„გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის №213 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის №213 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 363
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/06/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 110707013.10.003.022077
363
12/06/2020
ვებგვერდი, 15/06/2020
110707013.10.003.022077
„გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის №213 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №363

2020 წლის 12 ივნისი

ქ. თბილისი

 

„გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის №213 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის №213 დადგენილებაში (სსმ III, 2010 წელი, №92, მუხლი 1360) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ერთი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით საბაჟო კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გავლით ტვირთის ტრანზიტულად გადაზიდვისათვის დადგინდეს გზათსარგებლობის საფასურის ოდენობა 200 ლარის ოდენობით.“.

2. დადგენილებით განსაზღვრული „გზათსარგებლობის საფასურის სავალდებულო გადახდასთან დაკავშირებული პროცედურები და პირობები“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია



დანართი

 

გზათსარგებლობის საფასურის სავალდებულო გადახდასთან დაკავშირებული პროცედურები და პირობები

1. გზათსარგებლობის საფასური სავალდებულო გადასახ­დელია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში და გადაიხდე­ვინება საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო ინფრასტრუქ­ტურის უტილიზაციისათვის 302003277 სახაზინო კოდზე.

2. საბაჟო კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გავლით ტვირთების ტრანზიტულად გადაზიდვისას საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701 (ტრაქტორები და უნაგირა საწევარები) ან 8704 (ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები ტვირთების გადასაზიდად (გარდა მიკროავტობუსებისა)) სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (შემდგომში – სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება) მფლობელი/მძღოლი ვალდებულია, საქართველოს ტერიტორიის დატოვებამდე:

ა) უზრუნველყოს გზათსარგებლობის საფასურის გადახდა:

ა.ა) საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საბანკო დაწესებულებებში ან;

ა.ბ) საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებულ M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომებში, „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ა(ა)იპ –სავალდებულო დაზღვევის ცენტრის პუნქტებში ან საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ ავტოგასამართ სადგურებში/კომპლექსებში იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფილია გადახდის დამადასტურებელი ქვითრის შესახებ ელექტრონული ინფორმაციის სსიპ –  შემოსავლების სამსახურში (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) მიმდინარე (ონლაინ) რეჟიმში წარდგენა, შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული ფორმით, ან;

ბ) შეიძინოს გზათსარგებლობის საფასურის ბარათი.

3. გზათსარგებლობის საფასურის ბარათების შეძენა შესაძლებელია საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებულ M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომებში, „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ა(ა)იპ – სავალდებულო დაზღვევის ცენტრის პუნქტებსა და საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ ავტოგასამართ სადგურებში/კომპლექსებში.

4. სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის მიერ გზათსარგებლობის საფასურის საბანკო დაწესებულებებში გადახდის შემთხვევაში, საბანკო დაწესებულების მიერ ამ გადარიცხვისათვის (მომსახურების გაწევისათვის) დადგენილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს ერთ ლარს.

5. საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებული M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომის, „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ა(ა)იპ – სავალდებულო დაზღვევის ცენტრის პუნქტის ან საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებული ავტოგასამართი სადგურის/კომპლექსის მიერ, რომელიც ახორციელებს გზათსარგებლობის საფასურის ბარათების რეალიზაციას ან/და რომელთანაც ხდება გზათსარგებლობის საფასურის გადახდა ამ პროცედურებისა და პირობების მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნული მომსახურების გაწევისათვის მისაღები თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზათსარგებლობის საფასურის ოდენობის 1,5 პროცენტს. ამასთან, გზათსარგებლობის საფასურის შესაბამის სახაზინო კოდზე გადარიცხვა უნდა განხორციელდეს სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის მიერ გზათსარგებლობის საფასურის ბარათის შეძენიდან/გზათსარგებლობის საფასურის გადახდიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში.

6. ამ პროცედურებისა და პირობების მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაბამის პირზე აღარ განხორციელდება გზათსარგებლობის საფასურის ბარათების სარეალიზაციოდ გადაცემა ან/და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის შესახებ ელექტრონული ინფორმაციის შემოსავლების სამსახურში მიმდინარე (ონლაინ) რეჟიმში წარდგენისათვის სისტემაში დაშვება.

7. სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლისას შემოსავლების სამსახურის პასუხისმგებელი პირი საბაჟო გამშვებ პუნქტში სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს/მძღოლს სავალდებულო წესით განუმარტავს გზათსარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულებას, გადახდის განსახორციელებლად შესაბამისი მონაცემების მითითებით.

8. დაუშვებელია გზათსარგებლობის საფასურის გადახდის გარეშე სახელმწიფო კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ სატვირთო ავტოსატ­რანს­პორტო საშუალების მეშვეობით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრან­ზი­ტული ტვირთის გადაზიდვა.

9. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტული ტვირთის გადამზიდა­ვი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი/მძღოლი ვალ­დე­ბულია, საქართველოს საბაჟო ტერიტორიის დატოვებისას საბაჟო გამშვებ პუნქტში წარადგინოს გზათ­სარგებლობის საფასურის საბანკო დაწესებულებაში გადახდის დამა­დას­­ტურებელი დოკუმენტი (საგადახდო დავალება) ან ამ პროცედურებისა და პირობების მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთან გზათ­სარგებლობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ან გზათსარგებლობის საფასურის ბარათი. წარ­დგენილი საგადახდო დავალების, ქვითრის ან გზათსარგებლობის საფასურის ბარათის საფუძ­ველ­ზე, გზათსარგებლობის საფასურის გადახდის კონტროლს ახორციელებს შე­მო­სავ­ლების სამსახური.

10. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტული ტვირთის გადამზი­დავ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებას საქართველოს საბაჟო ტერიტორიის და­ტო­­ვება შეუძლია მხოლოდ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლო­ბელის/მძღოლის მიერ გზათსარგებლობის საფასურის საბანკო დაწესე­ბულებაში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (საგადახდო დავალება) ან ამ პროცედურებისა და პირობების მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთან გზათ­სარგებლობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის (რომლის შესახებ ელექტრონული ინფორმაციაც წარდგენილია შემოსავლების სამსახურში) ან გზათსარგებლობის საფასურის ბარათის საბაჟო გამშვებ პუნქტში  წარდგენის შემდეგ.

11. გზათსარგებლობის საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება პირი, რომელიც სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საზღვაო ნავსადგურში არსებული საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე განთავსებული ტვირთის გადაადგილებას საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან უახლოესი 10 კმ-ის რადიუსში მდებარე საბაჟო კონტროლის ზონაში ან პირიქით.

12. გზათსარგებლობის საფასურის ადმინისტრირების, საბაჟო გამშვებ პუნქტში ტრანზიტული ტვირთის გადამზიდავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის მიერ წარდგენილი გზათსარგებლობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტებისა და გზათსარგებლობის საფასურის ბარათების კონტროლის, აღრიცხვისა და შენახვის წესი, ასევე ამ დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები დგინდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.