,,საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
,,საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 15/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 26/01/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/01/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 08/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016282
  • Word
15/ნ
26/01/2012
ვებგვერდი, 27/01/2012
430210000.22.022.016282
,,საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება 15/ნ

2012 წლის 26 იანვარი

ქ. თბილისი

,,საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1. ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებით (ვებგვერდი, 110725032, 28.07.2011, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016164) დამტკიცებულ საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესში შევიდეს ცვლილება და წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:

,,2. რეესტრში შეტანილი ინფორმაციის ცვლილებას ახორციელებს ცენტრი ან საგანმანათლებლო დაწესებულება, ამ წესით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად, გარდა ამ დანართის მე-4 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემებისა, რომელთა შეცვლას ახორციელებს ცენტრი ან სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა თავისი კომპეტენციის ფარგლებში.’’.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. შაშკინი