დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4362-XIVმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 27/06/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/07/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 340150000.05.001.102306 |
|
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №76, 29.12.2010, მუხ. 500) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის: ა) „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ბ) პაპიროსი, სიგარილა;“; ბ) „ა.ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ბ1“ ქვეპუნქტი: „ა.ბ1) სიგარა;“; გ) „ა.ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ზ1“ ქვეპუნქტი: „ა.ზ1) ნიკოტინის შემცველი პროდუქტი თამბაქოს გარეშე, რომელიც განკუთვნილია ადამიანის მიერ ნიკოტინის მისაღებად;“. 2. მე-6 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თამბაქოს ნაწარმის (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ბ1“, „ა.ე“, „ა.ვ“, „ა.ზ“, „ა.ზ1“ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) თითოეულ კოლოფსა/ბლოკსა და შეფუთვაზე განთავსებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დამტკიცებული სამედიცინო გაფრთხილება. აღნიშნული სამედიცინო გაფრთხილება უნდა მოიცავდეს ძირითად სამედიცინო გაფრთხილებას, დამატებით სამედიცინო გაფრთხილებას (საქართველოს კანონმდებლობით დამტკიცებული შესაბამისი პიქტოგრამით, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმის შემთხვევაში – შესაბამისი ტექსტობრივი წარწერით) და საკონტაქტო ტელეფონის ნომერს.“; ბ) 22−მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „22. ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ბ1“, „ა.ე“, „ა.ზ“, „ა.ზ1“ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმის თითოეულ შეფუთვაზე განთავსებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დამტკიცებული სამედიცინო გაფრთხილება. ამასთანავე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიძლება განისაზღვროს შესაბამისი პიქტოგრამის დატანის ვალდებულება და წესი. 3. საქართველოს მთავრობა ამტკიცებს ძირითადი სამედიცინო გაფრთხილების 3 ნიმუშს, დამატებითი სამედიცინო გაფრთხილების 9 ნიმუშს და შესაბამისი პიქტოგრამის 9 ნიმუშს, ტექსტობრივი წარწერის 1 ნიმუშს, შესაბამისი საინფორმაციო ფურცლის ფორმებს, ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ბ1“, „ა.ე“, „ა.ზ“, „ა.ზ1“ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისთვის − სამედიცინო გაფრთხილების 2 ნიმუშს და საჭიროების შემთხვევაში − შესაბამისი პიქტოგრამის 2 ნიმუშს, აგრეთვე საკონტაქტო ტელეფონის ნომერს, სამედიცინო გაფრთხილების კომპიუტერულ შრიფტსა და ზომას, გამოსახულების ხარისხის შესაბამის პარამეტრებს. 4. პიქტოგრამის ნიმუში უნდა შეესაბამებოდეს და შეიცავდეს დამატებითი სამედიცინო გაფრთხილების ტექსტს, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ბ1“, „ა.ე“, „ა.ზ“, „ა.ზ1“ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმის შემთხვევაში − სამედიცინო გაფრთხილების ტექსტს და უნდა იკავებდეს სამედიცინო გაფრთხილების საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ ნაწილს.“; გ) მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელმა ან/და იმპორტიორმა წლის განმავლობაში უნდა გამოიყენოს ყველა ძირითადი სამედიცინო გაფრთხილება, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ბ1“, „ა.ე“, „ა.ზ“, „ა.ზ1“ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმის შემთხვევაში − ყველა სამედიცინო გაფრთხილება, იმგვარად, რომ ისინი გასაყიდი თამბაქოს ნაწარმის თითოეული სახეობის კოლოფსა/ბლოკსა და შეფუთვაზე თანაბრად განაწილდეს;“; დ) მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) განთავსებული: დამატებითი სამედიცინო გაფრთხილება − კოლოფის წინა გვერდზე; ძირითადი სამედიცინო გაფრთხილება − კოლოფის უკანა გვერდზე, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ბ1“, „ა.ე“, „ა.ზ“, „ა.ზ1“ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმის შემთხვევაში − კოლოფის წინა და უკანა გვერდებზე.“. 3. 121 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. 2025 წლის 1 მარტამდე საქართველოს ბაზარზე განთავსება და 2025 წლის 1 აპრილამდე რეალიზაცია შესაძლებელია იმ თამბაქოს ნაწარმისა, რომელიც შეესაბამება 2024 წლის 1 ოქტომბრამდე მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 27 ივნისი 2024 წ. N4362-XIVმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები