დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების – დიპლომისა და პროფესიული დიპლომის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №126/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 177/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 10/09/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/09/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.016444 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №1 77/ნ
2012 წლის 10 სექტემბერი
ქ. თბილისი
„უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების – დიპლომისა და პროფესიული დიპლომის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №126/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების – დიპლომისა და პროფესიული დიპლომის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №126/ნ ბრძანების (ვებგვერდი, 110725031, 28.07.2011, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016163) პირველი პუნქტით დამტკიცებულ „უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმის” (დანართი №1) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
,,7. ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაცემული დიპლომი/დიპლომის დუბლიკატი, რომელიც არ აკმაყოფილებს დიპლომის/დიპლომის დუბლიკატის გაცემის დროისთვის დამტკიცებულ დიპლომის/დიპლომის დუბლიკატის ფორმას, თუმცა შესაბამისობაშია ამ დანართის მე-2 და მე-3 მუხლებთან, ჩაითვალოს ამ ბრძანების შესაბამისად გაცემულად.“
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ . დეკანოიძე
დოკუმენტის კომენტარები