დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 177/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 15/11/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/11/2013 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 08/12/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.016697 |
|
„საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 110725032, 28/07/2011, საიდენტიფიკაციო კოდი: 430210000.22.022.016164) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის“:
1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) ჩარიცხვის ფორმა, სწავლების საფასური, სახელმწიფო დაფინანსების ოდენობა; ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდების შემთხვევაში – სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი, საკონკურსო ქულა;“. 2. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. გარდამავალი დებულებები 1. ამ წესის ძალაში შესვლამდე არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების იდენტიფიცირება ხდება მე-8 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული წესის შესაბამისად. კოდის მინიჭებისას მხედველობაში არ მიიღება რაიმე კონკრეტული გარემოება. 2. პასუხისმგებლობა ამ წესის ძალაში შესვლიდან წარმოებულ რეესტრზე, რომელშიც ასახულია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, მათი საგანმანათლებლო პროგრამების, საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი პერსონალისა და საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა შესახებ ინფორმაცია, ეკისრება სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას ამ მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რეესტრის წარმოების მიზნით, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ/მონაწილეობით დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებებისა და საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ვაუჩერული დაფინანსების მიღებას. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მიზნის მისაღწევად სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ უზრუნველყოს ცენტრის წვდომა მის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე წარმოებულ რეესტრზე. 5. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების“ მე-12 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნის მისაღწევად, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ვალდებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „დ“, „ზ“ ქვეპუნქტებში, იმავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტსა და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტებში განსაზღვრული ინფორმაციის ასასახი ველების გარდა უზრუნველყოს რეესტრში შემდეგი ინფორმაციის ველების ასახვა: ა) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულების სახელწოდება ქართულ ენაზე; ბ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულების სამართლებრივი ფორმა და საიდენტიფიკაციო კოდი; გ) პროფესიული სპეციალიზაცია; დ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა (თვეებში); ე) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კრედიტების რაოდენობა; ვ) თითოეულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დასაფინანსებელ სტუდენტთა რაოდენობა; ზ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულების მიერ დადგენილი სწავლის საფასურის ოდენობა თითოეულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე; თ) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობა; ი) ვაუჩერული დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა; კ) ვაუჩერული დაფინანსების ოდენობა კონკრეტულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე; ლ) კვარტალში სასწავლო თვეების რაოდენობა; მ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების საბანკო რეკვიზიტი. 6. ამ მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრულ რეესტრში ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „დ“, „ზ“ და ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „თ“, „ი“, „კ“ ქვეპუნქტებში განსაზღვრული ინფორმაციის ასახავაზე/შეცვლაზე და სისწორეზე პასუხისმგებელია სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. 7. ამ მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრულ რეესტრში ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და ამ მუხლის მე-5 პუნქტის „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „ლ“, „მ“ ქვეპუნქტებში განსაზღვრული ინფორმაციის ასახავაზე/შეცვლაზე და სისწორეზე პასუხისმგებელია ამ მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრული დაწესებულება. 8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებში განსაზღვრული ნებისმიერი ინფორმაციის ცვლილება იმავე პუნქტებში განსაზღვრულმა სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ/დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ დაუყოვნებლივ, მაგრამ არუგვიანეს 1 (ერთი) დღისა.“ |
მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები