დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 59 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 31/01/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 040211, 04/02/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.016219 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (04/02/2011 - 24/05/2011)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №59
2011 წლის 31 იანვარი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1. „ სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 31 პუნქტის „ ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს თანდართული „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადა და საფასური“ .
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადა და საფასური
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. დაინტერესებული პირი ვალდებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ გასაწევი მომსახურებისათვის სააგენტოს ანგარიშზე მომსახურების გაწევამდე გადაიხადოს დადგენილი საფასური, გარდა მე-2 მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისა, რომლის საფასურის გადახდის პირობა დგინდება დაინტერესებულ პირსა და სააგენტოს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
2. დაინტერესებული პირი ვალდებულია სააგენტოსათვის მიმართვისას წარადგინოს მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა მე-2 მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისა, რომლის საფასურის გადახდის პირობა დგინდება დაინტერესებულ პირსა და სააგენტოს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის წარუდგენლობა მომსახურების გაწევის თაობაზე უარის თქმის საფუძველია.
4. ამ დადგენილებით გათვალისწინებული მომსახურების ვადის ათვლა იწყება დაინტერესებული პირის მიერ დადგენილი წესით სააგენტოსათვის მიმართვის მომენტიდან.
5. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
6. საფასურის ეტაპობრივი გადახდის საკითხს წყვეტს სააგენტოს უფროსი.
მუხლი 2. სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადა და საფასური
№ | მომსახურების სახე | მომსახურების ვადა | მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) |
| ||||
1 | ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის/ტრანზიტის ნებართვის გაცემა | 20 სამუშაო დღე* 10 სამუშაო დღე 5 სამუშაო დღე 1 სამუშაო დღე | უფასო 20 ლარი 40 ლარი 50 ლარი |
| ||||
2 | ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვის გაცემა | 20 სამუშაო დღე* 10 სამუშაო დღე 5 სამუშაო დღე 1 სამუშაო დღე | უფასო 10 ლარი 20 ლარი 25 ლარი |
| ||||
3 | ფიტოსანიტარიული სერტიფიკატისა და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გაცემა |
|
25 ლარი |
| ||||
4 | ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის ვეტერინარული სერტიფიკატების გაცემა |
|
50 ლარი |
| ||||
5 | სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემა, გარდა გამოფენაზე გასატანი ან/და ნიმუშად წარსადგენი სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარისა |
|
50 ლარი |
| ||||
6 | წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორიის სერტიფიკატის გაცემა |
|
50 ლარი |
| ||||
7 | ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატის ეროვნული რეჟიმით რეგისტრაცია | 3 თვე* 2 თვე 1 თვე | უფასო 300 ლარი 500 ლარი |
| ||||
| 8 | ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში: ა) პირველი რიგის ცვლილების რეგისტრაცია
|
20 სამუშაო დღე* 10 სამუშაო დღე 3 სამუშაო დღე 1 სამუშაო დღე |
უფასო 50 ლარი 100 ლარი 150 ლარი | ||||
|
| ბ) მეორე რიგის ცვლილების რეგისტრაცია | 3 თვე* 2 თვე 1 თვე | უფასო 100 ლარი 200 ლარი | ||||
| 9 | ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატის აღიარებითი რეჟიმით რეგისტრაცია | 10 სამუშაო დღე* 3 სამუშაო დღე 1 სამუშაო დღე | უფასო 200 ლარი 300 ლარი | ||||
| 10 | დაინტერესებული პირის ნებაყოფლობითი მიმართვის შემთხვევაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრაციისათვის შესაბამისი მომსახურების გაწევა სააგენტოს მიერ: |
|
| ||||
|
| ა) ექსპერტიზის საფუძველზე პესტიციდების ახალი პრეპარატული სახის რეგისტრაციისათვის შესაბამისი მომსახურების გაწევა (დოსიეს ანალიზი, ბიოლოგიური რეგლამენტების დადგენა, ადამიანის ჯანმრთელობაზე და გარემოზე ზემოქმედების შეფასება, სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადება) | 5 თვე
4 თვე
2 თვე
| 3 000 ლარი
4 000 ლარი
5 000 ლარი
| ||||
|
| ბ) ერთწლიანი სარეგისტრაციო გამოცდით (საველე ბიოლოგიური გამოცდა), პესტიციდის ახალი პრეპარატული სახის რეგისტრაციისათვის შესაბამისი მომსახურების გაწევა, რომელიც ემატება მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულებას | ინსექტიციდები – 3 000 ლარი ფუნგიციდები – 2 500 ლარი ჰერბიციდები – 1 700 ლარი თესლის შესაწამლი და სხვა – 1 600 ლარი | |||||
| ბ.ა) მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გამოცდის შემდგომ საჭიროების შემთხვევაში დამატებით მეორე წლის სარეგისტრაციო გამოცდები (საველე ბიოლოგიური გამოცდა), რომლის მომსახურების ღირებულება ემატება მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მომსახურების საფასურს | ინსექტიციდები – 1 500 ლარი ფუნგიციდები – 1 300 ლარი ჰერბიციდები – 900 ლარი თესლის შესაწამლი და სხვა – 700 ლარი | ||||||
| გ) დაინტერესებული პირის ნებაყოფლობითი მიმართვის შემთხვევაში, პესტიციდის შემოკლებული (დროებითი) ვადით რეგისტრაციისათვის სააგენტოს მიერ შესაბამისი მომსახურების გაწევა: |
| ||||||
| გ.ა) ექსპერტიზის საფუძველზე პესტიციდების შემოკლებული (დროებითი) ვადით რეგისტრაციისათვის შესაბამისი მომსახურების გაწევა (დოსიეს ანალიზი, ბიოლოგიური რეგლამენტების დადგენა, ადამიანის ჯანმრთელობაზე და გარემოზე ზემოქმედების შეფასება, სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადება) | 5 თვე
4 თვე
2 თვე
| 1 500 ლარი
2 000 ლარი
2 500 ლარი | |||||
| გ.ბ) ერთწლიანი სარეგისტრაციო გამოცდით (საველე ბიოლოგიური გამოცდა) პესტიციდების შემოკლებული (დროებითი) ვადით რეგისტრაციისათვის შესაბამისი მომსახურების გაწევა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ემატება მე-10 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულებას | ინსექტიციდები – 2 000 ლარი ფუნგიციდები – 1 700 ლარი ჰერბიციდები – 1 200 ლარი თესლის შესაწამლი და სხვა – 1 000 ლარი | ||||||
| დ) დაინტერესებული პირის ნებაყოფლობითი მიმართვის შემთხვევაში რეგისტრირებული პესტიციდის გამოყენების სფეროს გაფართოების მიზნით სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯგუფების რეგისტრაციისათვის სააგენტოს მიერ შესაბამისი მომსახურების გაწევა: |
| ||||||
| დ.ა) ექსპერტიზის საფუძველზე სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯგუფების რეგისტრაციისათვის შესაბამისი მომსახურების გაწევა (დოსიეს ანალიზი, ბიოლოგიური რეგლამენტების დადგენა, ადამიანის ჯანმრთელობაზე და გარემოზე ზემოქმედების შეფასება, სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადება) | 5 თვე
4 თვე
2 თვე
| 500 ლარი
700 ლარი
1 000 ლარი | |||||
| დ.ბ) ერთწლიანი სარეგისტრაციო გამოცდით (საველე ბიოლოგიური გამოცდა) სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯგუფების რეგისტრაციისათვის შესაბამისი მომსახურების გაწევა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ემატება მე-10 პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულებას | ინსექტიციდები – 1 300 ლარი
ფუნგიციდები – 1 100 ლარი
ჰერბიციდები – 700 ლარი
თესლის შესაწამლი და სხვა – 500 ლარი | ||||||
| ე) დაინტერესებული პირის ნებაყოფლობითი მიმართვის შემთხვევაში ექსპერტიზის საფუძველზე პესტიციდის ხელახალი რეგისტრაციისათვის სააგენტოს მიერ შესაბამისი მომსახურების გაწევა (დოსიეს ანალიზი, ბიოლოგიური რეგლამენტების დადგენა, ადამიანის ჯანმრთელობაზე და გარემოზე ზემოქმედების შეფასება, სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადება) | 5 თვე
4 თვე
2 თვე
| 1 500 ლარი
2 000 ლარი
2 500 ლარი | |||||
| ვ) რეგისტრირებული პესტიციდის ან აგროქიმიკატის დამადასტურებელ დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა | 20 სამუშაო დღე*
10 სამუშაო დღე
5 სამუშაო დღე | უფასო
50 ლარი
100 ლარი | |||||
| 11 | დაინტერესებული პირის ნებაყოფლობითი მიმართვის შემთხვევაში ექსპერტიზის საფუძველზე აგროქიმიკატის რეგისტრაციისათვის სააგენტოს მიერ შესაბამისი მომსახურების გაწევა (დოსიეს ანალიზი, ბიოლოგიური რეგლამენტების დადგენა, ადამიანის ჯანმრთელობაზე და გარემოზე ზემოქმედების შეფასება, სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადება) |
2 თვე
1 თვე |
500 ლარი
1 000 ლარი | ||||
| 12 | აგროქიმიკატის სარეგისტრაციო გამოცდისათვის ექსპერტიზა და დასკვნის მომზადება |
| 500 ლარი | ||||
| 13 | ვეტერინარ ექიმთა საკვალიფიკაციო კურსი
ტრენინგი |
1 საათი
| 200 ლარი
10 ლარი | ||||
| 14 | სურსათის განადგურების პროცესზე ზედამხედველობა | გასანადგურებელი სურსათის საერთო ღირებულების 2% (არანაკლებ 100 ლარისა) | |||||
| 15 | მავნებელ დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებების გატარება, გარდა სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებებისა | 1 ჰა – 50 ლარი | |||||
| 16 | სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფიტოსანიტარიული მდგომარეობის დადგენა (გამოკვლევა) | მომსახურება – 10 ლარი, თითოეულ ჰა-ზე დამატებით – 5 ლარი | |||||
| 17 | მეტეოროლოგიური მომსახურება (მეტეოროლოგიური პროგნოზი) ერთი წლის განმავლობაში | მომსახურება – 300 ლარი, თითოეულ ჰა-ზე დამატებით – 50 ლარი | |||||
| 18 | პესტიციდების კატალოგი აგროქიმიკატის კატალოგი |
| 50 ლარი 25 ლარი | ||||
| 19 | ვეტერინარული ზედამხედველობა (ვეტერინარული შემოწმების საფუძველზე შესაბამისი დოკუმენტის გაცემა) | მსხვილი რქოსანი ცხოველების ტანხორცი
ღორის ტანხორცი
ცხვრის, თხის ტანხორცი (ყველა ასაკის)
კენტჩლიქიანის ტანხორცი
1 ფრთა ფრინველი (დაკლული)
ბოცვერის, თახვის ტანხორცი
ტყავი, ტყავნედლეული (1 პარტია) |
5 ლარი
3 ლარი
2 ლარი
5 ლარი
0.05 ლარი
0.5 ლარი
5 ლარი | ||||
| 20 | საწარმოებში წინა საიმპორტო ვეტერინარულ-ინსპექტორული კონტროლი, რომელიც ხორციელდება დაინტერესებული მხარის მოთხოვნით მხოლოდ არაკეთილსაიმედო ქვეყნებში (გარდა ასეთ ქვეყნებში ევროკავშირის მიერ აღიარებული საწარმოებისა) | მოსაზღვრე ქვეყნები
| 800 აშშ დოლარი | ||||
| აღმოსავლეთ ევროპა
| 1 500 აშშ დოლარი | ||||||
| დასავლეთ ევროპა
| 1 800 აშშ დოლარი | ||||||
| აზია
| 2 200 აშშ დოლარი | ||||||
| ჩრდილოეთ აფრიკა
| 1 200 აშშ დოლარი | ||||||
| სამხრეთ აფრიკა
| 2 200 აშშ დოლარი | ||||||
| ავსტრალია
| 2 500 აშშ დოლარი | ||||||
| ჩრდილოეთ ამერიკა
| 2 300 აშშ დოლარი | ||||||
| სამხრეთ ამერიკა
| 2 500 აშშ დოლარი | ||||||
| 21 | პესტიციდების ხარისხისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციაში ნარჩენი რაოდენობის განსაზღვრის მეთოდი |
| 10 ლარი | ||||
| 22 | კონსულტაცია (გარდა კანონმდებლობის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული, ასევე დადგენილი მოთხოვნების დაზუსტების მიზნით გაცემული კონსულტაციებისა) |
| 20 ლარი | ||||
კანონმდებლობით დადგენილ მაქსიმალურ ვადაში
კანონმდებლობით დადგენილ მაქსიმალურ ვადაში
კანონმდებლობით დადგენილ მაქსიმალურ ვადაში
დოკუმენტის კომენტარები