დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების – დიპლომისა და პროფესიული დიპლომის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №126/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 202/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 27/09/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/09/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.016468 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №202/ნ
2012 წლის 27 სექტემბერი
ქ. თბილისი
„უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების – დიპლომისა და პროფესიული დიპლომის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №126/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების – დიპლომისა და პროფესიული დიპლომის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №126/ნ ბრძანების (ვებგვერდი, 110725031, 28.07.2011; სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016163) პირველი პუნქტით დამტკიცებულ „უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმის” (დანართი №1) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
,,8 . უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ იმ პირებზე გაცემული დიპლომი, რომელთაც 2006-2007 სასწავლო წლის ბოლოს დაასრულეს სასწავლო პროცესი და კვალიფიკაცია მიენიჭათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალის ან ამ ფილიალის ბაზაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, ჩაითვალოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად გაცემულად.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ. დეკანოიძე
დოკუმენტის კომენტარები