„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3924-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 340150000.05.001.102220
3924-XIIIმს-Xმპ
13/12/2023
ვებგვერდი, 28/12/2023
340150000.05.001.102220
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 30.05.2017, სარეგისტრაციო კოდი: 340150000.05.001.018458) პირველი მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

„მუხლი 51. თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვით რეალიზაცია ან/და განლაგება

1. აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ვ“ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაცია ან/და განლაგება.

2. თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების წესი განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.“.“;

ბ) მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9–მე-13 პუნქტები:

„9. ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით განისაზღვრება თამბაქოს ნაწარმის (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ვ“ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) და მისი შეფუთვის სტანდარტიზების წესი, რომლის მიზანია:

ა) თამბაქოს ნაწარმის მიმზიდველობის შემცირება;

ბ) სამედიცინო გაფრთხილების ეფექტიანობისა და თვალსაჩინოების გაზრდა;

გ) თამბაქოს ნაწარმის შეფუთვით თამბაქოს ნაწარმის ან მისი მოხმარების შესახებ მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობის შემცირება.

10. აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ვ“ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) შეფუთვაზე (კოლოფი, ბლოკი, კონტეინერი და სხვა) და თითოეულ ღერზე ბრენდის, ლოგოს, სასაქონლო ნიშნის ან მისი აღმნიშვნელი სხვა ელემენტის გამოყენება. თამბაქოს ნაწარმის (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ვ“ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) შეფუთვაზე (კოლოფი, ბლოკი, კონტეინერი და სხვა) წარწერა, გარდა თამბაქოს ნაწარმის ბრენდის სახელისა და ვარიანტის სახელისა, შესრულებული უნდა იყოს ერთიანი, უნიფიცირებული შრიფტით, საქართველოს სახელმწიფო ენაზე და მითითებული უნდა იყოს მწარმოებელი ქვეყანა. თამბაქოს ნაწარმის (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ვ“ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) შეფუთვაზე ამ ნაწარმის ბრენდის სახელი ან ვარიანტის სახელი შესრულებული უნდა იყოს ერთიანი, უნიფიცირებული შრიფტით, საქართველოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო სურვილის შემთხვევაში იგი შეიძლება შესრულდეს აგრეთვე ინგლისურ ენაზე და ზომით არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ წარწერას. ამასთანავე, აკრძალულია ფილტრიან სიგარეტზე, უფილტრო სიგარეტზე, პაპიროსზე, სიგარასა და სიგარილაზე რაიმე სახის წარწერის დატანა.

11. საქართველოს მთავრობა ნორმატიული აქტით იღებს გადაწყვეტილებას თამბაქოს ნაწარმის (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ვ“ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) შემდეგი მახასიათებლების ან/და ელემენტების დაშვების (გამოყენების) ან აკრძალვის ან მათ მიმართ რაიმე სახის მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ:

ა) თამბაქოს ნაწარმის ან მისი შეფუთვის ფერი, ზომა და ფორმა;

ბ) თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის მასალა და ფაქტურა;

გ) თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის გახსნის სახე;

დ) თამბაქოს ნაწარმის გარსი და შიგთავსი;

ე) თამბაქოს ნაწარმსა და მის შეფუთვაზე დასატანი გარკვეული სიტყვები ან ნიშნები (მათ შორის, გარკვეული სახის ბრენდის, ლოგოს ან სავაჭრო ნიშანი);

ვ) სიტყვები ან ნიშნები, რომელთა თამბაქოს ნაწარმზე ან მის შეფუთვაზე დატანაც დაშვებულია;

ზ) თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის განმასხვავებელი მახასიათებლები, მათ შორის, თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის იერსახის ან შინაარსის შეცვლისკენ მიმართული მახასიათებლები, თამბაქოს ნაწარმის გაყიდვის შემდეგ ხმის გამოსაცემად ან სურნელის გამოსაფრქვევად;

თ) თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაში მოთავსებული ან გამოყენებული საგანი ან მასალა, რომელიც არ არის ამ შეფუთვის განუყოფელი ან აუცილებელი ნაწილი;

ი) თამბაქოს ნაწარმზე ან მის შეფუთვაზე მიმაგრებული საგანი, გარდა სავალდებულო აქციზური მარკისა და ამ მუხლით განსაზღვრული სამედიცინო გაფრთხილებისა;

კ) თამბაქოს ნაწარმის წონის განმსაზღვრელი, რომელიც შეიძლება ამ ნაწარმის შეფუთვაში იყოს მოთავსებული;

ლ) თამბაქოს ნაწარმის ისეთი მახასიათებელი ან ელემენტი, რომელიც გამოიწვევს ამ ნაწარმისთვის დამახასიათებელი გემოს მიცემას.

12. თამბაქოს ნაწარმის (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ვ“ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) შეფუთვაზე ბრენდის სახელის ან ვარიანტის სახელის გამოსახვა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის აღნიშნული ნორმატიული აქტით შესაძლებელია განისაზღვროს:

ა) ბრენდის სახელის ან ვარიანტის სახელის სიგრძის ლიმიტი;

ბ) ბრენდის სახელში ან ვარიანტის სახელში იმ სიტყვებისა და ფერების გამოყენების აკრძალვა, რომლებმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი თამბაქოს ნაწარმის მახასიათებლების, ჯანმრთელობაზე ზეგავლენის, რისკის ან გამოფრქვეული ნივთიერებების შესახებ ან იმის თაობაზე, რომ თითქოს თამბაქოს ეს ნაწარმი სხვა ნაწარმთან შედარებით ნაკლებად მავნებელია ან მასზე უკეთესია, რადგან ნატურალურია ან ორგანულია ან სასარგებლოა ცხოვრების ჯანსაღი წესისთვის;

გ) ისეთი სიტყვების ან ფრაზების გამოყენება, რომლებიც გამიზნულია მომხმარებლის ეკონომიკური წახალისებისთვის;

დ) მოთხოვნები სიტყვების ან ნიშნების გამოსახვის წესის შესახებ, მათ შორის, მანერა და გარემოებები, რომლითაც და რომლებშიც ეს სიტყვები ან ნიშნები გამოისახება, შესაბამისი შრიფტის სახე, ზომა და ტიპი, აგრეთვე თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე სიტყვების მდებარეობა და ორიენტაცია.

13. ამ მუხლის მე-9–მე-12 პუნქტების შესაბამისად მიღებული ნორმატიული აქტები არ უნდა ახდენდეს გავლენას პირის ინტელექტუალური საკუთრების უფლებაზე – დაარეგისტრიროს სავაჭრო ნიშანი და საავტორო უფლება, ფლობდეს და განკარგავდეს მათ.“.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

13 დეკემბერი 2023 წ.

N3924-XIIIმს-Xმპ