„უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების – დიპლომისა და პროფესიული დიპლომის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №126/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 138/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 22/10/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016873
138/ნ
22/10/2014
ვებგვერდი, 24/10/2014
430210000.22.022.016873
„უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების – დიპლომისა და პროფესიული დიპლომის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №126/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №138/ნ

2014 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების – დიპლომისა და პროფესიული დიპლომის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №126/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების – დიპლომისა და პროფესიული დიპლომის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №126/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 110725031, 28.07.2011; სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016163) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმის“ მე-2 მუხლის:

1. მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61  და 62 პუნქტები:

„61. საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია უცხო ქვეყნის აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ერთად გასცეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპლომი, იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტის მიერ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მესამე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლება აღიარებულ იქნება საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ კვალიფიკაციის მინიჭების მიზნებისთვის.

62. ამ მუხლის 61 პუნქტის შესაბამისად გაცემულ დიპლომში ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების გარდა, მიეთითება შემდეგი მონაცემები:

ა) იმ დაწესებულებების სრული სახელწოდება (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მითითების გარეშე), რომლებშიც პირმა მიიღო განათლება;

ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დიპლომის სერია (ლათინური ასოებით) და ექვსნიშნა ინდივიდუალური ნომერი (თანმიმდევრული არაბული ციფრებით);

გ) აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანოს სახელწოდება;

დ) აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ნომერი, თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

ე) იმ პირის სახელი და გვარი, რომელსაც მიენიჭა აკადემიური ხარისხი;

ვ) მინიჭებული აკადემიური ხარისხი;

ზ) დიპლომის ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირის/პირების სახელი, გვარი და ხელმოწერა;

თ) ადგილი, სადაც გაიცა დიპლომი;

ი) დიპლომის გაცემის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

კ) დიპლომის სარეგისტრაციო ნომერი დიპლომებისა და დუბლიკატების ერთიან რეესტრში.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე