უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმის დამტკიცების შესახებ

  • Word
უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 126/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 22/07/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110725031, 28/07/2011
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016163
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
126/ნ
22/07/2011
ვებგვერდი, 110725031, 28/07/2011
430210000.22.022.016163
უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/07/2011 - 26/03/2012)

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №126/ნ

2011 წლის 22 ივლისი

ქ. თბილისი

უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტებ ის - დიპლომისა და პროფესიული დიპლომის ფორმებ ის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტის, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „მ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის 37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმა დანართი №1-ის შესაბამისად.

2. დამტკიცდეს პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის პროფესიული დიპლომის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად.

3 . ძალადაკარგულად გამოცხადდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 24 მარტის 162 ბრძანება.

4 . ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. შაშკინი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №1

უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმა

    მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. ეს დანართი ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (შემდგომში დაწესებულება) მიერ გასაცემი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმას.

2. ამ დანართით გათვალისწინებული დიპლომი გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად.

3. დიპლომის გაცემაზე უფლებამოსილია ის დაწესებულება, რომელმაც/რომლის სტრუქტურულმა ერთეულმა/ფილიალმა მოახდინა კვალიფიკაციის/აკადემიური ხარისხის მინიჭება ან მისი უფლებამონაცვლე.

    მუხლი 2. დიპლომის მონაცემები

1. დიპლომი, გარდა ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სახელმწიფოს მიერ არაღიარებული დიპლომისა, არის მკაცრი აღრიცხვის ფორმა, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ დამცავ ნიშნებს:

ა) მთელი ზედაპირი დაფარული უნდა იყოს დამცავი (გილოშერული) ბადით, ბადეების სამი სახის ერთდროული გამოყენებით;

ბ) ულტრაიისფერი სხივების ქვეშ დიპლომის სახიან მხარეზე დასმული ნიშანი (ლოგო), დიპლომის სერიისა და ინდივიდუალური ნომრის გამოსახულება უნდა გამოსცემდეს ლუმინესცენციას.

2. დიპლომის ფორმაზე პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს:

ა) დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით;

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი, დიპლომის სერია (ლათინური ასოები ) და ექვსნიშნა ინდივიდუალური ნომერი (თანმიმდევრული არაბული ციფრებით) ;

გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალები –  ,,სფს’’.

3. დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომი შედგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე და, დაწესებულების გადაწყვეტილებით, რომელიმე უცხოურ ენაზე/ენებზე.

4. დიპლომის სხვადასხვა ენაზე შედგენის მიუხედავად ,გამოიყენება ხელმოწერაზე პასუხისმგებელი პირის ავთენტიკური ხელმოწერა.

5. დიპლომზე უნდა მიეთითოს:

ა) წარწერა საქართველო , რომელიც უნდა განთავსდეს დიპლომის ზედა ცენტრალურ ადგილზე;

) დაწესებულების სრული სახელწოდება (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მითითების გარეშე);

) დაწესებულების ლოგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

) „შუალედური კვალიფიკაციის დამადასტურებული დიპლომი“, ბაკალავრის დიპლომი , დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის დიპლომი , მაგისტრის დიპლომი ან „დოქტორის დიპლომი“;

ე) ამ მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტით განსაზღვრული დიპლომის სერია (ლათინური ასოები ) და ექვსნიშნა ინდივიდუალური ნომერი (თანმიმდევრული არაბული ციფრებით);

) კვალიფიკაციის/ აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანოს სახელწოდება;

) კვალიფიკაციის/ აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ნომერი, თარიღი ( რიცხვი, თვე, წელი) ;

) იმ პირის სახელი და გვარი, რომელსაც მიენიჭა კვალიფიკაცია/ აკადემიური ხარისხი;

ი) მინიჭებული კვალიფიკაცია/აკადემიური ხარისხი;

კ) დამატებითი სპეციალობა (არსებობის შემთხვევაში);

) იმ ერთეულის ხელმძღვანელის სახელი და გვარი (სრულად ), ხელმოწერა, რომელმაც მიანიჭა კვალიფიკაცია/აკადემიური ხარისხი ;

) დაწესებულების ხელმძღვანელის სახელი და გვარი (სრულად ), ხელმოწერა;

) ადგილი, სადაც გაიცა დიპლომი;

) დიპლომის გაცემის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

) დაწესებულების ბეჭედი;

) დიპლომის სარეგისტრაციო ნომერი დიპლომებ ისა და დუბლიკატების ერთიან რეესტრში.

6. ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შედეგად გაცემულ დიპლომში მიეთითება პროგრამის განმახორციელებელი ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“, „გ“, „ვ“, „ლ“, „მ“, „პ“, „ჟ“ გათვალისწინებული მონაცემები.

7. დოქტორის დიპლომში ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გარდა დამატებით მიეთითება სადისერტაციო ნაშრომის სათაური.

8 . დიპლომი ამ დანართით დადგენილი მონაცემების გარდა შესაძლებელია შეიცავდეს დაწესებულების მიერ განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

9. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი წარმოადგენს დაწესებულების სახელწოდებას დიპლომის გაცემის მომენტში. დაწესებულების გადაწყვეტილებით, ეს მონაცემი შეიძლება იყოს დაწესებულების ის სახელწოდება, რაც მას ჰქონდა სტუდენტის სწავლის პერიოდში ან მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების მომენტში.

    მუხლი 3. დიპლომის დუბლიკატი

1. დუბლიკატი გაიცემა იმ პირზე, რომლის დიპლომი აღარ არსებობს ან გახდა გამოსაყენებლად უვარგისი.

2. დუბლიკატის გაცემაზე უფლებამოსილია ამ დანართის პირველი მუხლის მე- 3 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულება.

3. დუბლიკატის შედგენისას ივსება დაწესებულების მიერ დამტკიცებული შესაბამისი დიპლომის ფორმა, რომელსაც დაესმება შტამპი აღნიშვნით „დუბლიკატი“.

4. თუ კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით არ დგინდება დიპლომის ფორმისათვის განსაზღვრული სავალდებულო მონაცემების შესაბამისი სრული ინფორმაცია, დუბლიკატის გაცემაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია დუბლიკატში ასახოს მხოლოდ ის ინფორმაცია, რომლის დადასტურებაც შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. დიპლომის დუბლიკატის რეგისტრაცია ხდება დიპლომებისა და დუბლიკატების ერთიან რეესტრში .

    მუხლი 4. დიპლომის ფორმის, გაცემული დიპლომისა და დუბლიკატის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

1. დაწესებულება ვალდებულია დიპლომის დამტკიცებული ფორმ გამოაქვეყნოს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე, ატვირთოს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში (შემდგომში რეესტრი) და ერთი ეგზემპლარი წარადგინოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.

2. დაწესებულება ვალდებულია დიპლომის/დუბლიკატის შევსებიდან 10 დღის ვადაში რეესტრში ატვირთოს დიპლომის/დუბლიკატის ელექტრონული ასლი, აგრეთვე ასახოს შემდეგი მონაცემები: დიპლომის/დუბლიკატისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი, სერია, ინდივიდუალური ნომერი. დაწესებულება ვალდებულია , აგრეთვე, აღნიშნულ ინფორმაციაში ცვლილების შეტანისას რეესტრში ასახოს შესაბამისი ცვლილება.

    მუხლი 5. გარდამავალი დებულებები

1. იმ პირებზე, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაასრულებენ დიპლომირებული სპეციალისტის (პროფესიული უმაღლესი განათლების) საგანმანათლებლო პროგრამას, გაიცემა დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომი, რომელიც შეიცავს ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ მონაცემებს. ამასთან, ამ დანართის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემის ნაცვლად მიეთითება „დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომი“.

2 . იმ პირებზე გაცემული დიპლომი, რომლებმაც „ უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამებით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დიპლომირებული სპეციალისტი, დოქტორანტურა) სწავლებაზე სრულ გადასვლამდე დაასრულეს ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა, მიენიჭათ შესაბამისი კვალიფიკაცია/ აკადემიური ხარისხი და დაწესებულების გადაწყვეტილებით მოიპოვეს უმაღლესი განათლების დიპლომის მიღების უფლება, მაგრამ არ მიუღიათ იგი, შეიცავს ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ მონაცემებს, გარდა ამავე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულისა. უმაღლესი განათლების დიპლომი დამატებით უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) მითითება უმაღლესი განათლების დიპლომი ;

) საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა;

გ) იმ ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხელმძღვანელის სახელი და გვარი (სრულად), ხელმოწერა, რომელიც არის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფლებამონაცვლე ან ახორციელებს შესაბამისი მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დიპლომში ამ დანართის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი მოიცავს კვალიფიკაციის/აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი დაწესებულების/დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის/ფილიალის სახელწოდება.

4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დიპლომის დუბლიკატის გაცემა ხდება ამ მუხლითა და ამ დანართის მე-2 და მე-3 მუხლებით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.


დანართი №2

პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – პროფესიული დიპლომის ფორმა

    მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. ეს დანართი ადგენს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულების (შემდგომში დაწესებულება) მიერ გასაცემი პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – პროფესიული დიპლომის ფორმას.

2. პროფესიული დიპლომის გაცემაზე უფლებამოსილია ის დაწესებულება, რომელმაც/რომლის სტრუქტურულმა ერთეულმა/ფილიალმა მოახდინა პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭება ან მისი უფლებამონაცვლე.

    მუხლი 2. პროფესიული დიპლომის მონაცემები

1. პროფესიული დიპლომი არის მკაცრი აღრიცხვის ფორმა, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ დამცავ ნიშნებს:

ა) მთელი ზედაპირი დაფარული უნდა იყოს დამცავი (გილოშერული) ბადით, ბადეების სამი სახის ერთდროული გამოყენებით;

ბ) ულტრაიისფერი სხივების ქვეშ პროფესიული დიპლომის სახიან მხარეზე დასმული ნიშანი (ლოგო), დიპლომის სერიისა და ინდივიდუალური ნომრის გამოსახულება უნდა გამოსცემდეს ლუმინესცენციას.

2. პროფესიულ დიპლომზე პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს:

ა) დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით;

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი, დიპლომის სერია (ლათინური ასოები ) და ექვსნიშნა ინდივიდუალური ნომერი (თანმიმდევრული არაბული ციფრებით) ;

გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალები – ,,სფს’’.

3. პროფესიული დიპლომი შედგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე და, დაწესებულების გადაწყვეტილებით, რომელიმე უცხოურ ენაზე/ენებზე.

4. დიპლომის სხვადასხვა ენაზე შედგენის მიუხედავად გამოიყენება ხელმოწერაზე პასუხისმგებელი პირის ავთენტიკური ხელმოწერა.

5. პროფესიულ დიპლომზე უნდა მიეთითოს:

ა) წარწერა საქართველო , რომელიც უნდა განთავსდეს დიპლომის ზედა ცენტრალურ ადგილზე;

) დაწესებულების სრული სახელწოდება (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მითითების გარეშე);

) დაწესებულების ლოგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

) „პროფესიული დიპლომი“;

ე) ამ მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტით განსაზღვრული პროფესიული დიპლომის სერია (ლათინური ასოებით) და ინდივიდუალური ნომერი;

) კვალიფიკაციის მიმნიჭებელი ორგანოს სახელწოდება;

) კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ნომერი, რიცხვი, თვე, წელი;

) იმ პირის სახელი და გვარი, რომელსაც მიენიჭა კვალიფიკაცია;

ი) მინიჭებული კვალიფიკაციის დასახელება (საფეხურის მითითებით);

) დაწესებულების ხელმძღვანელის სახელი და გვარი (სრულად ), ხელმოწერა;

) ადგილი, სადაც გაიცა პროფესიული დიპლომი;

) პროფესიული დიპლომის გაცემის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

) დაწესებულების ბეჭედი;

) პროფესიული დიპლომის სარეგისტრაციო ნომერი პროფესიული დიპლომისა და დუბლიკატის რეგისტრაციის მიზნით წარმოებულ რეესტრში.

6 . პროფესიული დიპლომი ამ დანართით განსაზღვრული მონაცემების გარდა შესაძლებელია, შეიცავდეს დაწესებულების მიერ დადგენილ სხვა ინფორმაციას, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი წარმოადგენს დაწესებულების სახელწოდებას დიპლომის გაცემის მომენტში. დაწესებულების გადაწყვეტილებით ეს მონაცემი შეიძლება იყოს დაწესებულების ის სახელწოდება, რაც მას ერქვა სტუდენტის მიერ სწავლის პერიოდში ან პროფესიული სტუდენტისათვის კვალიფიკაციის მინიჭების მომენტში.

    მუხლი 3. პროფესიული დიპლომის დუბლიკატი

1. დუბლიკატი გაიცემა იმ პირზე, რომლის პროფესიული დიპლომი აღარ არსებობს ან გახდა გამოსაყენებლად უვარგისი.

2. დუბლიკატის გაცემაზე უფლებამოსილია ამ დანართის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულება.

3. დუბლიკატის შედგენისას ივსება დაწესებულების მიერ დამტკიცებული პროფესიული დიპლომის ფორმა, რომელსაც დაესმება შტამპი აღნიშვნით „დუბლიკატი“.

4 . პროფესიული დიპლომის დუბლიკატის რეგისტრაცია ხდება პროფესიული დიპლომებისა და დუბლიკატების ერთიან რეესტრში .

    მუხლი 4. პროფესიული დიპლომის ფორმის, გაცემული პროფესიული დიპლომისა და დუბლიკატის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

1. დაწესებულება ვალდებულია, პროფესიული დიპლომის დამტკიცებული ფორმ გამოაქვეყნოს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე, ატვირთოს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში (შემდგომში – რეესტრი) და ერთი ეგზემპლარი წარადგინოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში .

2. დაწესებულება ვალდებულია, პროფესიული დიპლომის/დუბლიკატის შევსებიდან 10 დღის ვადაში რეესტრში ატვირთოს დიპლომის/დუბლიკატის ელექტრონული ასლი და ასახოს შემდეგი მონაცემები: პროფესიული დიპლომის/დუბლიკატისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი, სერია, ინდივიდუალური ნომერი. დაწესებულება ვალდებულია აგრეთვე, აღნიშნულ ინფორმაციაში ცვლილების შეტანისას რეესტრში ასახოს შესაბამისი ცვლილება.

14. 06/10/2023 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 96/ნ - ვებგვერდი, 09/10/2023 13. 20/05/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 18/ნ - ვებგვერდი, 21/05/2021 12. 23/02/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 13/ნ - ვებგვერდი, 24/02/2021 11. 29/05/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 98/ნ - ვებგვერდი, 30/05/2019 10. 12/08/2015 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 101/ნ - ვებგვერდი, 12/08/2015 9. 20/07/2015 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 75/ნ - ვებგვერდი, 21/07/2015 8. 22/10/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 138/ნ - ვებგვერდი, 24/10/2014 7. 05/03/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 24/ნ - ვებგვერდი, 06/03/2014 6. 07/06/2013 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 65/ნ - ვებგვერდი, 11/06/2013 5. 27/09/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 202/ნ - ვებგვერდი, 27/09/2012 4. 10/09/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 177/ნ - ვებგვერდი, 11/09/2012 3. 21/05/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 100/ნ - ვებგვერდი, 22/05/2012 2. 29/03/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 74/ნ - ვებგვერდი, 02/04/2012 1. 26/03/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 67/ნ - ვებგვერდი, 28/03/2012