დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 105/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 31/08/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/09/2016 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 08/12/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.017178 |
|
,,საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 110725032, 28/07/2011, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016164) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის“:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: ,,3. ამ წესით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ საგანმანათლებლო, უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებსა და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებს.“. 2. მე-3 მუხლის: ა) პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ“ ქვეპუნქტი: ,,თ) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამის მოდულების ჩამონათვალი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგანი/საგნობრივი ჯგუფის მითითებით).“. ბ) მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დ) საგანმანათლებლო დაწესებულების ფუნქციონირების პერიოდში არსებული საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის ფორმების დასკანერებული ნიმუშები მათი მოქმედების ვადის მითითებით;“.
3. მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) ჩარიცხვის ფორმა, სწავლების საფასური, სახელმწიფო დაფინანსების ოდენობა; ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და საგნის გამოცდის შემთხვევაში – სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი, საკონკურსო ქულა/ქულა; ა.ბ) ,,გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ1“ და ,,გ2“ ქვეპუნქტები: ,,გ1) საგნის გამოცდა, რომლის ჩაბარებითაც მოხდა პირის ჩარიცხვა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამის მოდულები (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგანი/საგნობრივი ჯგუფის მითითებით), რომელზეც ჩაირიცხა პირი ჩაბარებული საგნის გამოცდის შესაბამისად, ჩარიცხვის ბრძანება და თარიღი, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის ამორიცხვის შესახებ ინფორმაცია; გ2) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსის შეჩერება/შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია;“;
ა.გ) ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დ) საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის დამთავრების საფუძველზეც პირი ჩაირიცხა შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე, დამთავრების წელი, ატესტატის/პროფესიული დიპლომის/დიპლომის ნომერი და ატესტატის/პროფესიული დიპლომის/დიპლომის გაცემის თარიღი; ე) მოსწავლის/პროფესიული სტუდენტის/სტუდენტის/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის მისამართი (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით).“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ რეესტრში შეიტანება მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის/მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის ნომერი და გაცემის თარიღი.“. |
მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები