თამბაქოს კონტროლის შესახებ

თამბაქოს კონტროლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4059-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 76, 29/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 340150000.05.001.016142
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
4059-რს
15/12/2010
სსმ, 76, 29/12/2010
340150000.05.001.016142
თამბაქოს კონტროლის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (15/07/2020 - 30/12/2021)

საქართველოს კანონი

თამბაქოს კონტროლის შესახებ

    მუხლი 1. კანონის მიზანი

საქართველოს მოსახლეობის მიერ თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაავადებიანობისა და სიკვდილიანობის შემცირების მიზნით ეს კანონი განსაზღვრავს და აწესრიგებს სამართლებრივ ურთიერთობებს თამბაქოს კონტროლის სფეროში.

     მუხლი 2. თამბაქოს კონტროლის ძირითადი პრინციპები

საქართველოში თამბაქოს კონტროლის სფეროში მოქმედი კრიტერიუმები, მოთხოვნები, პირობები და წესები უნდა ეფუძნებოდეს შემდეგ პრინციპებს:

ა) თამბაქოს ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქტად აღიარებას;

ბ) არამწეველთა თამბაქოს მავნე ზემოქმედებისაგან დაცვის უფლების აღიარებას;

გ) თამბაქოს მავნე ზემოქმედების შესახებ საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებას და თამბაქოს ნაწარმის თაობაზე ინფორმაციის გამჭვირვალობას;

დ) თამბაქოს მოხმარების შეწყვეტისა და მოხმარების დაწყების პრევენციის ხელშეწყობას;

ე) (ამოღებულია - 17.05.2017, №859).

ვ) თამბაქოს ნაწარმის წარმოებისა და რეალიზაციის კონტროლს;

ზ) თამბაქოს ნაწარმზე მოთხოვნილებისა და ამ ნაწარმის ხელმისაწვდომობის შემცირებას;

თ) თამბაქოს ნაწარმის დაუბეგრავი და გაუპიროვნებელი გაყიდვის აკრძალვას;

ი) არამწეველობის, როგორც ცხოვრების ნორმის, აღიარებას;

კ)  თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა შემუშავებაში, განხორციელებასა და შეფასებაში საზოგადოების მონაწილეობას;

ლ) თამბაქოს რეკლამისაგან თავისუფალ გარემოში ცხოვრებისა და მისი ზემოქმედებისაგან დაცვის უფლების აღიარებას;

მ) საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას;

ნ) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესის თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთა ჩარევისაგან დაცვას, აგრეთვე თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირებთან სახელმწიფოს საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით ურთიერთობას;

ო) თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტის, თამბაქოს ნაწარმისგან გამოფრქვეული ნივთიერების და თამბაქოს შეფუთვის კონტროლს;

პ) თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთა ქმედებების საქართველოში თამბაქოს კონტროლის სფეროში მოქმედ ნორმებთან შესაბამისობის მიუხედავად, მათი სისხლისსამართლებრივი ან სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების შეუძლებლობას ამგვარი პასუხისმგებლობისთვის შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში;

ჟ) კანონით დაშვებული სხვა ღონისძიებების განხორციელებას ამ კანონის მიზნის, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციის ამოცანებისა და პრინციპების შესრულებისთვის.

საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №859 – ვებგვერდი, 30.05.2017წ. 

    მუხლი 3. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) თამბაქოს ნაწარმი – თამბაქოს ან მისი ელემენტების შემცველი ნაწარმი (გარდა ნიკოტინის შემცველი სამკურნალწამლო საშუალებისა), რომელიც განკუთვნილია მოსაწევად, დასაღეჭად, საწუწნად ან შესასუნთქად, მათ შორის:

ა.ა) ფილტრიანი სიგარეტი, უფილტრო სიგარეტი;

ა.ბ) პაპიროსი, სიგარა, სიგარილა;

ა.გ) საჩიბუხე თამბაქო, ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქო;

ა.დ) შესახვევი თუთუნი;

ა.ე) დასაღეჭი თამბაქო, საწუწნი თამბაქო, შესასუნთქი თამბაქო;

ა.ვ) ელექტრონული სიგარეტის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნიკოტინის შემცველი მასალა/კარტრიჯი/კაფსულა;

ა.ზ) თამბაქოს ახალი ნაწარმი − თამბაქოს შემცველი პროდუქტი, რომელიც არ შედის ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თამბაქოს ნაწარმის არცერთ სხვა კატეგორიაში;

ა.თ) თამბაქოს ნედლეული, თამბაქოს ნარჩენები;

ა.ი) გასახურებელი თამბაქო − თამბაქოს ნაწარმი (გარდა ელექტრონული სიგარეტის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნიკოტინის შემცველი მასალისა/კარტრიჯისა/კაფსულისა), რომელიც განკუთვნილია მხოლოდ გახურების გზით მოხმარებისთვის;

1) თამბაქოს აქსესუარი ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობა – მუნდშტუკი, ჩიბუხი, ჩილიმი, საწუწნი თამბაქოს მოწყობილობა, შესასუნთქი თამბაქოს მოწყობილობა, ელექტრონული სიგარეტი ან სხვა მსგავსი მოწყობილობა, სიგარეტის ასანთები სპეციალური სანთებელა, თამბაქოს გასახვევი ქაღალდი, თამბაქოს შესახვევი აპარატი, თამბაქოს დასაჭრელი აპარატი, საფერფლე, ნებისმიერი სახის პორტსიგარი ან სხვა საგანი, რომელიც განკუთვნილია უპირატესად თამბაქოს მოხმარებისთვის ან/და შენახვისთვის, აგრეთვე სიგარეტის, მისი კოლოფის ან ზემოაღნიშნული საგნის ილუსტრაცია ან მისი გამომსახველი სხვა საგანი;

ბ) სიგარეტი – თამბაქოს ან მისი ელემენტების შემცველი ნებისმიერი სახის გრაგნილი ან მილისებრი აგებულების კონსტრუქცია, რომელიც გახვეულია ქაღალდში ან კანონით დაშვებულ სხვა მასალაში, რომელიც არ შეიცავს თამბაქოს;

გ) არმოსაწევი თამბაქო – თამბაქოს ნაწარმი, რომელიც არ არის განკუთვნილი მოსაწევად, კერძოდ, დასაღეჭი, საწუწნი ან შესასუნთქი თამბაქო;

დ) თამბაქოს მოწევა – თამბაქოს ნაწარმის წვის ან გახურების შედეგად გამოყოფილი პირველადი კვამლის ან აეროზოლის შესუნთქვა;

ე) თამბაქოს ინდუსტრია – თამბაქოს ნაწარმის წარმოება, იმპორტი, რეალიზაცია, ექსპორტი, რეექსპორტი ან/და ტრანზიტი;

1) სიგარაბარი – სპეციალური დაწესებულება, რომელიც მოწყობილია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე და რომელშიც დაშვებულია ამ მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სიგარის მოწევა;

ვ) სამედიცინო გაფრთხილება – თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ გამაფრთხილებელი წარწერა, რომელიც უნდა მოიცავდეს შესაბამის პიქტოგრამას;

ზ) როტაცია – სამედიცინო გაფრთხილებების მონაცვლეობა;

თ) თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტი – თამბაქოს ნაწარმის შემადგენლობაში არსებული თამბაქო, დანამატი, ნივთიერება ან ელემენტი, მათ შორის, ქაღალდი, ფილტრი, კაფსულა, მელანი, წებო;

1) დანამატი – ნივთიერება ან მასალა (გარდა თამბაქოს ფოთლისა), რომელიც ემატება თამბაქოს ნაწარმს;

ი) სამინისტრო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

კ) თამბაქოს ნაწარმისგან გამოფრქვეული ნივთიერება – ნივთიერება, რომელიც გამოიყოფა თამბაქოს ნაწარმის დანიშნულებისამებრ მოხმარების შედეგად, კერძოდ, სიგარეტის ან სხვა სახის მოსაწევი თამბაქოს კვამლში შემავალი ნივთიერება, რომელიც გამოიყოფა მოსაწევი თამბაქოს მოხმარების შედეგად, აგრეთვე დასაღეჭი თამბაქოს, საწუწნი თამბაქოს, შესასუნთქი თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოყოფილი ნივთიერება;

ლ) (ამოღებულია - 17.05.2017, №859);

მ) დამხმარე მასალა და საგნები – თამბაქოს ნაწარმთან შეხებაში მყოფი გარსი, კოლოფი და სხვა შესაფუთი მასალა;

ნ) რეალიზაცია – გაყიდვის ან სხვა სახით გასაღების მიზნით თამბაქოს მზა პროდუქტის სხვა პირისათვის გადაცემა კომერციული სარგებლის მისაღებად;

ო) მანიპულირება – აწონვა, გაზომვა, დადამღვა, დაბეჭდვა, შეფუთვა, დაწყობა, გადაადგილება;

პ) ფალსიფიკაცია – თამბაქოს ნაწარმის შემადგენლობის, მახასიათებლების, ასორტიმენტისა და წარმოშობის შეუსაბამობა დადგენილ მოთხოვნებთან ან თანდართულ დოკუმენტებსა და ეტიკეტზე აღნიშნულ მონაცემებთან;

ჟ) (ამოღებულია - 17.05.2017, №859);

რ) საწარმოო ობიექტი – საწარმო, საამქრო ან მათი უბნები და სხვა საწარმოო ქვედანაყოფები და ტერიტორიები, აგრეთვე მოწყობილობები, რომლებიც თამბაქოს წარმოების პროცესში გამოიყენება;

ს) (ამოღებულია - 17.05.2017, №859);

ტ) მზა პროდუქტი – რესურსებისა და საქმიანობის ერთობლიობის (სამრეწველო გადამუშავების) შედეგად მიღებული პროდუქტი;

უ) თამბაქოს მწარმოებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს თამბაქოს და პასუხს აგებს ამ კანონის მოთხოვნათა შესრულებისათვის მის მიერ განხორციელებული საქმიანობის ყოველ ეტაპზე; ამასთანავე, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი წარმომადგენელი ან პროდუქტის იმპორტიორი, როდესაც უცხოელ დამამზადებელს არ ჰყავს წარმომადგენელი;

ფ) შენობა-ნაგებობა – ნებისმიერი კონსტრუქცია (გარდა სატრანსპორტო საშუალებისა), რომელსაც აქვს იატაკი, ნებისმიერი სახის სახურავი ან ჭერი და ზედაპირის (გარდა სახურავისა, ჭერისა, იატაკისა) არანაკლებ 1/2-ზე აქვს ნებისმიერი სახის ან/და მასალის მოძრავი ან უძრავი კედლები, მათ შორის, ღია ან დახურული ფანჯარა და კარი;

ქ) საზოგადოებრივი ტრანსპორტი – ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, ავტობუსი, ტრამვაი, ტროლეიბუსი, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება, მატარებელი, საჰაერო ხომალდი, მეტროპოლიტენი, გემი ან სხვა სანაოსნო საშუალება, რომელიც გამოიყენება ადამიანების შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ ან/და კომერციული მოგების მიღების მიზნით გადასაყვანად;

ღ) ელექტრონული სიგარეტი − პროდუქტი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ადამიანის პირისთვის განკუთვნილი მოწყობილობით ნიკოტინის შემცველი აეროზოლის მოხმარებისთვის, ან ამ პროდუქტის ნებისმიერი კომპონენტი, კარტრიჯისა და ავზის ჩათვლით, ან მოწყობილობა კარტრიჯის ან ავზის გარეშე. ელექტრონული სიგარეტი შეიძლება იყოს ერთჯერადი გამოყენების ან მრავალჯერადი გამოყენების  (კონტეინერისა და ავზის მეშვეობით შესავსები ან ერთჯერადი მოხმარების კარტრიჯის მეშვეობით დასატენი).

საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №859 – ვებგვერდი, 30.05.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3121 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ.
საქართველოს 2019 წლის 16 ოქტომბრის კანონი №5128 – ვებგვერდი, 23.10.2019წ.

    მუხლი 4. თამბაქოს კონტროლის ღონისძიებები და თამბაქოს კონტროლის სფეროს მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები 

1. საქართველოს მთავრობა ახორციელებს თამბაქოს კონტროლის გრძელვადიან სახელმწიფო სტრატეგიას და ყოველწლიურ სახელმწიფო პროგრამას.

2. საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განისაზღვრება:

ა) საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან (გარდა გასახურებელი თამბაქოსი) გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინი, კუპრი, მხუთავი გაზი) ზღვრულად დასაშვები ნორმები, გაზომვისა და რეგულირების წესები, თამბაქოს კონტროლის სფეროში მოქმედი საერთაშორისო მოთხოვნების გათვალისწინებით;

1) საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ელექტრონული სიგარეტის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნიკოტინის შემცველი მასალის/კარტრიჯის/კაფსულის/კონტეინერის მოცულობა, მასში ნიკოტინის შემცველობის ზღვრულად დასაშვები ნორმები, თამბაქოს კონტროლის სფეროში მოქმედი საერთაშორისო მოთხოვნების გათვალისწინებით;

ბ) თამბაქოს ნაწარმზე (კოლოფზე/ბლოკზე, შეფუთვაზე) სამედიცინო გაფრთხილებების (მათ შორის, პიქტოგრამისა და ტექსტობრივი წარწერის) დატანის წესი;

გ) საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის და მისი შეფუთვის სტანდარტიზების წესი.

3. ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან (გარდა გასახურებელი თამბაქოსი) გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინი, კუპრი, მხუთავი გაზი) გაზომვა უნდა უზრუნველყოს თამბაქოს აღნიშნული ნაწარმის მწარმოებელმა ან/და იმპორტიორმა საკუთარი ხარჯებით. თამბაქოს აღნიშნული ნაწარმის მწარმოებელმა ან/და იმპორტიორმა უნდა დაადასტუროს გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარება და ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების საქართველოს ბაზარზე განთავსებამდე არაუგვიანეს 3 თვისა სამინისტროს უნდა წარუდგინოს ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტები. ამ დოკუმენტების ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით. თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელი ან/და იმპორტიორი უზრუნველყოფს თამბაქოს აღნიშნული ნაწარმის დოკუმენტებში მითითებულ მონაცემებთან შესაბამისობას. ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების მწარმოებელი ან/და იმპორტიორი ვალდებულია აღნიშნული, განახლებული დოკუმენტები ხელახლა წარადგინოს ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების რაოდენობის ან მათი სხვა პარამეტრის ცვლილების შემთხვევაში. ასეთი ცვლილების შემთხვევაში განახლებული დოკუმენტების წარდგენა ხდება ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების საქართველოს ბაზარზე განთავსებამდე არაუგვიანეს 3 თვისა. ამასთანავე, თამბაქოს ნაწარმის  მწარმოებელმა ან/და იმპორტიორმა სამინისტროს თამბაქოს ნაწარმის (გარდა თამბაქოს ახალი ნაწარმისა და გასახურებელი თამბაქოსი) საქართველოს ბაზარზე განთავსებამდე არაუგვიანეს 3 თვისა უნდა წარუდგინოს ინფორმაცია თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების (კერძოდ, ინგრედიენტების ჩამონათვალის, რაოდენობისა და წონის) თაობაზე. თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელი ან/და იმპორტიორი ვალდებულია აღნიშნული, განახლებული ინფორმაცია ხელახლა წარადგინოს ინგრედიენტების რაოდენობის ან სხვა პარამეტრის ცვლილების შემთხვევაში. ასეთი ცვლილების შემთხვევაში განახლებული ინფორმაციის წარდგენა ხდება თამბაქოს ნაწარმის საქართველოს ბაზარზე განთავსებამდე არაუგვიანეს 3 თვისა.

31. გასახურებელი თამბაქოს ან თამბაქოს ახალი ნაწარმის მწარმოებელი ან/და იმპორტიორი ვალდებულია სამინისტროს მიაწოდოს შეტყობინება ნებისმიერი იმ ნაწარმის შესახებ, რომლის საქართველოს ბაზარზე განთავსებასაც გეგმავს იგი. შეტყობინება სამინისტროს უნდა მიეწოდოს სამინისტროს მიერ განსაზღვრული ფორმით, შესაბამისი ნაწარმის საქართველოს ბაზარზე განთავსებამდე 3 თვით ადრე. შეტყობინებას უნდა ერთოდეს ამ ნაწარმის დეტალური აღწერა და გამოყენების ინსტრუქცია, აგრეთვე ინფორმაცია აღნიშნული თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტებისა და მისგან გამოფრქვეული ნივთიერებების შესახებ.

4. ამ კანონით დადგენილი თამბაქოს წარმოების, იმპორტისა და რეალიზაციის აკრძალვის/შეზღუდვის წესები გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაბამისი ლიცენზიით/ნებართვით/ავტორიზაციით განსაზღვრულ საქმიანობის განმახორციელებელ პირთა სალიცენზიო/ სანებართვო/საავტორიზაციო პირობებში. 

5. თამბაქოს კონტროლის სფეროში ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შემოწმება არ არის სამეწარმეო საქმიანობის კონტროლი და, შესაბამისად, მასზე არ ვრცელდება „სამეწარმეო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.

6. საჯარო დაწესებულებას, სახელმწიფო მოსამსახურეს და საჯარო მოსამსახურეს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მომზადების, მიღებისა და შესრულების პროცესში თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირებთან ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია მათთვის თამბაქოს წარმოებასთან და თამბაქოს ნაწარმთან დაკავშირებით ეფექტიანი რეგულირების შესაძლებლობის მისაცემად. თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირებთან ურთიერთობის აუცილებლობის შემთხვევაში აღნიშნულმა პირებმა მათთან სახელმწიფოს ურთიერთობა უნდა წარმართონ გამჭვირვალედ, საჯარო განხილვების, ამ ურთიერთობის შესახებ საჯარო შეტყობინებისა და შემუშავებული დოკუმენტების საზოგადოებისთვის გაცნობის საშუალებით. აღნიშნულ ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №859 – ვებგვერდი, 30.05.2017წ. 
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3121 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 13 დეკემბრის კანონი №3956 – ვებგვერდი, 25.12.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 16 ოქტომბრის კანონი №5128 – ვებგვერდი, 23.10.2019წ.

    მუხლი 5. თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია ან/და განლაგება

1. აკრძალულია თამბაქოს ინდუსტრიაში 18 წლამდე ასაკის პირის ჩაბმა.

2. აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია ან/და განლაგება:

ა) საგანმანათლებლო (ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს საგანმანათლებლო, პროფესიულ), სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში (შესაბამისი დაწესებულების ტერიტორიის უახლოესი წერტილიდან);

ბ) საჯარო დაწესებულებაში; ნებისმიერი სახის სამედიცინო, სპორტულ და კულტურულ დაწესებულებებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე;

) სავაჭრო ობიექტში, თუ თამბაქოს ნაწარმი, თამბაქოს აქსესუარი ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობა არ არის სურსათისგან ან/და სხვა პროდუქტისგან განცალკევებით განლაგებული. სურსათისგან ან/და სხვა პროდუქტისგან განცალკევებით განლაგებულად ჩაითვლება თამბაქოს ნაწარმი, თამბაქოს აქსესუარი ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობა, რომელიც სურსათისგან ან/და სხვა პროდუქტისგან განცალკევებულია გაუმჭვირვალე თაროს/მოწყობილობის/ტიხრის საშუალებით ან სავაჭრო ობიექტში განთავსებულია სხვა ადგილას, სურსათის ან/და სხვა პროდუქტის რეალიზაციისთვის გამოყოფილი, განცალკევებული სავაჭრო განყოფილებებისგან ან/და სექციებისგან დამოუკიდებლად. სავაჭრო განყოფილებად/სექციად ითვლება სავაჭრო ობიექტის ნაწილი, სადაც იყიდება სურსათის ან/და სხვა პროდუქტის განსაზღვრული სახეობა/სახეობები;  

დ) ერთეული ღერებით ან ერთეული კოლოფით/შეფუთვით, თუ მასში 20 ღერ სიგარეტზე ნაკლებია ან მეტია;

ე) შეფუთვის გარეშე (გარდა თამბაქოს აქსესუარისა ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობისა);

ვ) 18 წლამდე ასაკის პირზე;

ზ) ელექტრონული ან მექანიკური მანქანის საშუალებით;

თ) თუ საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმი საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით არის დამზადებული;

ი) უფასოდ ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეებისათვის სადღეღამისო ულუფაში შეტანით;

კ) ინტერნეტით ან ფოსტით (საცალო ვაჭრობა) (გარდა თამბაქოს აქსესუარისა ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობისა, რომელზედაც არ არის დატანილი თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთა ნაწარმის (საქონლის) სასაქონლო ნიშანი ან/და დასახელება);

ლ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში;

მ) ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის გარედან (გარდა სიგარეტის ასანთები სპეციალური სანთებელასი, საფერფლისა და პორტსიგარისა, რომლებზედაც არ არის დატანილი თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთა ნაწარმის (საქონლის) სასაქონლო ნიშანი ან/და დასახელება, აგრეთვე აეროპორტში საბაჟო ტერიტორიის თავისუფალ ზონაში რეალიზაციისა და განლაგების შემთხვევებისა); 

[ნ) ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის შიგნიდან (გარდა სიგარეტის ასანთები სპეციალური სანთებელასი, საფერფლისა და პორტსიგარისა, რომლებზედაც არ არის დატანილი თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთა ნაწარმის (საქონლის) სასაქონლო ნიშანი ან/და დასახელება, აგრეთვე აეროპორტში საბაჟო ტერიტორიის თავისუფალ ზონაში რეალიზაციისა და განლაგების შემთხვევებისა);  (ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან)]

ო) თამბაქოს ნაწარმის ან თამბაქოს აქსესუარის რეალიზაცია შესაბამისი ობიექტიდან მისი სატრანსპორტო საშუალებაში მსხდომთათვის უშუალოდ მიწოდებით.

21. ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმის (გარდა თხევადი თამბაქოს ნაწარმისა) ან იმავე მუხლის „ა.დ“ ან „ა.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმის მიწოდება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაფასოებულია 50 ან 100 გრამი ნეტო-მასის პირველად საფუთავებში, გარდა თამბაქოს ნაწარმის დამზადების მიზნით მიწოდების საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული შემთხვევისა.

3. აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების საშუალებით დარიგება ან გათამაშება, სხვა ფორმით გათამაშება ან/და ამგვარ ღონისძიებებში თამბაქოს ნაწარმის ან მისი რომელიმე ნაწილის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის საშუალებით ან მათი განაწილებით მონაწილეობა, აგრეთვე ნებისმიერი სხვა სახით თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაცია, მათ შორის:

ა) საჩუქრის გადაცემა ან შეთავაზება, თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის გადაცემა ან თამბაქოს ნაწარმის გასინჯვის შეთავაზება რეალიზაციის მიზნით;

ბ) ინიციატივის განმტკიცება ან ერთგულების სქემა, კერძოდ, თამბაქოს ნაწარმის გაყიდვისას კუპონების დარიგება;

გ) პირდაპირი პერსონალური კომუნიკაცია, ქსელური მარკეტინგი, რომელიც ახდენს ან შეიძლება მოახდინოს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს მწარმოებლის ან საბითუმო მოვაჭრის პოპულარიზაცია;

დ) ინდივიდისთვის გამიზნული საპოპულარიზაციო მასალა, მათ შორის, საინფორმაციო მასალა (კერძოდ, პირდაპირი გზავნილი), ტელემარკეტინგი, მომხმარებელთა კვლევა, რომელიც ახდენს ან შეიძლება მოახდინოს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს მწარმოებლის ან საბითუმო მოვაჭრის პოპულარიზაცია;

ე) საცალო მოვაჭრისთვის თანხის გადახდა, ჯილდოს მიცემა ან საცალო მოვაჭრის საქმიანობაში წვლილის სხვაგვარად შეტანა, რაც გამიზნულია მისი მოტივირებისთვის, რათა მეტი თამბაქოს ნაწარმი გაყიდოს;

ვ) თამბაქოს მწარმოებლის, იმპორტიორის ან საბითუმო მოვაჭრის, მათთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული პირების მიერ თანხის გადახდა ან წვლილის სხვაგვარად შეტანა ღონისძიებაში, ფიზიკური პირის ან ორგანიზაციის საქმიანობაში, რომელიც შედეგად ახდენს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს მწარმოებლის, იმპორტიორის ან საბითუმო მოვაჭრის ან მათი წარმომადგენლების პოპულარიზაციას;

ზ) ისეთი სათამაშოს, ტკბილეულის ან სხვა ნაწარმის გაყიდვა ან დარიგება, რომელიც არ არის თამბაქოს ნაწარმი და თამბაქოს ნაწარმის ილუსტრაცია, სიმულაცია ან იმიტაციაა.

4. თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში არანაკლებ A4 ფორმატის ქაღალდზე უნდა განთავსდეს საქართველოს კანონმდებლობით დამტკიცებული სამედიცინო გაფრთხილება და თამბაქოს მოხმარებაზე უარის თქმის მსურველთათვის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი კონსულტაციის მისაღებად, აგრეთვე ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 18 წლამდე ასაკის პირისთვის თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის მიყიდვა აკრძალულია.

5. თუ თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზატორი ვერ ადასტურებს, რომ თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის მყიდველი 18 წლის ასაკს მიღწეული პირია, იგი ვალდებულია ამ პირს მოსთხოვოს მისი სრულწლოვანების დამადასტურებელი დოკუმენტი და მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ იგი 18 წლის ასაკს მიღწეული პირია, მიჰყიდოს თამბაქოს ნაწარმი, თამბაქოს აქსესუარი ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობა.

საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №859 – ვებგვერდი, 30.05.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 13 დეკემბრის კანონი №3956 – ვებგვერდი, 25.12.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 16 ოქტომბრის კანონი №5128 – ვებგვერდი, 23.10.2019წ.

    [მუხლი 5 1 . თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვით რეალიზაცია ან/და განლაგება

1. აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაცია ან/და განლაგება.

2. თამბაქოს ნაწარმის და მისი შეფუთვის სტანდარტიზების წესი განისაზღვრება ამ კანონით და საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.  (ამოქმედდეს 2022 წლის 31დეკემბრიდან )]

საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №859 – ვებგვერდი, 30.05.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1278 - ვებგვერდი, 28.07.2017წ.

    მუხლი 6. თამბაქოს ნაწარმის შეფუთვა და დიზაინი

1. საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის დასახელება, თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის ან/და ეტიკეტის არცერთი ელემენტი არ უნდა შეიცავდეს ყალბ, შეცდომაში შემყვან ან არასწორი წარმოდგენის შემქმნელ ინფორმაციას თამბაქოს ნაწარმის თვისებების, მავნე ზემოქმედების ან გამოფრქვეული მავნე ნივთიერებების თაობაზე; არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე ან რომელიმე უცხოურ ენაზე სიტყვა, აბრევიატურა, ნიშანი, გამოსახულება, გრაფიკი ან ციფრი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ შექმნის არასწორ წარმოდგენას, რომ თითქოს თამბაქოს ეს ნაწარმი სხვა ნაწარმთან შედარებით ნაკლებად მავნებელია, მათ შორის, არ შეიძლება მათი გამოყენება ბრენდის ან სავაჭრო ნიშნის დასახელებაში, კერძოდ, სიტყვებისა: „მსუბუქი“, „რბილი“, „ნაკლებად მძაფრი“, „ულტრამსუბუქი“, „დაბალი შემცველობით“, „ექსტრა“, „ულტრა“, „მენთოლი“ და სხვა.

2. თამბაქოს ნაწარმის (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ვ“, „ა.ზ“ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) თითოეულ კოლოფსა/ბლოკსა და შეფუთვაზე განთავსებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დამტკიცებული სამედიცინო გაფრთხილება. აღნიშნული სამედიცინო გაფრთხილება უნდა მოიცავდეს ძირითად სამედიცინო გაფრთხილებას, დამატებით სამედიცინო გაფრთხილებას (საქართველოს კანონმდებლობით დამტკიცებული შესაბამისი პიქტოგრამით, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმის შემთხვევაში – შესაბამისი ტექსტობრივი წარწერით) და საკონტაქტო ტელეფონის ნომერს.

21. ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაში მოთავსებული უნდა იყოს შესაბამისი საინფორმაციო ფურცელი ამ ნაწარმის შესახებ.

22. ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ზ“ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმის თითოეულ შეფუთვაზე განთავსებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დამტკიცებული სამედიცინო გაფრთხილება შესაბამისი პიქტოგრამით.

3. საქართველოს მთავრობა ამტკიცებს ძირითადი სამედიცინო გაფრთხილების 3 ნიმუშს, დამატებითი სამედიცინო გაფრთხილების 9 ნიმუშს და შესაბამისი პიქტოგრამის 9 ნიმუშს, ტექსტობრივი წარწერის 1 ნიმუშს, შესაბამისი საინფორმაციო ფურცლის ფორმებს, ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ზ“ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისთვის − სამედიცინო გაფრთხილების 2 ნიმუშს და შესაბამისი პიქტოგრამის 2 ნიმუშს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს, აგრეთვე სამედიცინო გაფრთხილების კომპიუტერულ შრიფტსა და ზომას, გამოსახულების ხარისხის შესაბამის პარამეტრებს.

4. პიქტოგრამის ნიმუში უნდა შეესაბამებოდეს და შეიცავდეს დამატებითი სამედიცინო გაფრთხილების ტექსტს, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ზ“ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმის შემთხვევაში − სამედიცინო გაფრთხილების ტექსტს და უნდა იკავებდეს სამედიცინო გაფრთხილების საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ ნაწილს.

5. სამედიცინო გაფრთხილებების როტაცია ხდება შემდეგნაირად:

ა) თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელმა ან/და იმპორტიორმა წლის განმავლობაში უნდა გამოიყენოს ყველა ძირითადი სამედიცინო გაფრთხილება, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ზ“ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმის შემთხვევაში − ყველა სამედიცინო გაფრთხილება, იმგვარად, რომ ისინი გასაყიდი თამბაქოს ნაწარმის თითოეული სახეობის კოლოფსა/ბლოკსა და შეფუთვაზე თანაბრად განაწილდეს;

ბ) თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელმა ან/და იმპორტიორმა წლის განმავლობაში უნდა აირჩიოს 3 დამატებითი სამედიცინო გაფრთხილება შესაბამისი პიქტოგრამებით, იმგვარად, რომ ისინი თანაბრად განაწილდეს გასაყიდი თამბაქოს ნაწარმის თითოეული სახეობის კოლოფსა/ბლოკსა და შეფუთვაზე.

51. თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელი თამბაქოს ნაწარმის საქართველოში სარეალიზაციოდ გატანისას ან/და თამბაქოს ნაწარმის იმპორტიორი თამბაქოს ნაწარმის იმპორტირებისას ვალდებულია შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს წარუდგინოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ თამბაქოს ნაწარმის რა რაოდენობაზე და რომელ პარტიაზე რა სახის (ძირითადი სამედიცინო გაფრთხილება, დამატებითი სამედიცინო გაფრთხილება) და რომელი ნიმუშის სამედიცინო გაფრთხილებების როტაცია განახორციელა.

6. თამბაქოს ნაწარმის ყოველ შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილება განთავსებული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე (ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზურად), ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, და უნდა იყოს:

ა) დაწერილი გარკვევით და მკაფიოდ;

ბ) დაბეჭდილი თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე (გარდა გარე გამჭვირვალე შეფუთვისა) (სიგარის, სიგარილას, დასაღეჭი თამბაქოს, საწუწნი თამბაქოს, თხევადი თამბაქოს ნაწარმის შემთხვევაში, აგრეთვე 50 კილოგრამზე მეტი თამბაქოს ნედლეულის შემთხვევაში დასაშვებია დაბეჭდვის ნაცვლად სამედიცინო გაფრთხილების სტიკერის სახით დაკვრა), არ უნდა იყოს დაფარული, დამახინჯებული ან შეცვლილი, შეფუთვის გახსნისას არ უნდა დაზიანდეს ან მას არ უნდა მოსცილდეს;

გ) დაბეჭდილი კომპიუტერული შრიფტით, გამუქებულად, თეთრ ფონზე შავი ასოებით ან შავ ფონზე თეთრი ასოებით; თეთრი ფონი შემოფარგლული უნდა იყოს შავი ჩარჩოთი, ხოლო შავი ფონი – თეთრი ჩარჩოთი, რომელიც არ კვეთს და არ ეხება ასოებს; ჩარჩოს ხაზის სისქე უნდა იყოს 1 მმ;

დ) განთავსებული თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის წინა და უკანა დიდ გვერდებზე, ზედა და ქვედა კიდეების პარალელურად, და არ უნდა იკავებდეს გვერდის საერთო ფართობის 65 პროცენტზე ნაკლებს, რომელშიც შედის შემომფარგვლელი ხაზები, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისთვის – განთავსებული შეფუთვის წინა და უკანა დიდ გვერდებზე და არ უნდა იკავებდეს გვერდის საერთო ფართობის 30 პროცენტზე ნაკლებს, რომელშიც შედის შემომფარგვლელი ხაზები;

ე) განთავსებული: დამატებითი სამედიცინო გაფრთხილება − კოლოფის წინა გვერდზე; ძირითადი სამედიცინო გაფრთხილება − კოლოფის უკანა გვერდზე, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ზ“ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმის შემთხვევაში − კოლოფის წინა და უკანა გვერდებზე.

7. (ამოღებულია - 17.05.2017, №859).

8. არ შეიძლება სამედიცინო გაფრთხილება დაიფაროს სხვა დაბეჭდილი ინფორმაციით ან გამოსახულებით.

[9. ამ კანონით და საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით განისაზღვრება თამბაქოს ნაწარმის (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) და მისი შეფუთვის სტანდარტიზების წესი, რომლის მიზანია:

ა) თამბაქოს ნაწარმის მიმზიდველობის შემცირება;

ბ) სამედიცინო გაფრთხილების ეფექტიანობისა და თვალსაჩინოების გაზრდა;

გ) თამბაქოს ნაწარმის შეფუთვით თამბაქოს ნაწარმის ან მისი მოხმარების თაობაზე მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობის შემცირება.

10. აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) შეფუთვაზე (კოლოფი, ბლოკი, კონტეინერი და სხვა) და თითოეულ ღერზე ბრენდის, ლოგოს, სასაქონლო ნიშნის ან მისი აღმნიშვნელი სხვა ელემენტის გამოყენება. თამბაქოს ნაწარმის (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) შეფუთვაზე (კოლოფი, ბლოკი, კონტეინერი და სხვა) ნებისმიერი წარწერა შესრულებული უნდა იყოს ერთიანი, უნიფიცირებული შრიფტით, საქართველოს სახელმწიფო ენაზე და მითითებული უნდა იყოს მწარმოებელი ქვეყანა. ამასთანავე, აკრძალულია ფილტრიან სიგარეტზე, უფილტრო სიგარეტზე, პაპიროსზე, სიგარასა და სიგარილაზე რაიმე სახის წარწერის დატანა.

11. საქართველოს მთავრობა ნორმატიული აქტით იღებს გადაწყვეტილებას თამბაქოს ნაწარმის (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) შემდეგი მახასიათებლების ან/და ელემენტების დაშვების (გამოყენების), აკრძალვის ან მათ მიმართ რაიმე სახის მოთხოვნების განსაზღვრის თაობაზე:

ა) თამბაქოს ნაწარმის ან მისი შეფუთვის ფერი, ზომა და ფორმა;

ბ) თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის მასალა და ფაქტურა;

გ) თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის გახსნის სახე;

დ) თამბაქოს ნაწარმის გარსი და შიგთავსი;

ე) თამბაქოს ნაწარმსა და მის შეფუთვაზე გარკვეული სიტყვები ან ნიშნები (მათ შორის, გარკვეული სახის ბრენდის, ლოგოს ან სავაჭრო ნიშანი);

ვ) სიტყვები ან ნიშნები, რომელთა თამბაქოს ნაწარმზე ან მის შეფუთვაზე დატანაც დაშვებულია;

ზ) თამბაქოს ნაწარმის და მისი შეფუთვის განმასხვავებელი მახასიათებლები, მათ შორის, თამბაქოს ნაწარმის და მისი შეფუთვის იერსახის ან შინაარსის შეცვლისკენ მიმართული მახასიათებლები, თამბაქოს ნაწარმის გაყიდვის შემდეგ ხმის გამოსაცემად ან სურნელის გამოსაფრქვევად;

თ) თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაში მოთავსებული ან გამოყენებული საგანი ან მასალა, რომელიც არ არის ამ შეფუთვის განუყოფელი ან აუცილებელი ნაწილი;

ი) თამბაქოს ნაწარმზე ან მის შეფუთვაზე მიმაგრებული საგანი, გარდა სავალდებულო აქციზური მარკისა და ამ მუხლით განსაზღვრული სამედიცინო გაფრთხილებისა;

კ) თამბაქოს ნაწარმის წონის განმსაზღვრელი, რომელიც შეიძლება მოთავსებული იყოს თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაში;

ლ) თამბაქოს ნაწარმის ისეთი მახასიათებელი ან ელემენტი, რომელიც გამოიწვევს ამ ნაწარმისთვის დამახასიათებელი გემოს მიცემას.

12. თამბაქოს ნაწარმის (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) შეფუთვაზე ბრენდის ან ვარიანტის სახელის გამოსახვა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის აღნიშნული ნორმატიული აქტით შესაძლებელია განისაზღვროს:

ა) ბრენდის ან ვარიანტის სახელის სიგრძის ლიმიტი;

ბ) ბრენდის ან ვარიანტის სახელში იმ სიტყვებისა და ფერების გამოყენების აკრძალვა, რომლებმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი თამბაქოს ნაწარმის მახასიათებლების, ჯანმრთელობაზე ზეგავლენის, რისკის ან გამოფრქვეული ნივთიერებების შესახებ, ან იმის თაობაზე, რომ თითქოს თამბაქოს ეს ნაწარმი სხვა ნაწარმთან შედარებით ნაკლებად მავნებელია ან მასზე უკეთესია, რადგან ნატურალური ან ორგანულია, ან სასარგებლოა ცხოვრების ჯანსაღი წესისთვის;

გ) ისეთი სიტყვების ან ფრაზების გამოყენება, რომლებიც გამიზნულია მომხმარებლის ეკონომიკური წახალისებისთვის;

დ) მოთხოვნები სიტყვების ან ნიშნების გამოსახვის წესის შესახებ, მათ შორის, მანერა და გარემოებები, რომლითაც და რომლებშიც ეს სიტყვები ან ნიშნები გამოისახება, შესაბამისი შრიფტის სახე, ზომა და ტიპი, აგრეთვე თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე სიტყვების მდებარეობა და ორიენტაცია.

13. ამ მუხლის მე-9–მე-12 პუნქტების შესაბამისად მიღებული ნორმატიული აქტები არ უნდა ახდენდეს გავლენას პირის ინტელექტუალური საკუთრების უფლებაზე – დაარეგისტრიროს, ფლობდეს და განკარგავდეს სავაჭრო ნიშანს და საავტორო უფლებას.  (ამოქმედდეს 2022 წლის 31 დეკემბრიდან )]

საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №859 – ვებგვერდი, 30.05.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1278 - ვებგვერდი, 28.07.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 13 დეკემბრის კანონი №3956 – ვებგვერდი, 25.12.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 16 ოქტომბრის კანონი №5128 – ვებგვერდი, 23.10.2019წ.

    მუხლი 7. მომხმარებლის ფალსიფიცირებული პროდუქტისაგან დაცვა

1. მომხმარებლის ფალსიფიცირებული პროდუქტისაგან დაცვის მიზნით საქართველოს მთავრობა ადგენს შეფუთვაზე (თამბაქოს მწარმოებლის შესახებ) აღნიშვნათა ჩამონათვალს.

2. აკრძალულია ფალსიფიცირებული თამბაქოს წარმოება, შენახვა, ტრანსპორტირება და რეალიზაცია.

3. (ამოღებულია - 17.05.2017, №859).

საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №859 – ვებგვერდი, 30.05.2017წ.

      მუხლი 8. (ამოღებულია)

საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №859 – ვებგვერდი, 30.05.2017წ. 

      მუხლი 9. თამბაქოს ექსპორტი და იმპორტი

1. თამბაქოს ექსპორტი და იმპორტი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ამ კანონით (გარდა ამავე კანონის მე-10 მუხლისა) დადგენილი ნორმები არ ვრცელდება პირის მიერ თამბაქოს ნაწარმის საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში 1 კალენდარული დღის განმავლობაში შემოტანილ, ხოლო სხვა შემთხვევაში – 30 კალენდარული დღის განმავლობაში შემოტანილ, საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი რაოდენობის თამბაქოს ნაწარმზე.

საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №859 – ვებგვერდი, 30.05.2017წ.
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4910 - ვებგვერდი, 04.07.2019წ.

    მუხლი 10. თამბაქოს მოხმარების შეზღუდვა

1. თამბაქოს მოწევა აკრძალულია:

ა) ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობებისა;

ბ) საზოგადოებრივ ტრანსპორტში, გარდა ტაქსისა და კატერისა;

) საგანმანათლებლო (ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო), სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების, სხვა სასწავლო დაწესებულებების, ბიბლიოთეკების, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე (გარდა ამ მუხლის 15 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე;

) სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და ამ დაწესებულებების ტერიტორიებზე, გარდა ამ მუხლის 12 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებებისა და ამავე მუხლის 15 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ე) ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება;

ვ) სტადიონზე, რომელსაც ჰყავს ადმინისტრაცია.

11. თამბაქოს მოწევა ნებადართულია შემდეგ შენობა-ნაგებობებში:

ა) ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილას (თუ ფიზიკური პირი/ფიზიკური პირის ოჯახი ფაქტობრივად ცხოვრობს ამ საცხოვრებელ ადგილას და ეს საცხოვრებელი ადგილი იმავდროულად სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებელი ფაქტობრივი ადგილსამყოფელი არ არის);

ბ) თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარში;

გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომ − პენიტენციური დაწესებულება);

დ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე მოწყობილ სიგარაბარში (მხოლოდ ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სიგარისა);

ე) სამორინეში;

1 ) სათამაშო აპარატების სალონში, რომლის მოწყობის ნებართვისთვის დადგენილია სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთი არანაკლებ 200 000 ლარის ოდენობით და რომელშიც განთავსებულია არანაკლებ 20 სათამაშო აპარატი;

ვ) აეროპორტის სატრანზიტო ზონაში, ამ მუხლის 13 პუნქტით დადგენილი წესით;

ზ) წინასწარი დაკავების იზოლატორში;

თ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი განთავსების ცენტრში;

) პროფესიული თეატრის მუდმივი სარგებლობისთვის განკუთვნილ შენობა-ნაგებობაში მხოლოდ მსახიობის ან/და შემსრულებლის მიერ, სპექტაკლის ან/და თეატრალური წარმოდგენის მიმდინარეობის დროს, რეჟისორის შემოქმედებითი ჩანაფიქრის განხორციელების მიზნით. ამასთანავე, სპექტაკლის ან/და თეატრალური წარმოდგენის დაწყების წინ მაყურებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია თამბაქოს ნაწარმის მავნე ზემოქმედების შესახებ.

12. სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში თამბაქოს მოწევა ნებადართულია შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანებით დადგენილი წესით, ზოგიერთი მხარდაჭერის მიმღები ან მძიმედ ავადმყოფი პაციენტისთვის, სპეციალურად განსაზღვრულ ადგილას, რომელიც სრულად (კედლებით) უნდა იყოს გამიჯნული დაწესებულების სხვა ნაწილისგან/ტერიტორიისგან და უნდა ჰქონდეს ვენტილაცია ან ღია სივრცეში გამავალი ფანჯარა. ასეთი პაციენტისთვის თამბაქოს მოწევა, აღნიშნული დაწესებულების ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანებით, დასაშვებია პალატაშიც, თუ ის იზოლირებულია სხვა პაციენტებისგან. 

13. აეროპორტის სატრანზიტო ზონაში თამბაქოს მოწევა დასაშვებია მხოლოდ სპეციალურ მოსაწევ ოთახში, რომელსაც უნდა ჰქონდეს ცალკე სავენტილაციო სისტემა, რომლიდანაც თამბაქოს კვამლი სხვა სივრცეში არ უნდა ხვდებოდეს და რომელშიც არ უნდა ხდებოდეს საკვებისა და სასმელის შეტანა და მოხმარება. აეროპორტის სატრანზიტო ზონაში სპეციალური მოსაწევი ოთახის გამოყოფის წესი, აგრეთვე სპეციალური მოსაწევი ოთახისთვის სპეციალური მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

14. პენიტენციურ დაწესებულებაში თამბაქოს მოხმარების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

15. უმაღლესი საგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო, სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების ტერიტორიებზე თამბაქოს მოწევა დასაშვებია შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ სპეციალურად განსაზღვრულ ადგილას (ადგილებში). აღნიშნული დაწესებულების ტერიტორიაზე ასეთი ადგილების რაოდენობა 3- არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო თითოეული ადგილის ფართობი 20 კვადრატულ მეტრზე მეტი არ უნდა იყოს.

2. (ამოღებულია - 17.05.2017, №859). 

3. (ამოღებულია - 17.05.2017, №859).

4. (ამოღებულია - 17.05.2017, №859).

5. (ამოღებულია - 17.05.2017, №859).

6. (ამოღებულია - 17.05.2017, №859).

7. აკრძალულია თამბაქოს მოწევის ან მისი მოხმარების სხვა ფორმების დემონსტრირება მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, სხვა ბეჭდური ან ელექტრონული საშუალებით, მასობრივი ჩვენებისა და თეატრალური წარმოდგენის მეშვეობით, გარდა ღია სივრცეში პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას კადრში მწეველის შემთხვევითი მოხვედრისა, ამ მუხლის 11 პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა დარეკლამის შესახებსაქართველოს კანონის 82 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული, თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცებული ტელე- ან რადიორგოლის ჩვენებისა.

8. დაწესებულება (იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, პირთა გაერთიანება იურიდიული პირის შეუქმნელად, მეწარმე სუბიექტი, საჯარო დაწესებულება, მათ შორის, სახელმწიფო ორგანო და მუნიციპალიტეტის ორგანო) ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ იმ შენობა-ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა, ამ კანონით დადგენილი თამბაქოს მოწევის აკრძალვა/შეზღუდვა;

ბ) არ დაუშვას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ იმ შენობა-ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა, თამბაქოს მოხმარების შედეგად არსებული კვამლის, ფერფლის, ნამწვის არსებობა, აგრეთვე ჩილიმისა და საფერფლის განთავსება;

გ) შეიმუშაოს და დაამტკიცოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ იმ შენობა-ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა, თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესები;

დ) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ იმ შენობა-ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა, ყველა შესასვლელში და სხვა თვალსაჩინო ადგილას განათავსოს თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესები, შესაბამისი წარწერა და ნიშანი თამბაქოს მოწევის აკრძალვის/შეზღუდვის თაობაზე, აგრეთვე იმ ფიზიკური პირის/დაწესებულების საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და სხვა ინფორმაცია, რომელთან დაკავშირებაც იქნება შესაძლებელი თამბაქოს მოხმარების აკრძალვასთან/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესების დარღვევის შემთხვევაში;

ე) არ დაუშვას თამბაქოს მოწევა, ხოლო თამბაქოს მოწევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, დაუყოვნებლივ აღკვეთოს იგი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ იმ შენობა-ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა.

9. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი, მესაკუთრე/მფლობელი ვალდებულია შეასრულოს შესაბამის საზოგადოებრივ ტრანსპორტში თამბაქოს მოწევის აკრძალვის/შეზღუდვის წესები და აღკვეთოს ამ წესების შეუსრულებლობის ფაქტები.

საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №859 – ვებგვერდი, 30.05.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3121 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 13 დეკემბრის კანონი №3956 – ვებგვერდი, 25.12.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7015-რს - ვებგვერდი, 28.07.2020 წ.

    მუხლი 101. სიგარაბარის მოწყობის ნებართვა და სანებართვო პირობები 

1. სიგარაბარის მოწყობის ნებართვის გაცემას, გაუქმებას, მასში ცვლილების შეტანას, უწყებრივ სანებართვო რეესტრში გატარებას და ამ ნებართვასთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებსლიცენზიებისა და ნებართვების შესახებსაქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირიშემოსავლების სამსახური (შემდგომშემოსავლების სამსახური).

2. სიგარაბარის მოწყობის ნებართვა გაიცემა 4 წლის ვადით.

3. აკრძალულია ამ მუხლით გათვალისწინებული სიგარაბარის მოწყობის ნებართვის სხვა პირისთვის გადაცემა.

4. აკრძალულია სიგარაბარში ჩუქების, გაყიდვის ან გასინჯვის მიზნით მომხმარებლისთვის რაიმე პროდუქტის შეთავაზება, გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სიგარისა, აგრეთვე სასმელისა.

5. აკრძალულია სიგარაბარში არასრულწლოვნის შეშვება.

6. სიგარაბარის მესაკუთრე ვალდებულია თვალსაჩინო ადგილას განათავსოს შესაბამისი სახანძრო-სამაშველო დანაყოფის საკონტაქტო ინფორმაცია.

7. სიგარაბარის მოწყობის ნებართვის მაძიებელმა ნებართვის მისაღებად შემოსავლების სამსახურისთვის წარსადგენ განცხადებას, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებსაქართველოს კანონის 25- მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია:

) შესაბამისი დაწესებულების (მეწარმე სუბიექტის) საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი;

) დოკუმენტები, რომლებითაც დასტურდება, რომ სიგარაბარი განლაგებული იქნება იზოლირებულ შენობაში ან შენობის იზოლირებულ ნაწილში, შენობის სხვა ნაწილებთან დაკავშირებული იქნება ყრუ კედლით, ექნება ცალკე შესასვლელი, სავენტილაციო სისტემა და სიგარის კვამლი ვერ მოხვდება შენობის სხვა ნაწილში ან სხვა შენობა-ნაგებობაში;

) შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი სავენტილაციო სისტემის გამართული მუშაობის თაობაზე;

) ელექტროდამატენიანებელი აპარატის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

) ინფორმაცია შესაბამისი დაწესებულების თანამშრომლებისთვის (დასაქმებულებისთვის) თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციისა და მოხმარების წესების სწავლების თაობაზე.

8. სიგარაბარის მოწყობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია სიგარაბარის მოწყობის ნებართვის გამცემს ნებართვის მიღებიდან 1 წლის შემდეგ და ყოველ მომდევნო წელს წარუდგინოს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შესაბამისი წლის მიხედვით მისი წლიური ბრუნვის არანაკლებ 15 პროცენტს სიგარის რეალიზაციით მიღებული თანხა შეადგენდა.

საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №859 – ვებგვერდი, 30.05.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 13 დეკემბრის კანონი №3956 – ვებგვერდი, 25.12.2018წ.

    მუხლი 102. პასუხისმგებლობა სიგარაბარის მოწყობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის

1. სიგარაბარის მოწყობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით.

2. სიგარაბარის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული სიგარაბარის მოწყობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს მის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, სიგარაბარის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების კვლავ შეუსრულებლობა გამოიწვევს მის დაჯარიმებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად.

4. თუ, ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ჯარიმების გადახდის მიუხედავად, სიგარაბარის მოწყობის ნებართვის მფლობელი კვლავ არ ასრულებს სანებართვო პირობებს, ნებართვის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის გაუქმების შესახებ. ამ ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის და საქმის განხილვის უფლება აქვს შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილ პირს.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა, მისი შევსებისა და წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, ხოლო სამართალწარმოება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №859 – ვებგვერდი, 30.05.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 13 დეკემბრის კანონი №3956 – ვებგვერდი, 25.12.2018წ.

    მუხლი 11. კანონის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა

ამ კანონის დარღვევისათვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.       

    მუხლი 12. კანონის შესრულების სახელმწიფო კონტროლი

1. ამ კანონის შესრულების სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ამ კანონის შესრულების მიზნით, თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული საკითხების ადმინისტრირებისთვის, უფლებამოსილ დაწესებულებებს შეუძლიათ, საჭიროების შემთხვევაში, შეიმუშაონ და გამოსცენ შესაბამისი სამართლებრივი აქტები.

საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №859 – ვებგვერდი, 30.05.2017წ. 

    მუხლი 121. გარდამავალი დებულებანი

1. 2020 წლის 1 იანვრამდე დასაშვებია თამბაქოს მოწევა ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სტადიონზე.

2. 2020 წლის 1 იანვრამდე დასაშვებია თამბაქოს მოწევა სასტუმროს ნომრების არაუმეტეს 20 პროცენტში. დაუშვებელია სასტუმროს მოსაწევ და არამოსაწევ ნომრებში თამბაქოს მოწევის რეჟიმის შეცვლა. სასტუმროს მოსაწევი ნომრები უნდა გამოიყოს სასტუმროს ადმინისტრაციის სპეციალური ბრძანებით, რომელიც სასტუმროში თვალსაჩინო ადგილას უნდა განთავსდეს.

3. 2019 წლის 1 იანვრამდე შესაძლებელია თამბაქოს ნაწარმზე საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით დატანილ იქნეს წარწერა თამბაქოს ნაწარმისგან გამოფრქვეული ნივთიერებების შესახებ.

4. 2022 წლის 31 დეკემბრამდე იმ თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე, რომელიც განკუთვნილია სასაზღვრო კონტროლის ზონაში არსებულ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში რეალიზაციისთვის ან/და განლაგებისთვის, შეიძლება განთავსდეს ინგლისურენოვანი სამედიცინო გაფრთხილება, რომელიც სრულად შეესაბამება მოცემული პროდუქტისთვის ევროკავშირის მოქმედი დირექტივის მოთხოვნებს და არ არღვევს ინტელექტუალური საკუთრების და სხვა უფლებებს.

5. 2022 წლის 1 იანვრამდე ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თამბაქოს ახალი ნაწარმის და იმავე მუხლის „ა.ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გასახურებელი თამბაქოს თითოეულ შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილება შესაძლებელია განთავსდეს შესაბამისი პიქტოგრამის გარეშე. ამასთანავე, ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გასახურებელი თამბაქოს შემთხვევაში სამედიცინო გაფრთხილება შესაძლებელია არ იკავებდეს გვერდის საერთო ფართობის 30 პროცენტზე ნაკლებს, რომელშიც შედის შემომფარგვლელი ხაზები.

საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №859 – ვებგვერდი, 30.05.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 13 დეკემბრის კანონი №3956 – ვებგვერდი, 25.12.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 16 ოქტომბრის კანონი №5128 – ვებგვერდი, 23.10.2019წ.

    მუხლი 13. დასკვნითი დებულებანი

1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე გამოცხადდეს ძალადაკარგულად:

ა) „საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №19, 1.07.2003, მუხ. 121);

ბ) „სურსათისა და თამბაქოს შესახებ“ საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31(38), 1999 წელი, მუხ. 165);

გ) „თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის შესახებ“ საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 18.09.2003, მუხ. 209).

2.  ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მითითებული საკანონმდებლო აქტების საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ კანონთან მათ შესაბამისობამდე.

3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 15 დეკემბერი.

№4059-რს

15. 19/07/2024 - საქართველოს კანონი - 4380-XVრს-Xმპ - ვებგვერდი, 29/07/2024 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 14. 27/06/2024 - საქართველოს კანონი - 4362-XIVმს-Xმპ - ვებგვერდი, 11/07/2024 13. 27/06/2024 - საქართველოს კანონი - 4361-XIVმს-Xმპ - ვებგვერდი, 11/07/2024 12. 13/12/2023 - საქართველოს კანონი - 3924-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 28/12/2023 11. 13/12/2023 - საქართველოს კანონი - 3923-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 28/12/2023 10. 29/11/2022 - საქართველოს კანონი - 2127-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 13/12/2022 9. 20/05/2022 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/2/876 - ვებგვერდი, 24/05/2022 8. 30/12/2021 - საქართველოს კანონი - 1349-VIIრს-Xმპ - ვებგვერდი, 31/12/2021 7. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 7015-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 6. 16/10/2019 - საქართველოს კანონი - 5128-Iს - ვებგვერდი, 23/10/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 28/06/2019 - საქართველოს კანონი - 4910-IIს - ვებგვერდი, 04/07/2019 4. 13/12/2018 - საქართველოს კანონი - 3956-Iს - ვებგვერდი, 25/12/2018 3. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3121-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 2. 26/07/2017 - საქართველოს კანონი - 1278-რს - ვებგვერდი, 28/07/2017 1. 17/05/2017 - საქართველოს კანონი - 859-IIს - ვებგვერდი, 30/05/2017 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას