საგანს, კლასს და სექტორს); თ) პედაგოგის შრომის ანაზღაურების ოდენობა; ი) პედაგოგის სქემით განსაზღვრული სტატუსი; კ) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელზე გაცემული დანამატი; ლ) სხვა ინფორმაცია, რომელიც განისაზღვრება ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით. 2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში დაწესებულების მიერ შეიტანება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-ზ“, „კ“ და „ლ“ და ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები შესაბამისი აქტის ძალაში შესვლიდან, ხოლო თუ ინფორმაციის არსებობა არ უკავშირდება აქტის გამოცემას – შესაბამისი გარემოების დადგომიდან არაუგვიანეს 5 დღის ვადაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ საკითხის მომწესრიგებელი სპეციალური სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულია კონკრეტული ინფორმაციის რეესტრში ასახვის განსხვავებული ვადები). მუხლი 12. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მქონე/ ჩარიცხული პირების შესახებ შესატანი ინფორმაცია 1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრი მოიცავს პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მქონე/ჩარიცხული პირების შესახებ შემდეგ ინფორმაციას: ა) სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი, მოქალაქეობა; ბ) მისამართი (იურიდიული/ფაქტობრივი); გ) ჩარიცხვის ბრძანების ნომერი და თარიღი; დ) საგანმანათლებლო პროგრამის საფეხური; ე) საგანმანათლებლო პროგრამა (მისანიჭებელი კვალიფიკაციის მითითებით), რომელზეც განხორციელდა ჩარიცხვის უფლების მინიჭება; ვ) ჩარიცხული პირის სტატუსის შეჩერება/შეწყვეტის/კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ინფორმაცია, შესაბამისი საფუძვლის მითითებით (მათ შორის, ბრძანების ნომერი და თარიღი); ზ) საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება, რომლის დამთავრების საფუძველზეც პირი ჩაირიცხა შესაბამის საფეხურზე, დამთავრების წელი, ატესტატის/პროფესიული დიპლომის/დიპლომის ნომერი და ატესტატის/პროფესიული დიპლომის/დიპლომის გაცემის თარიღი (არსებობის შემთხვევაში); თ) ჩარიცხვის ფორმა/მეთოდი; ი) ჩარიცხული პირის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და გაცემის თარიღი, ასევე შესაბამისი დოკუმენტის დასკანერებული ვერსია; კ) სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი/საკონკურსო ქულა (არსებობის შემთხვევაში); ლ) სხვა ინფორმაცია, რომელიც განისაზღვრება ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით. 2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში დაწესებულებების მიერ შეიტანება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) შესაბამისი აქტის ძალაში შესვლიდან, ხოლო თუ ინფორმაციის არსებობა არ უკავშირდება აქტის გამოცემას – შესაბამისი გარემოების დადგომიდან არაუგვიანეს 5 დღის ვადაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ საკითხის მომწესრიგებელი სპეციალური სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულია კონკრეტული ინფორმაციის რეესტრში ასახვის განსხვავებული ვადები). 3. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლის გაგრძელების უფლების მქონე პირთა (აბიტურიენტების) შესახებ, ცენტრის მიერ შეიტანება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებულ კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტსა და აბსოლუტური ქულებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტში ასახულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამ ინფორმაციის ცენტრისათვის მოწოდებიდან არაუგვიანეს ათი დღის ვადაში. მუხლი 13. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებების რეესტრში პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მქონე/ ჩარიცხული პირების შესახებ შესატანი ინფორმაცია 1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებების რეესტრი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლების მქონე/ჩარიცხულ პირთა შესახებ მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: ა) პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სქესი, დაბადების თარიღი, მოქალაქეობა, მისამართი (ფაქტობრივი/იურიდიული), საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონი, ელ. ფოსტა); ბ) განათლება; გ) საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზეც განხორციელდა ჩარიცხვის უფლების მინიჭება; დ) პირის სტატუსი (აპლიკანტი, ჩასარიცხი, პროფესიული სტუდენტი, მომლოდინე, შეჩერებული, შეწყვეტილი და სხვ.) ე) პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის/შეჩერების/შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია, საფუძველი, შესაბამისი აქტის ნომერი და თარიღი; ვ) პროფესიული სტუდენტის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ, პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭების აქტის ნომერი და თარიღი; ზ) გაცემული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის (პროფესიული დიპლომის) ნომერი და სერია, გაცემის (გატანის) თარიღი; თ) პროფესიული სტუდენტის საწარმოო პრაქტიკა და დასაქმება; ი) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის სტატუსი; კ) ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის და თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი; ლ) იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის სტატუსი; მ) სხვა ინფორმაცია, რომელიც განისაზღვრება ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით. 2. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებების რეესტრში დაწესებულების მიერ შეიტანება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა-ი“ და „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემები შესაბამისი აქტის ძალაში შესვლიდან, ხოლო თუ ინფორმაციის არსებობა არ უკავშირდება აქტის გამოცემას – შესაბამისი გარემოების დადგომიდან არაუგვიანეს 5 დღის ვადაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ საკითხის მომწესრიგებელი სპეციალური სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულია კონკრეტული ინფორმაციის რეესტრში ასახვის განსხვავებული ვადები). მუხლი 14. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მქონე/ ჩარიცხული პირების (მოსწავლის) და მათი მშობლების შესახებ შესატანი ინფორმაცია 1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პირთა შესახებ მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: ა) სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი, მოქალაქეობა; ბ) მისამართი (იურიდიული/ფაქტობრივი); გ) ჩარიცხვის უფლების მქონე პირის რეგისტრაციის თარიღი; დ) მოსწავლის ჩარიცხვის, სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია, საფუძველი, აქტის ნომერი და თარიღი; ე) სექტორი, კლასი, პარალელური კლასი და განაყოფი, რომელშიც ჩაირიცხა/სწავლობს მოსწავლე; ვ) კლასის დაძლევის შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი აქტის ნომერი და თარიღი; ზ) მოსწავლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ, დასრულების/კვალიფიკაციის მინიჭების აქტის ნომერი და თარიღი; თ) მოსწავლის მშობლების/კანონიერი წარმომადგენლის/მეურვის სახელი, გვარი, პირადი ნომერი დაბადების თარიღი, სქესი, მოქალაქეობა, ტელეფონის ნომერი; ი) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის (შესაბამისი დარღვევის ტიპის მითითებით) და სოციალურად დაუცველი პირის სტატუსი; კ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის სტატუსი – ბრალდებული/მსჯავრდებული მოსწავლის არსებობის შემთხვევაში; ლ) მოსწავლის იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის სტატუსი; მ) მოსწავლის ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის და თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი; ნ) სხვა ინფორმაცია, რომელიც განისაზღვრება ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით. 2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში დაწესებულების მიერ შეიტანება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები შესაბამისი აქტის ძალაში შესვლიდან, ხოლო თუ ინფორმაციის არსებობა არ უკავშირდება აქტის გამოცემას – შესაბამისი გარემოების დადგომიდან არაუგვიანეს 5 დღის ვადაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ საკითხის მომწესრიგებელი სპეციალური სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულია კონკრეტული ინფორმაციის რეესტრში ასახვის განსხვავებული ვადები). მუხლი 15. დაწესებულებისთვის კოდის მინიჭება 1. თითოეულ საგანმანათლებლო დაწესებულებას იდენტიფიცირებისთვის ენიჭება ინდივიდუალური ხუთნიშნა კოდი. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აღრიცხვა იწყება ინდექსით – ,,1“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ინდექსით – ,,2“, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კი ინდექსით – ,,3“. 2. საგანმანათლებლო დაწესებულებებს ინდივიდუალური კოდი ენიჭებათ უწყვეტობის პრინციპის შესაბამისად, დაწესებულების ტიპის გათვალისწინებით. 3. საგანმანათლებლო დაწესებულებების რიგითობა განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ ავტორიზაციის მინიჭების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თანმიმდევრობის მიხედვით. მუხლი 16. რეესტრის მონიტორინგი და რეგისტრირებულ ინფორმაციაში ცვლილებების განხორციელება 1. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ რეესტრში შეტანილი ინფორმაციის გადამოწმება (მონიტორინგი) ხორციელდება ცენტრის დირექტორის ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით. 2. იმ გარემოებათა შეცვლისას, რაც საფუძვლად დაედო რეესტრში ინფორმაციის შეტანას, უნდა განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის გარდა, რეესტრში შესაბამისი ჩანაწერის ცვლილების/ ამოღების საფუძველია სისტემაში დაფიქსირებული ტექნიკური ხარვეზი და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონიტორინგის შედეგები. მუხლი 17. საგანმანათლებლო დაწესებულების ვალდებულება, პასუხისმგებლობა რეესტრში შეტანილი ინფორმაციის სისწორეზე 1. საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია დადგენილ ვადებში შეიტანოს შესაბამისი ინფორმაცია რეესტრში. 2. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ რეესტრში ინფორმაციის დროულად შეუტანლობა შეიძლება გახდეს ცენტრის მხრიდან რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით განსახორციელებელი შესაბამისი მოქმედების შეჩერების ან მოქმედების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძველი. 3. რეესტრში შეტანილი ინფორმაციის სისწორესა და სისრულეზე პასუხისმგებელია საგანმანათლებლო დაწესებულება. მუხლი 18. რეესტრში შეტანილი ინფორმაციის სისწორის პრეზუმფცია საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლებრივ აქტებში ასახულ ინფორმაციასა და რეესტრში რეგისტრირებულ შესაბამის ინფორმაციას შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში მხედველობაში მიიღება რეესტრის მონაცემები. მუხლი 19. გარდამავალი დებულებები 2017 წლის 01 აგვისტომდე ცენტრმა, საგანმანათლებლო დაწესებულებებმა და მართვის სისტემამ (შესაბამისი დელეგირების შემთხვევაში) უზრუნველყონ ამ წესის შესაბამისად რეესტრის წარმოებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება. |
დოკუმენტის კომენტარები