„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/01/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.022576
24
21/01/2021
ვებგვერდი, 22/01/2021
040030000.10.003.022576
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №24

2021 წლის 21 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/02/2011, 040030000.10.003.016219) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის“ :

1. პირველი მუხლის:

) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დაინტერესებული პირი ვალდებულია სააგენტოსათვის მიმართვისას წარადგინოს მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დო­კუმენტის დედანი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხდება ელექტრონული საშუალებით გადახდა), გარდა მე-2 მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული მომსა­ხურების ან „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შე­საბამისად განხორციელებული მომსახურების შესყიდვისა, რომლის დროს საფასურის გადახდის პირობა დგინდება დაინტერესებულ პირსა და საა­გენტოს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.“;

) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ დადგენილებით გათვალისწინებული მომსახურების ვადის ათვლა იწყება დაინტერესებული პირის მიერ დადგენილი წესით სააგენტოსთვის მიმართვის დღის მომდევნო სამუშაო დღეს და მთავრდება მომსახურების ვადის ბოლო დღის გასვლისთანავე. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. ეს პუნქტი არ ვრცელდება ამ მუხლის 41 – 43 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.“;

) 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „41. თუ დაინტერესებულმა პირმა ამ დადგენილებით გათვალისწინებული წესით მიმართა სააგენტოს 1 სამუშაო დღის ვადაში მომსახურების გაწევის მოთხოვნით და განცხადების შეტანა მოხდა დღის 12 საათამდე, მომსახურების გაწევა უნდა მოხდეს იმავე დღეს, ხოლო თუ განცხადების შეტანა მოხდა დღის 12 საათის შემდეგ, მომსახურების გაწევა მოხდება მომდევნო სამუშაო დღეს.“.

2. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 42-43 პუნქტები:

„42. შაბათ-კვირას ან უქმე დღეს მომსახურების გაწევა ხდება იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულმა პირმა ამ დადგენილებით გათვალისწინებული წესით მიმართა სააგენტოს შაბათ-კვირას ან უქმე დღეს მომსახურების გაწევის მოთხოვნით და წარმოდგენილი აქვს  შაბათ-კვირის ან უქმე დღისთვის დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

43. თუ პირს გადახდილი აქვს საფასური კონკრეტულ ვადაში მომსახურების გაწევისათვის, შესაძლებლობის შემთხვევაში მას მომსახურება შესაძლებელია გაეწიოს აღნიშნულ ვადაზე უფრო ადრე (მ.შ., სააგენტოში განცხადების რეგისტრაციის დღესაც), თუ ამ სახის მომსახურებისათვის უფრო მცირე ვადა არ არის დადგენილი.“.

3. პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ მომსახურების გაწევისას გამოვლინდა ხარვეზი, სააგენტო დაინტერესებულ პირს მიუთითებს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომლის განმავლობაშიც დაინტერესებულმა პირმა უნდა გამოასწოროს ხარვეზი. ხარვეზის გამოსწორებამდე მომსახურების გაწევის ვადის დინება შეჩერებულად მიიჩნევა. მომსახურების გაწევის ვადის დინება განახლდება ხარვეზის აღმოფხვრისთანავე. დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველია.“.

4. პირველი მუხლის მე-8 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) დაინტერესებული პირი განაცხადის შეტანიდან 3 დღის ვადაში უარს განაცხადებს მომსახურებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იგი განცხადებით მომსახურების გაწევას ითხოვს 5 სამუშაო დღის ან ნაკლებ ვადაში ან სააგენტოს მიერ გაწეულია მომსახურება, ამ მუხლის 43 პუნქტის გათვალისწინებით.“.

5.  მე-2 მუხლის:

) მე-3 პუნქტისქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3

ფიტოსანიტარიული სერტიფიცირება:

 

ბ) ექსპორტის/რეექსპორტის დროს ფიტოსანიტარიული სერტიფიცირება ტვირთის ინსპექტირებით

5 სამუშაო დღე

შაბათ-კვირა ან უქმე დღე

85 ლარი

200 ლარი

;“;      

ბ) მე-4 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4

ვეტერინარული სერტიფიცირება:

 

ა) ექსპორტის დროს ვეტერინარული სერტიფიცირება, გარდა ცოცხალი ცხოველების ექსპორტისა

5 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

შაბათ-კვირა ან უქმე დღე

100 ლარი

150 ლარი

200 ლარი

;“;

გ) მე-6 – მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6

წყლის სასაქონლო პროდუქციისთვის კატეგორიის მინიჭების პროცედურების განხორციელება

3 თვე

2 თვე

1 თვე

250 ლარი

500 ლარი

650 ლარი

7

ვეტერინარული პრეპარატის რეგისტრაცია:

 

 

 

ა) ეროვნული რეჟიმით რეგისტრაცია

3 თვე

2 თვე

1200 ლარი

1600 ლარი

 

ბ) ეროვნული რეჟიმით ხელახალი რეგისტრაცია

20 სამუშაო დღე

10 სამუშაო დღე

1000 ლარი

1300 ლარი

 

გ) ეროვნული რეჟიმით რეგისტრირებული ვეტერინარული პრეპარატის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში პირველი რიგის ცვლილების რეგისტრაცია

20 სამუშაო დღე

10 სამუშაო დღე

25 ლარი

50 ლარი

 

დ) ეროვნული რეჟიმით რეგისტრირებული ვეტერინარული პრეპარატის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში მეორე რიგის ცვლილების რეგისტრაცია

3 თვე

2 თვე

1000 ლარი

1300 ლარი

 

ე) აღიარებითი რეჟიმით რეგისტრაცია

10 სამუშაო დღე

5 სამუშაო დღე

500 ლარი

700 ლარი

 

ვ) აღიარებითი რეჟიმით ხელახალი რეგისტრაცია

10 სამუშაო დღე

5 სამუშაო დღე

300 ლარი

400 ლარი

 

ზ) აღიარებითი რეჟიმით რეგისტრირებული ვეტერინარული პრეპარატის ცვლილების რეგისტრაცია

10 სამუშაო დღე

5 სამუშაო დღე

50 ლარი

75 ლარი

8

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრაცია:

 

 

 

ა) პესტიციდის სარეგისტრაციო განაცხადის (დოსიეს) განხილვა

2 თვე

1 თვე

2 კვირა

1000 ლარი

2000 ლარი

3000 ლარი

 

ბ) ექსპერტიზისა და პესტიციდის სარეგისტრაციო გამოცდების შედეგების ანალიზი და პესტიციდის რეგისტრაციაში გატარება

1 თვე

2 კვირა

1 კვირა

1000 ლარი

2000 ლარი

3000 ლარი

 

გ) აგროქიმიკატის სარეგისტრაციო განაცხადის განხილვა:

2 თვე

1 თვე

2 კვირა

500 ლარი

1300 ლარი

1700 ლარი

 

გ.ა) აგროქიმიკატის, რომელსაც გააჩნია შესაბამისი აღნიშვნა თანმხლებ დოკუმენტაციაში ან/და ტარაზე მარკირება - „EC“ სასუქები, სარეგისტრაციო განაცხადის განხილვა

2 თვე

1 თვე

2 კვირა

1 კვირა

500 ლარი

1200 ლარი

1600 ლარი

2500 ლარი

 

დ) ექსპერტიზისა და აგროქიმიკატის სარეგისტრაციო გამოცდების შედეგების  ანალიზი და აგროქიმიკატის რეგისტრაციაში გატარება

1 თვე

2 კვირა

1 კვირა

500 ლარი

1000 ლარი

1500 ლარი

 

ე) რეგისტრირებული პესტიციდის ან აგროქიმიკატის დამადასტურებელ დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა

20 სამუშაო დღე

10 სამუშაო დღე

5 სამუშაო დღე

50 ლარი

100 ლარი

200 ლარი

9

პესტიციდის ან აგროქიმიკატის  ხარჯვის ნორმის გადაანგარიშება/კორექტირება

20 სამუშაო დღე

10 სამუშაო დღე

200 ლარი

300 ლარი

10

წინასაექსპორტო და ვეგეტაციის პერიოდში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ინსპექტირება

1ჰა-მდე

თითოეულ ჰა-ზე დამატებით

100 ლარი

20 ლარი

.“.

6. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:

101

შესაფუთი ხის მასალის მარკირების უფლების მინიჭება

 

 

2000 ლარი

         .“.

 7. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11პუნქტი:

111

სადეზინფექციო სამუშაოების ან მცენარეთა მავნე ორგანიზმების/ტრანსმისიური დაავადებების გადამტანების წინააღმდეგ ღონისძიებების  (გარდა სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებისა) ჩატარება:

ა) თერმული ნისლის ტექნოლოგიით

 

160 ლიტრი სამუშაო ნაზავით - 60 ჰექტარი ფართობის დამუშავება - 1400 ლარი

 

ბ) მცირემოცულობიანი შესხურების ტექნოლოგიით

 

400 ლიტრი სამუშაო ნაზავით- 20 ჰექტარი ფართობის დამუშავება - 900 ლარი

 

.“.

 8. მე-2 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

12

ვეტერინარული ზედამხედველობა (ვეტერინარული შემოწმების საფუძველზე შესაბამისი დოკუმენტის გაცემა)

მსხვილფეხა საქონლის

ტანხორცი

7 ლარი

ღორის ტანხორცი

5 ლარი

ცხვრის, თხის ტანხორცი

(ყველა ასაკის)

2 ლარი

კენტჩლიქიანის ტანხორცი

5 ლარი

ბოცვრის, თახვის ტანხორცი

0,08 ლარი

ფრინველის ტანხორცი

0,015 ლარი

ტყავი, ტყავნედლეული

(1 პარტია)

 

20 ლარი

 

.“.

9. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 პუნქტი:

131

იმპორტირებულ ცხოველთა საკარანტინო ვეტერინარული ზედამხედველობა

მსხვილფეხა პირუტყვი

1 სული

1,5 ლარი

ღორი

1 სული

0,5 ლარი

წვრილფეხა პირუტყვი

1 სული

0,5 ლარი

კენტჩლიქიანი ცხოველი

1 სული

1 ლარი

ბოცვერი, კურდღელი,

თახვი

1 სული

0, 1 ლარი

ძაღლი, კატა

1 სული

15 ლარი

.“.

10. მე-2 მუხლის  მე-14 და მე-15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

14

საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საშიში ინფექციური დაავადებების, ეპიდემიების, ეპიზოოტიების გავრცელების გამო არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხაში არსებულ ქვეყნების საწარმოში წინა საიმპორტო ვეტერინარულ-ინსპექტორული კონტროლის განხორციელება ადგილზე ან დისტანციურად კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით

 

სომხეთი,

აზერბაიჯანი

2000 აშშ დოლარი

რუსეთი, აღმოსავლეთ ევროპა, დასავლეთ ევროპა

3000 აშშ დოლარი

აზია

8000 აშშ დოლარი

ჩრდილოეთ აფრიკა

5000 აშშ დოლარი

სამხრეთ აფრიკა

6000 აშშ დოლარი

ჩრდილოეთ ამერიკა, სამხრეთ ამერიკა

8000 აშშ დოლარი

15

კონსულტაცია:

 

 

ა) სამუშაო ადგილზე

 

30 ლარი

ბ) გასვლითი კონსულტაცია

 

200 ლარი

.“.

11. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 პუნქტი:

151

ტრენინგი:

1 საათი

1 პირი

20 ლარი

.“.

12. მე-2 მუხლის მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

17

ბიზნესოპერატორის მოთხოვნის (გარდა სავალდებულო აღიარების მოთხოვნისა) საფუძველზე, მათ შორის, გაცემული მითითებების გამოსწორებისთვის დადგენილი გონივრული ვადის გასვლამდე,  ინსპექტირების განხორციელება

 

მცირე ბიზნესის  სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორისთვის

200 ლარი

ბიზნესოპერატორისთვის  (გარდა მცირე ბიზნესის სტატუ-სისა)

400 ლარი

 .“.

 

13. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია