"გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის №213 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
"გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის №213 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/01/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 200111, 20/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 310100000.10.003.016174
  • Word
13
13/01/2011
ვებგვერდი, 200111, 20/01/2011
310100000.10.003.016174
"გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის №213 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 13

2011 წლის 13 იანვარი

. თბილისი

გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის 213 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის 213 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ერთი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით სახელმწიფო კონტროლის/ ზედამხედველობის ქვეშ საქართველოს ტერიტორიის გავლით ტვირთების ტრანზიტულად გადაზიდვისათვის დადგინდეს გზათსარგებლობის საფასურის ოდენობა 200 ლარის ოდენობით, რომელიც მოიცავს მის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვასთან დაკავშირებულ ხარჯებს.“.

2. დადგენილების დანართის (გზათსარგებლობის საფასურის სავალდებულო გადახდასთან დაკავშირებული პროცედურები და პირობები):

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ საქართველოს ტერიტორიის გავლით ტვირთების ტრანზიტულად გადაზიდვისას ავტოსატრანსპორტო საშუალებების, რომელიც გათვალისწინებულია სეს ესნ 8701 (ტრაქტორები და უნაგირა საწევარები) და 8704 (ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები ტვირთების გადასაზიდად (გარდა მიკროავტობუსებისა) მფლობელი/მძღოლი ვალდებულია, საქართველოს ტერიტორიის დატოვებამდე:

ა) უზრუნველყოს გზათსარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საბანკო დაწესებულებებში, ან

ბ) შეიძინოს გზათსარგებლობის საფასურის ბარათი.“;

ბ) 22 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„22. პირის მიერ, რომელიც ახორციელებს გზათსარგებლობის საფასურის ბარათების რეალიზაციას, გზათსარგებლობის საფასურის შესაბამის სახაზინო ანგარიშზე გადარიცხვის შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტში მისამართი (გადასარიცხი) თანხა არის გზათსარგებლობის საფასურის ბარათ(ებ)ის რეალიზაციიდან მიღებულ თანხას გამოკლებული, საბანკო დაწესებულების მიერ ამ გადარიცხვისათვის (მომსახურების გაწევისათვის) დადგენილი თანხა.“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) პასუხისმგებელი პირი პორტალში სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს/მძღოლს სავალდებულო წესით განუმარტავს გზათსარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულებას, გადახდის განსახორციელებლად შესაბამისი მონაცემების მითითებით.“;

დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დაუშვებელია გზათსარგებლობის საფასურის გადახდის გარეშე სახელმწიფო კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მეშვეობით საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული ტვირთის გადაზიდვა. აღნიშნული მოთხოვნის დარღვევა იწვევს სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელის/მძღოლის დაჯარიმებას – საქართველოს ტერიტორიის დატოვებისას გზათსარგებლობის საფასურის გადაუხდელობის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში საავტომობილო გზების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი/მძღოლი იხდის მხოლოდ გზათსარგებლობის საფასურის სამმაგ ოდენობას.“;

ე) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული ტვირთის გადამზიდავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი/მძღოლი ვალდებულია, ქვეყნის ტერიტორიის დატოვებისას პორტალში წარადგინოს გზათსარგებლობის საფასურის საბანკო დაწესებულებაში გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ან გზათსარგებლობის საფასურის ბარათი. წარდგენილი ქვითრის ან გზათსარგებლობის საფასურის ბარათის საფუძველზე გზათსარგებლობის საფასურის გადახდის კონტროლს ახორციელებს შემოსავლების სამსახური. გზათსარგებლობის საფასურის გადაუხდელობის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს, რომელსაც იხილავს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას შემოსავლების სამსახურის რეგიონული ცენტრის უფროსი ან პირი, რომელზეც შესაბამისი რეგიონული ცენტრის უფროსის მიერ დელეგირებულია უფლებამოსილება. სანქციის დაკისრების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.“;

ვ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. გზათსარგებლობის საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება პირი, რომელიც სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე საზღვაო ნავსადგურში არსებული პორტალის ტერიტორიაზე განთავსებული ტვირთის გადაადგილებას საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან უახლოესი 10 კმ-ის რადიუსში მდებარე კონტროლის ზონაში ან პირიქით.“;

ზ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. პორტალში ტრანზიტული ტვირთის გადამზიდავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის მიერ წარდგენილი გზათსარგებლობის საფასურის საბანკო დაწესებულებაში გადახდის დამადასტურებელი ქვითრებისა და გზათსარგებლობის საფასურის ბარათების კონტროლის, აღრიცხვისა და შენახვის წესი დგინდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                        ნ. გილაური