„უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების - დიპლომისა და პროფესიული დიპლომის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №126/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების - დიპლომისა და პროფესიული დიპლომის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №126/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 67/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 26/03/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/03/2012
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016333
  • Word
67/ნ
26/03/2012
ვებგვერდი, 28/03/2012
430210000.22.022.016333
„უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების - დიპლომისა და პროფესიული დიპლომის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №126/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება 67/ნ

2012 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების – დიპლომისა და პროფესიული დიპლომის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №126/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების – დიპლომისა და პროფესიული დიპლომის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №126/ნ ბრძანებაში (ვებგვერდი, 110725031, 28.07.2011 , სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016163) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. დამტკიცდეს საქართველოში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის – პროფესიული დიპლომის/დიპლომის გაცემის საფასური დანართი №3-ის შესაბამისად.“ .

2. ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმ ის“ (დანართი №1):

ა) პირველი მუხლის:

ა.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგ რედაქციით:

„1. ეს დანართი ადგენს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმას.“;

ა.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დიპლომის გაცემაზე უფლებამოსილია შესაბამისად ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება), რომელმაც/რომლის სტრუქტურულმა ერთეულმა/ფილიალმა მოახდინა კვალიფიკაციის/აკადემიური ხარისხის მინიჭება ან მისი უფლებამონაცვლე ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი).“;

ბ) მე-2 მუხლის:

ბ.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დიპლომი შედგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე და, დაწესებულების/ცენტრის გადაწყვეტილებით, რომელიმე უცხოურ ენაზე/ენებზე.“;

ბ.ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. საქართველოში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელ დოკუმენტში – დიპლომში, ამ მუხლის მე-5 პუნქტის , „ბ“, , , , , , , , ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების გარდა დამატებით მიეთითება:

ა) ცენტრის სრული სახელწოდება (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მითითების გარეშე);

ბ) ცენტრის ლოგო;

გ) ცენტრის ხელმძღვანელის სახელი და გვარი (სრულად), ხელმოწერა;

დ) ცენტრის ბეჭედი.“;

ბ.გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. დიპლომი ამ დანართით დადგენილი მონაცემების გარდა შესაძლებელია შეიცავდეს დაწესებულების/ცენტრის მიერ განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.“;

გ) მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დუბლიკატის გაცემაზე უფლებამოსილია ამ დანართის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულება/ცენტრი.

3. დუბლიკატის შედგენისას ივსება დაწესებულების/ცენტრის მიერ დამტკიცებული შესაბამისი დიპლომის ფორმა, რომელსაც დაესმება შტამპი აღნიშვნით „დუბლიკატი“.“;

დ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. დიპლომის ფორმის, გაცემული დიპლომისა და დუბლიკატის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

1. დაწესებულება/ცენტრი ვალდებულია დიპლომის დამტკიცებული ფორმა გამოაქვეყნოს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე და ატვირთოს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში (შემდგომში – რეესტრი). დაწესებულება ვალდებულია დიპლომის დამტკიცებული ფორმის ერთი ეგზემპლარი წარადგინოს ცენტრში.

2. დაწესებულება/ცენტრი ვალდებულია დიპლომის/დუბლიკატის შევსებიდან 10 დღის ვადაში რეესტრში ატვირთოს დიპლომის/დუბლიკატის ელექტრონული ასლი, აგრეთვე ასახოს შემდეგი მონაცემები: დიპლომის/დუბლიკატისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი, სერია, ინდივიდუალური ნომერი. დაწესებულება/ცენტრი ვალდებულია, აგრეთვე, აღნიშნულ ინფორმაციაში ცვლილების შეტანისას რეესტრში ასახოს შესაბამისი ცვლილება.“;

ე) მე-5 მუხლის:

ე.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იმ პირებზე გაცემული დიპლომი, რომლებმაც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამებით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დიპლომირებული სპეციალისტი, დოქტორანტურა) სწავლებაზე სრულ გადასვლამდე დაასრულეს ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა, მიენიჭათ შესაბამისი კვალიფიკაცია/აკადემიური ხარისხი და დაწესებულების გადაწყვეტილებით მოიპოვეს უმაღლესი განათლების დიპლომის მიღების უფლება, მაგრამ არ მიუღიათ იგი, შეიცავს ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ მონაცემებს, გარდა ამავე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ და „“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულისა. უმაღლესი განათლების დიპლომი დამატებით უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) მითითება „უმაღლესი განათლების დიპლომი“;

ბ) საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა;

გ) იმ ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხელმძღვანელის სახელი და გვარი (სრულად), ხელმოწერა, რომელიც არის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფლებამონაცვლე ან ახორციელებს შესაბამისი მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებს.“;

ე.ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. საქართველოში, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამებით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დიპლომირებული სპეციალისტი, დოქტორანტურა) სწავლებაზე სრულ გადასვლამდე ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი შეიცავს ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი – მე-4, 71 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებს, გარდა ამავე მუხლის მე-5 პუნქტის ქვეპუნქტისა, და ამ მუხლის მე-2 პუნქტის და ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებს.“;

ე.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის პირველი, მე-2 და 31 პუნქტებით გათვალისწინებული დიპლომის დუბლიკატის გაცემა ხდება ამ მუხლითა და ამ დანართის მე-2 და მე-3 მუხლებით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.“;

ე.დ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

„5. ამ დანართით გათვალისწინებული დიპლომის გაცემის უფლება აქვთ ასევე ავტორიზაციაგაუქმებულ დაწესებულებებს, ავტორიზაციის გაუქმებიდან 6 თვის განმავლობაში.

6. ის დაწესებულებები, რომელთაც ავტორიზაცია გაუუქმდათ ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე უფლებამოსილნი არიან გასცენ ამ დანართით გათვალისწინებული დიპლომი ამ ბრძანების ძალაში შესვლიდან 6 თვის განმავლობაში. აღნიშნული უფლებამოსილებით სარგებლობენ ასევე ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებშიც აღარ ირიცხებიან პირები.“;

3. ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – პროფესიული დიპლომის ფორმ ის“ (დანართი №2):

ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. ეს დანართი ადგენს პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – პროფესიული დიპლომის ფორმას.

2. პროფესიული დიპლომის გაცემაზე უფლებამოსილია შესაბამისად ის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება), რომელმაც/რომლის სტრუქტურულმა ერთეულმა/ფილიალმა მოახდინა პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭება ან მისი უფლებამონაცვლე ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი).“;

ბ) მე-2 მუხლის:

ბ.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროფესიული დიპლომი შედგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე და, დაწესებულების/ცენტრის გადაწყვეტილებით, რომელიმე უცხოურ ენაზე/ენებზე.“;

ბ.ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. საქართველოში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელ დოკუმენტში – პროფესიულ დიპლომში, ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „თ“, „ი“, „ლ“, „მ“, „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების გარდა , დამატებით მიეთითება:

ა) ცენტრის სრული სახელწოდება (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მითითების გარეშე);

ბ) ცენტრის ლოგო;

გ) ცენტრის ხელმძღვანელის სახელი და გვარი (სრულად), ხელმოწერა;

დ) ცენტრის ბეჭედი.“;

ბ.გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. პროფესიული დიპლომი , ამ დანართით განსაზღვრული მონაცემების გარდა , შესაძლებელია შეიცავდეს დაწესებულების/ცენტრის მიერ დადგენილ სხვა ინფორმაციას, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.“;

გ) მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. დუბლიკატის გაცემაზე უფლებამოსილია ამ დანართის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულება/ცენტრი.

3. დუბლიკატის შედგენისას ივსება დაწესებულების/ცენტრის მიერ დამტკიცებული პროფესიული დიპლომის ფორმა, რომელსაც დაესმება შტამპი აღნიშვნით „დუბლიკატი“.“;

დ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. პროფესიული დიპლომის ფორმის, გაცემული პროფესიული დიპლომისა და დუბლიკატის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

1. დაწესებულება/ცენტრი ვალდებულია, პროფესიული დიპლომის დამტკიცებული ფორმა გამოაქვეყნოს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე და ატვირთოს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში (შემდგომში – რეესტრი). დაწესებულება ვალდებულია პროფესიული დიპლომის დამტკიცებული ფორმის ერთი ეგზემპლარი წარადგინოს ცენტრში.

2. დაწესებულება/ცენტრი ვალდებულია, პროფესიული დიპლომის/დუბლიკატის შევსებიდან 10 დღის ვადაში რეესტრში ატვირთოს დიპლომის/დუბლიკატის ელექტრონული ასლი და ასახოს შემდეგი მონაცემები: პროფესიული დიპლომის/დუბლიკატისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი, სერია, ინდივიდუალური ნომერი. დაწესებულება ვალდებულია , აგრეთვე, აღნიშნულ ინფორმაციაში ცვლილების შეტანისას რეესტრში ასახოს შესაბამისი ცვლილება. .

მუხლი 2.

1. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის „ე.დ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ეს ბრძანება გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის „ე.დ“ ქვეპუნქტისა ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივნისიდან.

. შაშკინი

დანართი №3

საქართველოში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის – პროფესიული დიპლომის/დიპლომის გაცემის საფასური

    მუხლი 1. საფასურის ოდენობა

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული უმაღლესი განათლების, ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, ასევე ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების მიერ მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის – პროფესიული დიპლომის/დიპლომის ან მისი დუბლიკატის გაცემის საფასურია 50 (ორმოცდაათი) ლარი.

    მუხლი 2. საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი

1. საფასური გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი მომსახურების გაწევამდე, უნაღდო ანგარიშსწორებით ცენტრის ანგარიშსწორების ანგარიშზე შეტანის გზით.

2. ცენტრის მიერ გაწეული მომსახურებისათვის გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება, თუ დაინტერესებული პირი შესაბამისი მომსახურების შესახებ განცხადების რეგისტრაციამდე უარს აცხადებს მომსახურებაზე.

3. თუ მომსახურების გაწევისას ცენტრმა დაუშვა შეცდომა, კერძოდ, დოკუმენტი გაცემულ იქნა არასწორი მონაცემებით, დაინტერესებულ პირს ხელახლა გაეწევა მომსახურება დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე. ასეთ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი უარს განაცხადებს მომსახურების ხელახლა მიღებაზე, მას უბრუნდება გადახდილი საფასური.

4. თუ საფასური გადახდილია ამ წესით დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ კანონით დადგენილ განაკვეთს შორის.

5. ამ მუხლით დადგენილი წესით საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის წერილობითი მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან 3 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური არ ბრუნდება. ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.