დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4380-XVრს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 19/07/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/07/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 340150000.05.001.102332 |
|
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №76, 29.12.2010, მუხ. 500) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის: ა) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) მოსაწევი თამბაქო − თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმი, მათ შორის, ამ მუხლის „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტებში მითითებული თამბაქოს ნაწარმი (გარდა ამავე მუხლის „ა.ა“−„ა.ბ1“ ქვეპუნქტებში მითითებული თამბაქოს ნაწარმისა), რომელიც მიიღება დაჭრილი თამბაქოს მომზადების/წარმოების (თამბაქოს ნედლეულის გაჩეჩის, დანამვისა და სოუსირების, თამბაქოს ნედლეულის შერევის, თამბაქოს დაჭრის, დაჭრილი თამბაქოს თერმული დამუშავების, დაჭრილი თამბაქოს არომატიზების, დაჭრილი თამბაქოს შერევისა და მზა პროდუქტის შეფუთვის) პროცესის შედეგად;“; ბ) „ე1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე2“ ქვეპუნქტი: „ე2) თამბაქოს წარმოება − ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თამბაქოს ნაწარმის წარმოება;“; გ) „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „უ) თამბაქოს მწარმოებელი − ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს თამბაქოს (მათ შორის, ამ მუხლის „უ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსაწევი თამბაქოს და სიგარეტის მწარმოებელი) და პასუხს აგებს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის ყოველ ეტაპზე ამ კანონის მოთხოვნათა შესრულებისთვის, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი წარმომადგენელი ან პროდუქტის იმპორტიორი, როდესაც უცხოელ დამამზადებელს არ ჰყავს წარმომადგენელი;“; დ) „უ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ1“ ქვეპუნქტი: „უ1) მოსაწევი თამბაქოს და სიგარეტის მწარმოებელი − შესაბამისი ლიცენზიის მფლობელი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს ამ კანონის მე-4 მუხლის 32 პუნქტით განსაზღვრულ საქმიანობას და პასუხს აგებს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის ყოველ ეტაპზე ამ კანონის მოთხოვნათა შესრულებისთვის;“. 2. მე-4 მუხლის: ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) თამბაქოს წარმოების ლიცენზირების წესი და პირობები.“; ბ) 31 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 32−35 პუნქტები: „32. მოსაწევი თამბაქოს წარმოება (თამბაქოს ნედლეულის გაჩეჩა, დანამვა და სოუსირება, თამბაქოს ნედლეულის შერევა, თამბაქოს დაჭრა, დაჭრილი თამბაქოს თერმული დამუშავება, დაჭრილი თამბაქოს არომატიზება, დაჭრილი თამბაქოს შერევა და მზა პროდუქტის შეფუთვა) და სიგარეტის წარმოება (დაჭრილი თამბაქოს სიგარეტში განთავსება, ფილტრიანი სიგარეტისა და უფილტრო სიგარეტის წარმოება, სიგარეტის კოლოფში შეფუთვა) საჭიროებს თამბაქოს წარმოების ლიცენზიას. თამბაქოს წარმოების ლიცენზიას არ საჭიროებს საქართველოს ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმის იმპორტი ან საქართველოს ტერიტორიაზე სხვა სახის თამბაქოს ნაწარმის წარმოება, აგრეთვე ფიზიკური პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე თამბაქოს მოყვანა, პირველადი დამუშავება და დაჭრა. 33. თამბაქოს წარმოების ლიცენზიის მაძიებელზე გაიცემა შესაბამისი ლიცენზია, თუ იგი აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრულ პირობებს, მათ შორის, თუ თამბაქოს ნაწარმის ხარისხის კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელების მიზნით საწარმო უზრუნველყოფილია საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად აღჭურვილი სათანადო ლაბორატორიით. 34. თამბაქოს წარმოების ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია განახორციელოს ამ მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებული თითოეული საქმიანობა და უზრუნველყოს თამბაქოს წარმოების სრული პროცესი. რომელიმე ამ საქმიანობის განუხორციელებლობა შესაბამისი ლიცენზიის პირობების დარღვევად მიიჩნევა და იწვევს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრებას. 35. ამ მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საქმიანობის (გარდა ფიზიკური პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე თამბაქოს მოყვანისა, პირველადი დამუშავებისა და დაჭრისა) თამბაქოს წარმოების ლიცენზიის გარეშე განხორციელება იწვევს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრებას.“. 3. 121 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. 2025 წლის 1 იანვრამდე თამბაქოს წარმოების ლიცენზიის გარეშე განხორციელებულ საქმიანობად არ ჩაითვლება ამ კანონის მე-4 მუხლის 32 პუნქტით განსაზღვრული თამბაქოს წარმოება.“. მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ 2024 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტის მიღება. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2024 წლის 1 ოქტომბრიდან. |
თბილისი, 19 ივლისი 2024 წ. N4380-XVრს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები