„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 481
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/10/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/10/2017
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.020190
481
27/10/2017
ვებგვერდი, 30/10/2017
040030000.10.003.020190
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №481

2017 წლის 27 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/02/2011, 040030000.10.003.016219) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1.   სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 212 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადა და საფასური.“.

2.  დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების  გაწევის  ვადისა  და  საფასურის“:

ა) პირველი მუხლის  მე-7  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან:

ა) დაწესებულებები (ორ­განიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუ­ჯე­ტიდან;

ბ) ბიზნესოპერატორები, რომელთაც სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად აქვთ  მცირე  ბიზნესის  სტატუსი  და  იღებენ  ამ  დანართის   მე-2  მუხლის     მე-19 და მე-20 პუნქტებით გათვალისწინებულ მომსახურებას.“;

ბ)  მე-2  მუხლის  მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„12

ვეტერინარული ზედამხედველობა

(ვეტერინარული შემოწმების საფუძველზე შესაბამისი დოკუმენტის გაცემა)

მსხვილი რქოსანი ცხოველის ტანხორცი

5 ლარი

ღორის ტანხორცი

3 ლარი

ცხვრის, თხის ტანხორცი (ყველა ასაკის)

2 ლარი

კენტჩლიქიანის ტანხორცი

5 ლარი

ბოცვრის, თახვის ტანხორცი

0.15 ლარი

ფრინველის ტანხორცი

                0.015

ლარი

ტყავი, ტყავნედლეული

(1  პარტია)

10 ლარი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი