„გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის №213 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის №213 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 629
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/10/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 110707013.10.003.022349
629
16/10/2020
ვებგვერდი, 19/10/2020
110707013.10.003.022349
„გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის №213 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №629

2020 წლის 16 ოქტომბერი

   ქ. თბილისი

 

„გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის №213 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის №213 დადგენილებაში (სსმ  III,  2010 წელი, №92, მუხლი 1360) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით განსაზღვრული „გზათსარგებლობის საფასურის სავალდებულო გადახდასთან დაკავშირებული პროცედურების და პირობების“:

1. მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უზრუნველყოს გზათსარგებლობის საფასურის გადახდა:

ა.ა) საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საბანკო დაწესებულებებში, იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი საბანკო დაწესებულების მიერ უზრუნველყოფილია გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (საგადახდო დავალების) შესახებ ელექტრონული ინფორმაციის სსიპ – შემოსავლების სამსახურში (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) მიმდინარე (ონლაინ) რეჟიმში წარდგენა, შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული ფორმით, ან;

ა.ბ) საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებულ M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომებში, „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ა(ა)იპ – სავალდებულო დაზღვევის ცენტრის პუნქტებში ან საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ ავტოგასამართ სადგურებში/კომპლექსებში იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფილია გადახდის დამადასტურებელი ქვითრის შესახებ ელექტრონული ინფორმაციის შემოსავლების სამსახურში მიმდინარე (ონლაინ) რეჟიმში წარდგენა, შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული ფორმით, ან;“.

2. მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებული M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომის, „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ა(ა)იპ – სავალდებულო დაზღვევის ცენტრის პუნქტის ან საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებული ავტოგასამართი სადგურის/კომპლექსის მიერ, რომელიც ახორციელებს გზათსარგებლობის საფასურის ბარათების რეალიზაციას ან/და რომელთანაც ხდება გზათსარგებლობის საფასურის გადახდა ამ პროცედურებისა და პირობების მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნული მომსახურების გაწევისათვის მისაღები თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზათსარგებლობის საფასურის ოდენობის 1,5 პროცენტს. ამასთან, ამ პროცედურებისა და პირობების მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით გადახდილი გზათსარგებლობის საფასურის შესაბამის სახაზინო კოდზე გადარიცხვა უნდა განხორციელდეს სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის მიერ გზათსარგებლობის საფასურის ბარათის შეძენიდან/გზათსარგებლობის საფასურის გადახდიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში.“.

3. მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. ამ პროცედურებისა და პირობების მე-3 პუნქტით განსაზღვრულ პირზე გზათსარგებლობის საფასურის ბარათების სარეალიზაციოდ გადაცემა განხორციელდება მას შემდეგ, რაც აღნიშნული პირის მიერ:

ა) 302003277 სახაზინო კოდზე სრულად იქნება გადახდილი გზათსარგებლობის საფასურის ბარათების რაოდენობისა და გზათსარგებლობის საფასურის ოდენობის ნამრავლის შესაბამისი თანხა, ან

ბ) წარდგენილ იქნება არანაკლებ გზათსარგებლობის საფასურის ბარათების რაოდენობისა და გზათსარგებლობის საფასურის ოდენობის ნამრავლის თანხის შესაბამისი  გარანტია. გარანტიის სახეები, მისი წარდგენისა და მონიტორინგის წესები, აგრეთვე გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.“.

4. მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტული ტვირთის გადამზი­დავ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებას საქართველოს საბაჟო ტერიტორიის და­ტო­­ვება შეუძლია მხოლოდ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლო­ბელის/მძღოლის მიერ გზათსარგებლობის საფასურის საბანკო დაწესე­ბულებაში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (საგადახდო დავალება, რომლის შესახებ ელექტრონული ინფორმაციაც წარდგენილია შემოსავლების სამსახურში) ან ამ პროცედურებისა და პირობების მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთან გზათ­სარგებლობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის (რომლის შესახებ ელექტრონული ინფორმაციაც წარდგენილია შემოსავლების სამსახურში) ან გზათსარგებლობის საფასურის ბარათის საბაჟო გამშვებ პუნქტში  წარდგენის შემდეგ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია