"გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის №213 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
"გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის №213 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 361
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/11/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 157, 01/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 210060000.10.003.016092
  • Word
361
26/11/2010
სსმ, 157, 01/12/2010
210060000.10.003.016092
"გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის №213 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №361

2010 წლის 26 ნოემბერი

ქ. თბილისი

„გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის №213 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის №213 დადგენილებაში (სსმ III, 2010 ., №92, მუხ. 1360) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ერთი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით საბაჟო კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ საქართველოს ტერიტორიის გავლით გადაადგილებისას/ტვირთების გადაზიდვისათვის დადგინდეს გზათსარგებლობის საფასურის ოდენობა 200 ლარის ოდენობით, რომელიც მოიცავს მის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვასთან დაკავშირებულ ხარჯებს..

2. დადგენილებით განსაზღვრული „გზათსარგებლობის საფასურის სავალდებულო გადახდასთან დაკავშირებული პროცედურების და პირობების“:

) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. საბაჟო კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ საქართველოს ტერიტორიის გავლით გადაადგილებისას/ტვირთების გადაზიდვისას სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების (რომელიც გათვალისწინებულია სეს ესნ 8701 (ტრაქტორები და უნაგირა საწევარები), 8704 (ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები ტვირთების გადასაზიდად (გარდა მიკროავტობუსებისა), 8705 (სპეციალური დანიშნულების ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები (მაგ.: სატვირთო ავტომობილები ავარიული, ავტოამწეები, სახანძრო სატრანსპორტო საშუალებები, ავტობეტონსარევები, გზების დასუფთავების ავტომობილები, სარწყავ-სარეცხი ავტომობილები, ავტოსახელოსნოები და ავტომობილები რენტგენული დანადგარებით) სასაქონლო პოზიციებით) მფლობელი/მძღოლი ვალდებულია საქართველოს ტერიტორიის დატოვებამდე:

) უზრუნველყოს გზათსარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საბანკო დაწესებულებებში, ან

) შეიძინოს გზათსარგებლობის ბარათი.;

) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:

21. გზათსარგებლობის საფასურის საბანკო დაწესებულებებში გადახდის შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტში მისამართი (გადასარიცხი) თანხა არის საფასურის ოდენობას გამოკლებული, საბანკო დაწესებულების მიერ ამ გადარიცხვისათვის (მომსახურების გაწევისათვის) დადგენილი თანხა არა უმეტეს ერთი ლარის ოდენობით.

22. პირის მიერ, რომელიც ახორციელებს გზათსარგებლობის ბარათების რეალიზაციას, გზათსარგებლობის საფასურის შესაბამის სახაზინო ანგარიშზე გადარიცხვის შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტში მისამართი (გადასარიცხი) თანხა არის გზათსარგებლობის ბარათ(ებ)ის რეალიზაციიდან მიღებულ თანხას გამოკლებული, საბანკო დაწესებულების მიერ ამ გადარიცხვისათვის (მომსახურების გაწევისათვის) დადგენილი თანხა.;

) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. ტრანზიტულად გადაადგილებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი/მძღოლი ვალდებულია ქვეყნის ტერიტორიის დატოვებისას სასაზღვრო საბაჟო-გამშვებ პუნქტში წარადგინოს გზათსარგებლობის საფასურის საბანკო დაწესებულებაში გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ან გზათსარგებლობის ბარათი. წარდგენილი ქვითრის ან გზათსარგებლობის ბარათის საფუძველზე გზათსარგებლობის საფასურის გადახდის კონტროლს ახორციელებს შემოსავლების სამსახური. გზათსარგებლობის საფასურის გადაუხდელობის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს, რომელსაც იხილავს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას შემოსავლების სამსახურის რეგიონული ცენტრის უფროსი. სანქციის დაკისრების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.;

) მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

7. სასაზღვრო საბაჟო-გამშვებ პუნქტში ტრანზიტულად გადაადგილებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის მიერ წარდგენილი გზათსარგებლობის საფასურის საბანკო დაწესებულებაში გადახდის დამადასტურებელი ქვითრებისა და გზათსარგებლობის ბარათების კონტროლის, აღრიცხვისა და შენახვის წესი დგინდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით..

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                     ნ. გილაური