"საჯარო სამართლის იურიდიული პირის-სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის-სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 217
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/05/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110527005, 27/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.016377
  • Word
217
24/05/2011
ვებგვერდი, 110527005, 27/05/2011
040030000.10.003.016377
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის-სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 217

2011 წლის 24 მაისი

ქ. თბილისი

 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვა­დისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებით (ვებპორტალი, სსმ, 04.02.2011 წ.) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდი­ული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გა­წევის ვადასა და საფასურში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 1. პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემ­დეგი რედაქციით:

 „1. დაინტერესებული პირი ვალდებულია საჯარო სამართლის იური­დიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – საა­გენტო) მიერ გასაწევი მომსახურებისათვის სააგენტოს ანგარიშზე მომ­სახურების გაწევამდე გადაიხადოს დადგენილი საფასური, გარდა მე-2 მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ან ,,სახელ­მწიფო შესყიდ­ვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გან­ხორ­ციელებული მომსახურების შესყიდვისა, რომლის დროს საფასურის გადახდის პირობა დგინდება დაინტერესებულ პირსა და სააგენტოს შო­რის დადებული ხელ­შეკრულების საფუძველზე.

 2. დაინტერესებული პირი ვალდებულია სააგენტოსათვის მიმართვისას წარადგინოს მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დო­კუმენტი, გარდა მე-2 მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული მომსა­ხურების ან ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შე­საბამისად განხორციელებული მომსახურების შესყიდვისა, რომლის დროს საფასურის გადახდის პირობა დგინდება დაინტერესებულ პირსა და საა­გენტოს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.“.

 2. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

 ,,7. საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორ­განიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუ­ჯე­ტიდან.“.

 3. მე-2 მუხლის:

 ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„5

სურსათისა და სურსათთან დაკავში­რებუ­ლი ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემა, გარდა გამოფენაზე გასატანი ან/და ნიმუშად წარსადგენი სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარისა

5 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

 

50 ლარი

75 ლარი

100 ლარი.“;

 

 

 ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„10

 

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რე­გის­ტრაცია:

 

 

 

 

 

 

 

 

 

ა) პესტიციდის სარეგისტრაციო განა­ცხადის (დოსიეს) განხილვა

 

2 თვე

1 თვე

2 კვირა

უფასო

500 ლარი

800 ლარი

 

ბ) ექსპერტიზის და პესტიციდის სა­რე­გისტრაციო გამოცდების შედეგე­ბის ანა­ლი­ზი და პესტიციდის რეგის­ტრა­ციაში გატა­რება               

1 თვე

2 კვირა

 

უფასო

500 ლარი

 

 

გ) აგროქიმიკატის სარეგისტრაციო განა­ცხა­დის განხილვა

 

 

 

2 თვე

1 თვე

2 კვირა

უფასო

300 ლარი

500 ლარი

 

გ.ა) აგროქიმიკატის, რომელსაც ტარაზე გააჩნია მარკირება „EC“ სასუქები, სარე­გის­ტრა­ციო განაცხადის განხილვა

2 თვე

1 თვე

2 კვირა

2 დღე

უფასო

300 ლარი

500 ლარი

800 ლარი

 

დ) ექსპერტიზის და აგროქიმიკატის სარე­გისტრაციო გამოცდების შედეგე­ბის ანა­ლიზი და აგროქიმიკატის რეგის­ტრა­ციაში გატარება

               

1 თვე

2 კვირა

უფასო

300 ლარი

 

 

ე) რეგისტრირებული პესტიციდის ან აგ­რო­ქიმიკატის დამადასტურებელ დო­კუ­­მენ­ტა­ცია­ში ცვლილებების შეტანა

 

20 სამუშაო დღე*

10 სამუშაო დღე

5 სამუშაო დღე

 

 

უფასო

50 ლარი

100 ლარი.“;

 გ) მე-11 და მე-12 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

 დ) მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„19

ვეტერინარული ზედამხედველობა

(ვეტერინარული შემოწმების საფუძველზე შესაბამისი დოკუმენტის გაცემა)

მსხვილი რქოსანი ცხოველების ტან­ხორ­­ცი

 

ღორის ტანხორცი

ცხვრის, თხის ტან­ხორ­ცი (ყველა ასა­კის)

 

კენტჩლიქიანის ტანხორცი

 

ბოცვერის, თახვის

ტანხორცი

 

ტყავი, ტყავნედლე­უ­ლი

(1 პარტია)            

 

 

5 ლარი

 

3 ლარი

2 ლარი

 

 

 

5 ლარი

 

 

0.5 ლარი

 

 

5 ლარი.“.

 

 4. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 23-ე პუნქტი:

 

„23

ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის, მასალის, ობიექტის გაუსნებოვნების პროცესზე ზედამხედველობა             

 

 

 

 

100 ლარი.“.

 

 

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ‑მინისტრი                                                                        ნ. გილაური