„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 377
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.020086
377
07/08/2017
ვებგვერდი, 10/08/2017
040030000.10.003.020086
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №377

2017 წლის 7 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/02/2011, 040030000.10.003.016219) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის“:

1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. თუ მომსახურების გაწევისას გამოვლინდა ხარვეზი, სააგენტო დაინტერესებულ პირს მიუთითებს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომლის განმავლობაშიც დაინტერესებულმა პირმა უნდა გამოასწოროს ხარვეზი. ხარვეზის გამოსწორებამდე მომსახურების გაწევის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება. მომსახურების გაწევის ვადის დინება განახლდება ხარვეზის აღმოფხვრისთანავე.“.

2. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8  პუნქტი:

„8. დაინტერესებულ პირს გადახდილი საფასური უკან უბრუნდება, თუ:

ა) დაინტერესებული პირი განცხადების შეტანამდე წერილობით განაცხადებს უარს მომსახურებაზე;

ბ) საფასური გადახდილია ამ დადგენილების შესაბამისად საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებული პირის მიერ;

გ) მოთხოვნილია ისეთი მომსახურება, რომლის გაწევაც არ განეკუთვნება სააგენტოს კომპეტენციას;

დ) დაინტერესებული პირი განაცხადის შეტანიდან 3 დღის ვადაში უარს განაცხადებს მომსახურებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იგი განცხადებით მომსახურების გაწევას ითხოვს 5 სამუშაო დღის ან ნაკლებ ვადაში.“.

3. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2.  სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადა და საფასური

მომსახურების სახე

მომსახურების ვადა

მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით)

 1

ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის/ტრანზიტის ნებართვის გაცემა

20 სამუშაო დღე

10 სამუშაო დღე

5 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

50 ლარი

70 ლარი

90 ლარი

100 ლარი

 2

 

ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვის გაცემა

 

 

20 სამუშაო დღე

10 სამუშაო დღე

5 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

25 ლარი

35 ლარი

45 ლარი

50 ლარი

 

3

ფიტოსანიტარიული სერტიფიცირება:

 

 

ა) ექსპორტის/რეექსპორტის დროს ფიტოსანიტარიული სერტიფიცირება ტვირთის ფიზიკური შემოწმების გარეშე

5 სამუშაო დღე

შაბათ-კვირა ან უქმე დღე

25 ლარი

100 ლარი

ბ) ექსპორტის/რეექსპორტის დროს ფიტოსანიტარიული სერტიფიცირება ტვირთის ინსპექტირებით

5 სამუშაო დღე

შაბათ-კვირა ან უქმე დღე

50 ლარი

100 ლარი

გ) საფოსტო გზავნილის, მგზავრის ბარგის,

ხელბარგის ფიტოსანიტარიული სერტიფიცირება

5 სამუშაო დღე

შაბათ-კვირა ან უქმე დღე

30 ლარი

100 ლარი

 4

ექსპორტის დროს ვეტერინარული სერტიფიცირება

5 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

შაბათ-კვირა ან უქმე დღე

50 ლარი

100 ლარი

200 ლარი

5

სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიცირება (გარდა გამოფენაზე გასატანი ან/და ნიმუშად წარსადგენი სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარისა)

5 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

50 ლარი

75 ლარი

100 ლარი

6

წყლის სასაქონლო პროდუქციისთვის კატეგორიის მინიჭების პროცედურების განხორციელება

3 თვე

2 თვე

1 თვე

200 ლარი

400 ლარი

600 ლარი

 

 

 

 

 

 

 

7

ვეტერინარული პრეპარატის რეგისტრაცია:

 

 

ა) ეროვნული რეჟიმით რეგისტრაცია

3 თვე

2 თვე

1000 ლარი

1300 ლარი

ბ) ეროვნული რეჟიმით ხელახალი რეგისტრაცია

20 სამუშაო დღე

10 სამუშაო დღე

5 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღე

700 ლარი

1000 ლარი

1300 ლარი

1500 ლარი

გ) ეროვნული რეჟიმით რეგისტრირებული ვეტერინარული პრეპარატის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში პირველი რიგის ცვლილების რეგისტრაცია

20 სამუშაო დღე

10 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღე

25 ლარი

50 ლარი

75 ლარი

დ) ეროვნული რეჟიმით რეგისტრირებული ვეტერინარული პრეპარატის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში მეორე რიგის ცვლილების რეგისტრაცია

3 თვე

2 თვე

200 ლარი

300 ლარი

ე) აღიარებითი რეჟიმით რეგისტრაცია

10 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღე

500 ლარი

700 ლარი

ვ) აღიარებითი რეჟიმით ხელახალი რეგისტრაცია

5 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღე

300 ლარი

400 ლარი

ზ) აღიარებითი რეჟიმით რეგისტრირებული ვეტერინარული პრეპარატის ცვლილების რეგისტრაცია

5 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღე

50 ლარი

75 ლარი

 

 

 

8

 

 

 

 

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრაცია:

 

 

ა) პესტიციდის სარეგისტრაციო განაცხადის (დოსიეს) განხილვა

2 თვე

1 თვე

2 კვირა

600 ლარი

1600 ლარი

2200 ლარი

ბ) ექსპერტიზისა და პესტიციდის სარეგისტრაციო გამოცდების შედეგების ანალიზი და პესტიციდის რეგისტრაციაში გატარება

1 თვე

2 კვირა

1 კვირა

600 ლარი

1600 ლარი

2200 ლარი

გ) აგროქიმიკატის სარეგისტრაციო განაცხადის განხილვა:

2 თვე

1 თვე

2 კვირა

300 ლარი

1000 ლარი

1400 ლარი

გ.ა) აგროქიმიკატის, რომელსაც გააჩნია შესაბამისი აღნიშვნა თანმხლებ დოკუმენტაციაში ან/და ტარაზე მარკირება - „EC“ სასუქები, სარეგისტრაციო განაცხადის განხილვა

2 თვე

1 თვე

2 კვირა

300 ლარი

900 ლარი

1300 ლარი

1 კვირა

2000 ლარი

დ) ექსპერტიზისა და აგროქიმიკატის სარეგისტრაციო სარეგისტრაციო გამოცდების შედეგების ანალიზი და აგროქიმიკატის აგროქიმიკატის რეგისტრაციაში გატარება

1 თვე

2 კვირა

1 კვირა

500 ლარი

1000 ლარი

1500 ლარი

ე) რეგისტრირებული პესტიციდის ან აგროქიმიკატის დამადასტურებელ დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა

20 სამუშაო დღე

10 სამუშაო დღე

5 სამუშაო დღე

50 ლარი

100 ლარი

200 ლარი

9

 ტრენინგი

  1 საათი

1 პირისთვის

20 ლარი

10

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფიტოსანიტარიული მდგომარეობის ვიზუალური შეფასება

1ჰა-მდე– 50 ლარი, 

თითოეულ ჰა-ზე დამატებით – 10 ლარი

11

მცენარეთა დაავადებების პროგნოზირება მეტეოროლოგიური მონაცემების საფუძველზე, ერთი წლის განმავლობაში, ერთი მეტეოსადგურის დაფარვის ზონაში

ფიზიკური პირისთვის – 50 ლარი,

იურიდიული პირისთვის – 300 ლარი

12

ვეტერინარული ზედამხედველობა (ვეტერინარული შემოწმების საფუძველზე შესაბამისი დოკუმენტის გაცემა)

მსხვილი რქოსანი ცხოველის ტანხორცი

5 ლარი

ღორის ტანხორცი

3 ლარი

ცხვრის, თხის ტანხორცი

(ყველა ასაკის)

2 ლარი

კენტჩლიქიანის ტანხორცი

5 ლარი

ბოცვრის, თახვის ტანხორცი

0,5 ლარი

 

ფრინველის ტანხორცი

 

0,05 ლარი

ტყავი, ტყავნედლეული

 (1 პარტია)

 

10 ლარი

 

 

 

13

 

 

 

საექსპორტო ცხოველთა საკარანტინო ვეტერინარული ზედამხედველობა

მსხვილფეხა პირუტყვი

1 სული –

1,5 ლარი

ღორი

1 სული –

0,5 ლარი

წვრილფეხა პირუტყვი

1 სული –

0,5 ლარი

კენტჩლიქიანი ცხოველი

1 სული –

 1 ლარი

ბოცვერი, კურდღელი,

თახვი

1 სული –

0, 1 ლარი

ძაღლი, კატა

1 სული –

15 ლარი

14

საწარმოში წინა საიმპორტო ვეტერინარულ- ინსპექტორული კონტროლი, რომელიც ხორციელდება დაინტერესებული პირის მოთხოვნით არაკეთილსაიმედო ქვეყნებში („საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებით დამტკიცებული წესისა და პირობების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში)

სომხეთი, აზერბაიჯანი

2000 აშშ დოლარი

რუსეთი, აღმოსავლეთ ევროპა, დასავლეთ ევროპა

3000 აშშ დოლარი

აზია

8 000 აშშ დოლარი

ჩრდილოეთ აფრიკა

5000 აშშ დოლარი

სამხრეთ აფრიკა

6000 აშშ დოლარი

ჩრდილოეთ ამერიკა, სამხრეთ ამერიკა

8000 აშშ დოლარი

 

15

კონსულტაცია (გარდა კანონმდებლობის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული, ასევე დადგენილი მოთხოვნების დაზუსტების მიზნით გაცემული კონსულტაციებისა):

 

 

ა) სამუშაო ადგილზე

 

20 ლარი

 

ბ) გასვლითი კონსულტაცია

 

100 ლარი

16

დაინტერესებული პირის ნებაყოფლობითი მიმართვის შემთხვევაში, ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის, მასალის, ობიექტის გაუსნებოვნების პროცესზე ზედამხედველობა

 

100 ლარი

17

ბიზნესოპერატორის მოთხოვნის (გარდა სავალდებულო აღიარების მოთხოვნისა) საფუძველზე განხორციელებული ინსპექტირება

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე

ბიზნესოპერატორისთვის

200 ლარი

ბიზნესოპერატორისთვის (გარდა მცირე ბიზნესის

სტატუსისა)

400 ლარი

18

საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის პრინციპების შესაბამისობის დადგენა

 

2500 ლარი

19

სურსათის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცისათვის საჭირო მონაცემების შესახებ დასკვნის გაცემა

3 თვე

2 თვე

1 თვე

200 ლარი

400 ლარი

600 ლარი

20

სურსათის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაცისათვის დასკვნის გაცემა

3 თვე

2 თვე

1 თვე

200 ლარი

400 ლარი

600 ლარი

21

ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოებისა და ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების ლიცენზიების გაცემა

3 თვე

2 თვე

1 თვე

200 ლარი

400 ლარი

600 ლარი.“.

 

 

 

 

 

 

4. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3

1. ერთი საკარანტინო ვადის განმავლობაში მე-2 მუხლის მე-13 პუნქტით  გათვალისწინებული მომსახურების მინიმალური ღირებულება არის:

ა) მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვზე, კენტჩლიქიან ცხოველსა და ღორზე – 100 ლარი;

ბ) ბოცვერზე, კურდღელზე, თახვზე – 25 ლარი.

2.  დაინტერესებული  პირის  მოთხოვნის  შემთხვევაში,  მე-2  მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული წინა საიმპორტო ვეტერინარულ-ინსპექტორული კონტროლი ერთი მომსახურების საფასურით შეიძლება განხორციელდეს ერთი ქვეყნის არაუმეტეს ორ საწარმოში.“.

5. მე-4 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 


პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი