დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების - დიპლომისა და პროფესიული დიპლომის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №126/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 65/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/06/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/06/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.016585 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების – დიპლომისა და პროფესიული დიპლომის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №126/ნ ბრძანებით (ვებგვერდი, 28/07/2011, სარეგისტრაციო კოდი – 430210000.22.022.016163) დამტკიცებულ ,,უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმაში“ (დანართი №1) შევიდეს ცვლილება და:
1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. დიპლომის გაცემაზე უფლებამოსილია საქართველოს საპატრიარქო „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 895 მუხლის შესაბამისად.“. 2. მე-2 მუხლს: ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. საქართველოს საპატრიარქოს მიერ გაცემული დიპლომი შედგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გადაწყვეტილებით, რომელიმე უცხოურ ენაზე/ენებზე.“; ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 73 პუნქტი: „73. საქართველოს საპატრიარქოს მიერ გაცემულ დოქტორის დიპლომში, ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“, „ნ“, „ო“, „ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების გარდა, მიეთითება: ა) საქართველოს საპატრიარქო; ბ) საქართველოს საპატრიარქოს ლოგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) „დოქტორის დიპლომი“; დ) სადისერტაციო ნაშრომის სათაური; ე) კვალიფიკაციის/აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანოს ხელმძღვანელის სასულიერო წოდება და სახელი (სრულად), ხელმოწერა, რომელმაც მიანიჭა კვალიფიკაცია/აკადემიური ხარისხი; ვ) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბეჭედი.“. 3. მე-3 მუხლს: ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. საქართველოს საპატრიარქოს მიერ გაცემული დიპლომის დუბლიკატის გაცემას ახორციელებს საქართველოს საპატრიარქო.“; ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: ,,31. საქართველოს საპატრიარქოს მიერ გასაცემი დიპლომის დუბლიკატის შედგენისას ივსება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დამტკიცებული შესაბამისი დიპლომის ფორმა, რომელსაც დაესმება შტამპი აღნიშვნით „დუბლიკატი“.“ |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები