„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 267
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/04/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017887
267
04/04/2014
ვებგვერდი, 07/04/2014
040030000.10.003.017887
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №267

2014 წლის 4 აპრილი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/02/2011. 040030000. 10.003.016219) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის“:

1. მე-2 მუხლის მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„20

საწარმოში წინა საიმპორტო ვეტერინარულ-ინსპექტორული კონტროლი, რომელიც ხორციელდება დაინტერესებული პირის მოთხოვნით არაკეთილსაიმედო ქვეყნებში („საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებით დამტკიცებული წესისა და პირობების მე‑5 მუხლის მე‑5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში)

სომხეთი, აზერბაიჯანი

1600 აშშ დოლარი

რუსეთი, აღმოსავლეთ ევროპა,  დასავლეთ ევროპა

2500 აშშ დოლარი

აზია

8 000 აშშ დოლარი

ჩრდილოეთ აფრიკა

5000 აშშ დოლარი

სამხრეთ აფრიკა

6000 აშშ დოლარი

ჩრდილოეთ ამერიკა სამხრეთ ამერიკა

8000  აშშ დოლარი.“.

2. მე-4 მუხლს დაემატოს  შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, მე-2 მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული წინა საიმპორტო ვეტერინარულ-ინსპექტორული კონტროლი ერთი მომსახურების საფასურით შეიძლება განხორციელდეს ერთი ქვეყნის არაუმეტეს ორ საწარმოში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი