„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3956-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 340150000.05.001.019311
3956-Iს
13/12/2018
ვებგვერდი, 25/12/2018
340150000.05.001.019311
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №76, 29.12.2010, მუხ. 500) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინი, კუპრი, მხუთავი გაზი) გაზომვა უნდა უზრუნველყოს თამბაქოს აღნიშნული ნაწარმის მწარმოებელმა ან/და იმპორტიორმა საკუთარი ხარჯებით. თამბაქოს აღნიშნული ნაწარმის მწარმოებელმა ან/და იმპორტიორმა უნდა დაადასტუროს გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარება და ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების საქართველოს ბაზარზე განთავსებამდე არაუგვიანეს 3 თვისა სამინისტროს უნდა წარუდგინოს ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტები. ამ დოკუმენტების ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით. თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელი ან/და იმპორტიორი უზრუნველყოფს თამბაქოს აღნიშნული ნაწარმის დოკუმენტებში მითითებულ მონაცემებთან შესაბამისობას. ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების მწარმოებელი ან/და იმპორტიორი ვალდებულია აღნიშნული, განახლებული დოკუმენტები ხელახლა წარადგინოს ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების რაოდენობის ან მათი სხვა პარამეტრის ცვლილების შემთხვევაში. ასეთი ცვლილების შემთხვევაში განახლებული დოკუმენტების წარდგენა ხდება ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების საქართველოს ბაზარზე განთავსებამდე არაუგვიანეს 3 თვისა. ამასთანავე, თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელმა ან/და იმპორტიორმა სამინისტროს თამბაქოს ნაწარმის საქართველოს ბაზარზე განთავსებამდე არაუგვიანეს 3 თვისა უნდა წარუდგინოს ინფორმაცია თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების (კერძოდ, ინგრედიენტების ჩამონათვალის, რაოდენობისა და წონის) თაობაზე. თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელი ან/და იმპორტიორი ვალდებულია აღნიშნული, განახლებული ინფორმაცია ხელახლა წარადგინოს ინგრედიენტების რაოდენობის ან სხვა პარამეტრის ცვლილების შემთხვევაში. ასეთი ცვლილების შემთხვევაში განახლებული ინფორმაციის წარდგენა ხდება თამბაქოს ნაწარმის საქართველოს ბაზარზე განთავსებამდე არაუგვიანეს 3 თვისა.“.

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სავაჭრო ობიექტში, თუ თამბაქოს ნაწარმი, თამბაქოს აქსესუარი ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობა არ არის სურსათისგან ან/და სხვა პროდუქტისგან განცალკევებით განლაგებული. სურსათისგან ან/და სხვა პროდუქტისგან განცალკევებით განლაგებულად ჩაითვლება თამბაქოს ნაწარმი, თამბაქოს აქსესუარი ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობა, რომელიც სურსათისგან ან/და სხვა პროდუქტისგან განცალკევებულია გაუმჭვირვალე თაროს/მოწყობილობის/ტიხრის საშუალებით ან სავაჭრო ობიექტში განთავსებულია სხვა ადგილას, სურსათის ან/და სხვა პროდუქტის რეალიზაციისთვის გამოყოფილი, განცალკევებული სავაჭრო განყოფილებებისგან ან/და სექციებისგან დამოუკიდებლად. სავაჭრო განყოფილებად/სექციად ითვლება სავაჭრო ობიექტის ნაწილი, სადაც იყიდება სურსათის ან/და სხვა პროდუქტის განსაზღვრული სახეობა/სახეობები;“.

3. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელი თამბაქოს ნაწარმის საქართველოში სარეალიზაციოდ გატანისას ან/და თამბაქოს ნაწარმის იმპორტიორი თამბაქოს ნაწარმის იმპორტირებისას ვალდებულია შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს წარუდგინოს ინფორმაცია  იმის შესახებ, თუ თამბაქოს ნაწარმის რა რაოდენობაზე და რომელ პარტიაზე რა სახის (ძირითადი სამედიცინო გაფრთხილება, დამატებითი სამედიცინო გაფრთხილება) და რომელი ნიმუშის სამედიცინო გაფრთხილებების როტაცია განახორციელა.“.

4. მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საგანმანათლებლო (ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო), სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების, სხვა სასწავლო დაწესებულებების, ბიბლიოთეკების, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე (გარდა ამ მუხლის 15 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე;

დ) სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და ამ დაწესებულებების ტერიტორიებზე, გარდა ამ მუხლის 12 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებებისა და ამავე მუხლის 15 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;“;

ბ) 11 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ბ.ა) „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) სათამაშო აპარატების სალონში, რომლის მოწყობის ნებართვისთვის დადგენილია სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთი არანაკლებ 200 000 ლარის ოდენობით და რომელშიც განთავსებულია არანაკლებ 20 სათამაშო აპარატი;“;

ბ.ბ) „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) პროფესიული თეატრის მუდმივი სარგებლობისთვის განკუთვნილ შენობა-ნაგებობაში მხოლოდ მსახიობის ან/და შემსრულებლის მიერ, სპექტაკლის ან/და თეატრალური წარმოდგენის მიმდინარეობის დროს, რეჟისორის შემოქმედებითი ჩანაფიქრის განხორციელების მიზნით. ამასთანავე, სპექტაკლის ან/და თეატრალური წარმოდგენის დაწყების წინ მაყურებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია თამბაქოს ნაწარმის მავნე ზემოქმედების შესახებ.“;

გ) 14 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 15 პუნქტი:

„15. უმაღლესი საგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო, სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების ტერიტორიებზე თამბაქოს მოწევა დასაშვებია შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ სპეციალურად განსაზღვრულ ადგილას (ადგილებში). აღნიშნული დაწესებულების ტერიტორიაზე ასეთი ადგილების რაოდენობა 3-ს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო თითოეული ადგილის ფართობი 20 კვადრატულ მეტრზე მეტი არ უნდა იყოს.“;

დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. აკრძალულია თამბაქოს მოწევის ან მისი მოხმარების სხვა ფორმების დემონსტრირება მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, სხვა ბეჭდური ან ელექტრონული საშუალებით, მასობრივი ჩვენებისა და თეატრალური წარმოდგენის მეშვეობით, გარდა ღია სივრცეში პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას კადრში მწეველის შემთხვევითი მოხვედრისა, ამ მუხლის 11 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის 82 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული, თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცებული ტელე- ან რადიორგოლის ჩვენებისა.“;

ე) მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) არ დაუშვას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ იმ შენობა-ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა, თამბაქოს მოხმარების შედეგად არსებული კვამლის, ფერფლის, ნამწვის არსებობა, აგრეთვე ჩილიმისა და საფერფლის განთავსება;“.

5. 101 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სიგარაბარის მოწყობის ნებართვის გაცემას, გაუქმებას, მასში ცვლილების შეტანას, უწყებრივ სანებართვო რეესტრში გატარებას და ამ ნებართვასთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური (შემდგომ − შემოსავლების სამსახური).“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სიგარაბარის მოწყობის ნებართვის მაძიებელმა ნებართვის მისაღებად შემოსავლების სამსახურისთვის წარსადგენ განცხადებას, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია:

ა) შესაბამისი დაწესებულების (მეწარმე სუბიექტის) საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) დოკუმენტები, რომლებითაც დასტურდება, რომ სიგარაბარი განლაგებული იქნება იზოლირებულ შენობაში ან შენობის იზოლირებულ ნაწილში, შენობის სხვა ნაწილებთან დაკავშირებული იქნება ყრუ კედლით, ექნება ცალკე შესასვლელი, სავენტილაციო სისტემა და სიგარის კვამლი ვერ მოხვდება შენობის სხვა ნაწილში ან სხვა შენობა-ნაგებობაში;

გ) შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი სავენტილაციო სისტემის გამართული მუშაობის თაობაზე;

დ) ელექტროდამატენიანებელი აპარატის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ინფორმაცია შესაბამისი დაწესებულების თანამშრომლებისთვის (დასაქმებულებისთვის) თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციისა და მოხმარების წესების სწავლების თაობაზე.“.

6. 102 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის და საქმის განხილვის უფლება აქვს შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილ პირს.“.

7. 121 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. 2022 წლის 31 დეკემბრამდე იმ თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე, რომელიც განკუთვნილია სასაზღვრო კონტროლის ზონაში არსებულ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში რეალიზაციისთვის ან/და განლაგებისთვის, შეიძლება განთავსდეს ინგლისურენოვანი სამედიცინო გაფრთხილება, რომელიც სრულად შეესაბამება მოცემული პროდუქტისთვის ევროკავშირის მოქმედი დირექტივის მოთხოვნებს და არ არღვევს ინტელექტუალური საკუთრების და სხვა უფლებებს.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-3  პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2019 წლის 31 მაისიდან.

3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2019 წლის 1 დეკემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

ქუთაისი,

13 დეკემბერი 2018 წ.

N3956-Iს