„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 378
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/10/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111012016, 12/10/2011
ძალაში შესვლის თარიღი 01/10/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.016534
  • Word
378
08/10/2011
ვებგვერდი, 111012016, 12/10/2011
040030000.10.003.016534
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №378

2011 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში (სსმ, ვებპორტალი, 04.02.2011 წ.) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადასა და საფასურს“ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 მუხლი:

 „მუხლი 3

თუ სააგენტოსა და დაინტერესებულ პირს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე  მე-2 მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ერთი თვის განმავლობაში განხორციელდება:

ა) 600-ზე მეტი მსხვილი რქოსანი ცხოველის ტანხორცზე – მომსახურების საფასური განისაზღვრება ყოველ დამატებით ტანხორცზე 3 ლარის ოდენობით;

ბ) 1000-ზე მეტი ღორის ტანხორცზე – მომსახურების საფასური განისაზღვრება ყოველ დამატებით ტანხორცზე 2 ლარის ოდენობით;

გ) 1500-ზე მეტი ცხვრის, თხის ტანხორცზე – მომსახურების საფასური განისაზღვრება ყოველ დამატებით ტანხორცზე 1 ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 ოქტომბრიდან.

პრემიერ-მინისტრი       ნ. გილაური