დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების – დიპლომისა და პროფესიული დიპლომის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №126/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 101/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 12/08/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/08/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.017007 |
|
„უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების – დიპლომისა და პროფესიული დიპლომის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №126/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების – დიპლომისა და პროფესიული დიპლომის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №126/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 110725031, 28.07.2011 წ., სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016163) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:
1. პირველი პუნქტით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმის“(დანართი №1): ა) მე-2 მუხლის: ა.ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ულტრაიისფერი სხივების ქვეშ დიპლომის სახიან მხარეზე დასმული ნიშანი (ლოგო/გერბი), დიპლომის სერიისა და ინდივიდუალური ნომრის გამოსახულება უნდა გამოსცემდეს ლუმინესცენციას;“ ა.ბ) მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) დაწესებულების ლოგო/გერბი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);“; ა.გ) 73 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საქართველოს საპატრიარქოს ლოგო/გერბი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);“; ბ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. 2016 წლის პირველ იანვრამდე გაცემულ დიპლომზე ამ დანართის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და 62 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაწესებულების სრული სახელწოდება შესაძლებელია, მიეთითოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მითითების გარეშეც.“. 2. მე-2 პუნქტით დამტკიცებული „პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – პროფესიული დიპლომის ფორმის“ (დანართი №2): ა) მე-2 მუხლის: ა.ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ულტრაიისფერი სხივების ქვეშ პროფესიული დიპლომის სახიან მხარეზე დასმული ნიშანი (ლოგო/გერბი), დიპლომის სერიისა და ინდივიდუალური ნომრის გამოსახულება უნდა გამოსცემდეს ლუმინესცენციას.“; ა.ბ) მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) დაწესებულების ლოგო/გერბი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);“; ბ) მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 მუხლი: „მუხლი 5. გარდამავალი დებულებები 2016 წლის პირველ იანვრამდე გაცემულ პროფესიულ დიპლომზე ამ დანართის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაწესებულების სრული სახელწოდება შესაძლებელია, მიეთითოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მითითების გარეშეც.“ . |
მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები