დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3923-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 13/12/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 340150000.05.001.102221 |
|
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №76, 29.12.2010, მუხ. 500) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. იმ თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე, რომელიც განკუთვნილია სასაზღვრო კონტროლის ზონაში არსებულ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში რეალიზაციისთვის ან/და განლაგებისთვის, შეიძლება განთავსდეს ინგლისურენოვანი სამედიცინო გაფრთხილება, რომელიც სრულად შეესაბამება მოცემული პროდუქტისთვის ევროკავშირის მოქმედი დირექტივით დადგენილ მოთხოვნებს და არ არღვევს ინტელექტუალური საკუთრებისა და სხვა უფლებებს.“. 2. 121 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. 2025 წლის 1 აპრილამდე შესაძლებელია იმ თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ბაზარზე 2024 წლის 31 ივლისამდე განთავსდება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 13 დეკემბერი 2023 წ. N3923-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები