„უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №126/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 96/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 06/10/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018351
96/ნ
06/10/2023
ვებგვერდი, 09/10/2023
430210000.22.022.018351
„უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №126/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №96/ნ

2023 წლის 6 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №126/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №126/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 110725031, 28/07/2011, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016163) პირველი პუნქტით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმის“ (დანართი №1):

1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დიპლომის გაცემაზე უფლებამოსილია საქართველოს საპატრიარქო „უმაღლესი განათლების შესახებ“  საქართველოს კანონის 895 მუხლის შესაბამისად.”.

2. მე-2 მუხლის 62 პუნქტის შემდეგ დაემატოს 63 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

 ,,63. დაწესებულებების მიერ ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შედეგად უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების დამოუკიდებლად გაცემის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მონაცემების გარდა, თითოეულ დიპლომში დამატებით მიეთითება პროგრამის ერთობლივად განხორციელების შესახებ ინფორმაცია (პროგრამის სახელწოდების მითითების გარეშე) და პროგრამის განმახორციელებელი ყველა დაწესებულების სრული სახელწოდება (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მითითებით).“.

3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდგომი რედაქციით:

მუხლი 4. დიპლომის ფორმის, გაცემული დიპლომისა და დუბლიკატის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

1. დაწესებულება/ცენტრი ვალდებულია დიპლომის დამტკიცებული ფორმა ატვირთოს უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (შემდგომ – მართვის სისტემა). დაწესებულება ვალდებულია დიპლომის დამტკიცებული ფორმის ერთი ეგზემპლარი წარადგინოს ცენტრში.

2. დაწესებულება/ცენტრი ვალდებულია დიპლომის/დუბლიკატის შევსებიდან 10 დღის ვადაში მართვის სისტემაში ატვირთოს დიპლომის/დუბლიკატის ელექტრონული ასლი, აგრეთვე ასახოს შემდეგი მონაცემები: დიპლომის/დუბლიკატისათვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი, სერია, ინდივიდუალური ნომერი. დაწესებულება/ცენტრი ვალდებულია, აგრეთვე, აღნიშნულ ინფორმაციაში ცვლილების შეტანისას მართვის სისტემაში ასახოს შესაბამისი ცვლილება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი ამილახვარი