დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 213 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 28/07/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 92, 28/07/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/07/2010 - 20/08/2010)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №213
2010 წლის 28 ივლისი
ქ. თბილისი
გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე
მუხლი 1
„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის 142 მუხლისა და 144 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:
1. განისაზღვროს თანდართული „გზათსარგებლობის საფასურის სავალდებულო გადახდასთან დაკავშირებული პროცედურები და პირობები“.
2. ერთი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით საბაჟო კონტროლის/ ზედამხედველობის ქვეშ საქართველოს ტერიტორიის გავლით გადაადგილებისას/ ტვირთების გადაზიდვისათვის დადგინდეს გზათსარგებლობის საფასურის ოდენობა 200 ლარის ოდენობით.
3. გზათსარგებლობის საფასურის ადმინისტრირება უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – შემოსავლების სამსახურმა.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
გზათსარგებლობის საფასურის სავალდებულო გადახდასთან დაკავშირებული პროცედურები და პირობები
1. გზათსარგებლობის საფასური სავალდებულო გადასახდელია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში და გადაიხდევინება საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო ინფრასტრუქტურის უტილიზაციისათვის 302003282 სახაზინო კოდზე.
2. საბაჟო კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ საქართველოს ტერიტორიის გავლით გადაადგილებისას/ტვირთების გადაზიდვისას სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების (სეს ესნ 8701 (ტრაქტორები და უნაგირა საწევარები), 8704 (ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები ტვირთების გადასაზიდად (გარდა მიკროავტობუსებისა), 8705 (სპეციალური დანიშნულების ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები (მაგ.: სატვირთო ავტომობილები ავარიული, ავტოამწეები, სახანძრო სატრანსპორტო საშუალებები, ავტობეტონსარევები, გზების დასუფთავების ავტომობილები, სარწყავ-სარეცხი ავტომობილები, ავტოსახელოსნოები და ავტომობილები რენტგენული დანადგარებით) კოდები) მფლობელი/მძღოლი ვალდებულია, საქართველოს ტერიტორიის დატოვებამდე უზრუნველყოს გზათსარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საბანკო დაწესებულებებში.
3. სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) პასუხისმგებელი პირი სასაზღვრო საბაჟო-გამშვებ პუნქტში სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს/მძღოლს სავალდებულო წესით წერილობითი ფორმით განუმარტავს გზათსარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულებას, გადახდის განსახორციელებლად შესაბამისი მონაცემების მითითებით.
4. დაუშვებელია საფასურის გადახდის გარეშე საბაჟო კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილება/ტვირთის გადაზიდვა. აღნიშნული მოთხოვნის დარღვევა, „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, იწვევს სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელის/მძღოლის დაჯარიმებას საფასურის სამმაგი ოდენობით.
5. ქვეყნის ტერიტორიის დატოვებისას სასაზღვრო საბაჟო- გამშვებ პუნქტში ტრანზიტულად გადაადგილებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის მიერ გზათსარგებლობის საფასურის გადახდის კონტროლს შერჩევითი შემოწმების პრინციპით ახორციელებს შემოსავლების სამსახური. გზათსარ-გებლობის საფასურის გადაუხდელობის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს, რომელსაც იხილავს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას შემოსავლების სამსახურის რეგიონული ცენტრის უფროსი. სანქციის დაკისრების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.
6. საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება პირი, რომელიც სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე საზღვაო ნავსადგურში არსებული საბაჟო-გამშვები პუნქტის (საბაჟო საგუშაგოს) ტერიტორიაზე განთავსებული ტვირთის გადაადგილებას საბაჟო ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან უახლოესი 10 კმ-ის რადიუსში მდებარე საბაჟო კონტროლის ზონაში ან პირიქით.
დოკუმენტის კომენტარები