„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/01/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.016688
  • Word
15
18/01/2012
ვებგვერდი, 24/01/2012
040030000.10.003.016688
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 15

2012 წლის 18 იანვარი

. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში (სსმ, ვებპორტალი, 04.02.2011 წ.) შეტანილ იქნეს  ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადსა და საფასური“:

1.  მე-2 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

 

1

ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის/ტრანზიტის ნებართვის გაცემა

20 სამუშაო დღე

10 სამუშაო დღე

5 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

50 ლარი

70 ლარი

90 ლარი

100 ლარი

2

ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვის გაცემა

20 სამუშაო დღე

10 სამუშაო დღე

5 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

25 ლარი

35 ლარი

45 ლარი

50 ლარი“;

 

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

6

წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორიის სერტიფიკატის გაცემა

3 თვე

2 თვე

1 თვე

100 ლარი

200 ლარი

300 ლარი“;

 

 

გ) მე-10 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

გ.ა) აგროქიმიკატის, რომელსაც გააჩნია შესაბამისი აღნიშვნა თანმხლებ დოკუმენტაციაში ან/და ტარაზე მარკირება „EC“ სასუქები, სარეგისტრაციო განაცხადის განხილვა

2 თვე

1 თვე

2 კვირა

2 დღე

150 ლარი

450 ლარი

650 ლარი

1200 ლარი“;

 

დ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

13

ვეტერინარ ექიმთა საკვალიფიკაციო კურსი

 

 

 

1 პირისთვის 200 ლარი

 

ტრენინგი

1 საათი

1 პირისთვის 10 ლარი“;

                

ე) მე‑19 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 191 პუნქტი:

 

191

 

საექსპორტო ცხოველთა საკარანტინო ვეტერინარული ზედამხედველობა

მსხვილფეხა პირუტყვი

1 სული – 1 ლარი

 

ღორი

1 სული – 0.5 ლარი

 

წვრილფეხა პირუტყვი

1 სული – 0,2 ლარი

 

კენტჩლიქიანი ცხოველი

 

1 სული – 1 ლარი

 

ბოცვერი, კურდღელი, თახვი

 

1 სული  – 0.1 ლარი

 

ძაღლი, კატა

1 სული – 15 ლარი“;

 

ვ) 23‑ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 24-ე, 25-ე, 26-ე პუნქტები:

 

„24

 

 

 

მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების რეგისტრაციისთვის საჭირო მონაცემების შესახებ დასკვნის გაცემა

3 თვე

2 თვე

1 თვე

 

100 ლარი

200 ლარი

300 ლარი

 

25

 

 

მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისთვის საჭირო მონაცემების შესახებ დასკვნის გაცემა

3 თვე

2 თვე

1 თვე

 

 

100 ლარი

200 ლარი

300 ლარი

 

 

26

სერტიფიკატის დუბლიკატის გაცემა

10 ლარი“.

 

2. დაემატოს შემდეგი შინაარსის მე‑4 მუხლი:

 

„მუხლი 4

1. ერთი საკარანტინო ვადის განმავლობაში მე-2 მუხლის 191 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მინიმალური ღირებულება არის:

ა)  მსხვილფეხა და  წვრილფეხა პირუტყვზე, კენტჩლიქიან ცხოველსა და ღორზე – 100 ლარი;

ბ) ბოცვერზე, კურდღელზე, თახვზე – 25 ლარი.

2. თუ მე-2 მუხლის 191 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ერთი საკარანტინო ვადის განმავლობაში განხორციელდა:

ა) 500-ზე მეტ მსხვილფეხა პირუტყვზე – მომსახურების საფასური განისაზღვრება ყოველ დამატებით სულზე 0.5 ლარის ოდენობით;

ბ) 2000-ზე მეტ წვრილფეხა პირუტყვზე – მომსახურების საფასური განისაზღვრება ყოველ დამატებით სულზე 0.1 ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                      ნ. გილაური