დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 145/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი |
მიღების თარიღი | 12/07/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/07/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 08/12/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.017768 |
|
„საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 110725032, 28/07/2011, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016164) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის“:
1. პირველი მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. რეესტრს აწარმოებს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (შემდგომში – მართვის სისტემა).“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში შესატანი მე-3 მუხლის 11 პუნქტითა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები განთავსებულია ავტორიზაციის პროცესის განსახორციელებლად შექმნილ ხარისხის მართვის ელექტრონულ სისტემაში, რომლის მართვისა და გამოყენების წესი მტკიცდება სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში - ცენტრი) დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“; გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ხარისხის მართვის ელექტრონულ სისტემაზე წვდომა/დაშვება აქვს მართვის სისტემას, საჭიროების შემთხვევაში, მისი შემდგომი მიღების, დამუშავებისა და გამოყენების მიზნით.“. 2. მე-2 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მართვის სისტემა უფლებამოსილია, რეესტრის წარმოების მიზნით, მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს რეესტრის წარმოების მექანიზმები, მათ შორის, რეესტრზე წვდომის/დაშვების, რეესტრში ინფორმაციის შეტანისა და ინფორმაციის დამუშავების წესები და პირობები.“; ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ელექტრონული მონაცემების შეგროვებისა და დამუშავებისათვის მართვის სისტემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილია მიიღოს და გამოიყენოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცული პერსონალური მონაცემები.“; დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ წესით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესაძლებელია განისაზღვროს რეესტრში სხვა ინფორმაციის ასახვის აუცილებლობაც, რაც განპირობებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების ეფექტიანად შესრულებისა და ინფორმაციის სისტემატიზაციის ინტერესებით.“; ე) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. გარდა ამ წესის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტისა და აბსოლუტური ქულებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტისა, ელექტრონული მონაცემების შეგროვებისა და დამუშავებისათვის მართვის სისტემა უფლებამოსილია მიიღოს და გამოიყენოს ასევე სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში დაცული სხვა პერსონალური მონაცემებიც.“; 3. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „კ“-„ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებს რეესტრში ასახავს მართვის სისტემა, რისთვისაც ცენტრი, მასსა და მართვის სისტემას შორის შეთანხმებული ფორმით, აწვდის ავტორიზაციის საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისთანავე არსებულ ინფორმაციას, არაუგვიანეს მისი მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას – გამოქვეყნებიდან ორი სამუშაო დღის ვადაში.“; 4. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ და „ზ2“ ქვეპუნქტები: „ზ1) საგანმანათლებლო დაწესებულების ბეჭდის, შტამპის და სატიტულო ფურცლის დასკანერებული ნიმუშები, მათი დამტკიცების / გაუქმების თარიღების მითითებით; ზ2) საგანმანათლებლო დაწესებულების ფუნქციონირების პერიოდში არსებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების დასკანერებული ნიმუშები, მათი მოქმედების ვადის მითითებით;“; 5. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი: „თ1) საგანმანათლებლო დაწესებულების ბეჭდის, შტამპის და სატიტულო ფურცლის დასკანერებული ნიმუშები, მათი დამტკიცების / გაუქმების თარიღების მითითებით;“; 6. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ შესატანი ინფორმაცია 1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრი მოიცავს საბაკალავრო, ერთსაფეხურიანი სამედიცინო, სამაგისტრო, სადოქტორო, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, ქართულ ენაში მომზადების, ვეტერინარის მომზადებისა და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ შემდეგ ინფორმაციას: ა) საგანმანათლებლო პროგრამების სახელწოდება და მისანიჭებელი კვალიფიკაცია; ბ) ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამების ავტორიზებულ რეჟიმში მოქმედების თაობაზე ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების ნომრის, თარიღისა და მათი მოქმედების ვადის მითითებით; გ) ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილების ნომრის, თარიღისა და მათი მოქმედების ვადის მითითებით; დ) საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ენა; ე) საგანმანათლებლო პროგრამის საფეხური; ვ) სხვა ინფორმაცია, რომელიც განისაზღვრება ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებს რეესტრში ასახავს მართვის სისტემა, რისთვისაც ცენტრი, მასსა და მართვის სისტემას შორის შეთანხმებული ფორმით, აწვდის შესაბამისი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისთანავე არსებულ ინფორმაციას, არაუგვიანეს მისი მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო შესაბამისი საბჭოს გადაწყვეტილებას - გამოქვეყნებიდან ორი სამუშაო დღის ვადაში.“. 7. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლის გაგრძელების უფლების მქონე პირთა (აბიტურიენტების) შესახებ, მართვის სისტემის მიერ შეიტანება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ა “, „ დ “ და „ კ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებულ კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტსა და აბსოლუტური ქულებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტში ასახულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამ ინფორმაციის მართვის სისტემისათვის მიწოდებიდან არაუგვიანეს ათი დღის ვადაში.“; 8. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ რეესტრში შეტანილი ინფორმაციის გადამოწმება (მონიტორინგი) ხორციელდება მართვის სისტემის უფროსის ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით.“. 9. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ რეესტრში ინფორმაციის დროულად შეუტანლობა შეიძლება გახდეს მართვის სისტემის მხრიდან რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით განსახორციელებელი შესაბამისი მოქმედების შეჩერების ან მოქმედების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძველი.“. 10. მე-19 მუხლი ამოღებულ იქნეს. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები