დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების - დიპლომისა და პროფესიული დიპლომის ფორმების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №126/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 100/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 21/05/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/05/2012 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/06/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.016366 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №100/ნ
2012 წლის 21 მაისი
ქ. თბილისი
„უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების – დიპლომისა და პროფესიული დიპლომის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №126/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების – დიპლომისა და პროფესიული დიპლომის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №126/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმაში (დანართი №1) (ვებგვერდი, 110725031, 28.07.2011, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016163) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. მე-2 მუხლის 71 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„71. საქართველოში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელ დოკუმენტში – დიპლომში, ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“, „ე“, „თ“, „ი“, „კ“, „ნ“, „ო“, „ჟ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების გარდა, დამატებით მიეთითება:
ა) ცენტრის სრული სახელწოდება (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მითითების გარეშე);
ბ) ცენტრის ლოგო;
გ) ცენტრის ხელმძღვანელის სახელი და გვარი (სრულად), ხელმოწერა;
დ) ცენტრის ბეჭედი.“.
2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 72 პუნქტი:
„72 საქართველოში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის შინაარსი უნდა იძლეოდეს კვალიფიკაციის იდენტიფიცირების საშუალებას.”.
3. მე-5 მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„31. საქართველოში, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამებით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დიპლომირებული სპეციალისტი, დოქტორანტურა) სწავლებაზე სრულ გადასვლამდე ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი შეიცავს ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი – მე-4, 71, 72 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებს და ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მონაცემს ასეთის არსებობის შემთხვევაში.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივნისიდან.
დ. შაშკინი
დოკუმენტის კომენტარები